მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78341.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დუელი? არა, როგორ გაჰბედავდა!
"A duel? No, he wouldn't have dared".
78342.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კვაჭანტირაძე გაფრენილ ბუზსა ჰკლავს...
"Kvachantiradze can shoot a fly out of the air".
78343.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამას წინათ სამი კაცი გაიწვია დუელში და სამივენი ფეხის კოჭებში დასჭრა.
"He's already challenged three men to duels: he got all three in the ankle".
78344.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამ მითქმა–მოთქმაში და კვაჭის გაბერვაში დიდი ხანია მუშაობენ მისი მეგობრები და დაქირავებული აგენტები, რომელნიც კვაჭს გაწვრთნილი და დარიგებული ჰყავდა.
Kvachi's friends and agents, whom he had hired, trained up, and instructed, were working for a considerable time to create all these rumors and to puff up his reputation.
78345.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლანდო სუვოროვის პროსპექტზე გაჩერდა.
The landau stopped on Suvorov Avenue.
78346.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხუთი წუთის შემდეგ კვაჭი ხელებს უკოცნიდა ახალგაზრდა ქვრივს, ქართველ მზეთუნახავს, ტანით და თვალით ნამდვილ დედოფალს.
Five minutes later Kvachi was kissing a young widow's hands. She was a Georgian beauty, with the figure and face of a real queen.
78347.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგი, გეყოფა, შე გიჟო... აბა, მიამბე, სად იყავი წუხელის?
"Good, that's enough from you, you madman …"
78348.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აბა, მიამბე, სად იყავი წუხელის? მიღალატე, განა!
"Go on, tell me where you were last night? I'll bet you were unfaithful to me".
78349.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გეფიცები, ელენე, რომე...
"I swear to you, Elena, that …"
78350.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნუ ფიცულობ, არა მჯერა.
"Don't swear any oaths, I don't believe them".
78351.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა მითხარი, რა საქმე გაიჩინე?..
"Now tell me what scheme you've thought up".
78352.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო? ამას იქით შენი დეიდაშვილი უნდა გავხდე?
"What? From now on I'm supposed to be your cousin?"
78353.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შე ცელქო, ჩემი დეიდაშვილობა რაღად დაგჭირდა?
"You wicked man, why do you need me to be your cousin?"
78354.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განა ისედაც შენი არა ვარ?!
"Aren't I yours, anyway?"
78355.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰოოო, მესმის: შენი ნათესავი დავირქვა? მერმე?..
"Ah, I understand: I've got to pretend I'm a relative of yours? And then?"
78356.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო, რა სთქვი? ღმერთო, დამიფარე!.. მაგას როგორ ვიკადრებ?!.
"What, what did you say? God, anything but that! How could I sink so low?"
78357.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იმ პირუტყვს, იმ ჭუჭყიან მუჟიკს უნდა გავუყადრო თავი?!
"Have I got to throw myself at that beast, at that dirty peasant?!"
78358.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ელენეს მოკლედ და ნათლად აუწერა თავის გეგმა და ბრწყინვალე მომავლის სურათი გადაუშალა.
Kvachi explained his scheme to Elena briefly and succinctly; he revealed to her the prospect of a brilliant future.
78359.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენე მოლბა და ოცნებას გაჰყვა.
Elena relented and let herself be seduced by his dream.
78360.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა თქმა უნდა, ფული კარგია, საჩუქარიც...
"Of course, the money is good, and the present, too …"