მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ზემო სართულში გარევაც... ძალიან კარგია, მაგრამ... ჰო, ამბობენ... დიდი ვაჟკაციაო... წმინდანიაო, მაგრამ...
"Mixing with the crême de la crême … is very nice, too; but … well, they say … he's a big man … they say he's a saint, but …"
78362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განა შენ არ მეყოფი?.. რაო?.. შენზე უკეთესია? რით? როგორ?..
"Aren't you all I want? What? He's better than you? In what way? How?"
78363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგი, გაჩუმდი, ბილწი ნუ ხარ... აჰ–აჰ–აჰ!..
"All right, shut up, don't be foul–mouthed … Ha–ha–ha!"
78364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მართალს ამბობ? ჭორი იქნება, თორემ... გზა მაგით გაიკვლია მართლა?.. ღმერთო, დამიფარე!
"Are you serious? It must be just gossip, or else … Was that really the way you found an opening? My God, anything but that!"
78365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არ მეკადრება იმ წუნკალთან გავლაც კი, მაგრამ... რაკი მაგისთანა დიდ საქმეს აკეთებ... ვნახოთ...
"It's beneath me to have anything to do with a pig like that, but since you've got such a big scheme going … Let's see …"
78366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღესვე?! მერმე ეგრე იაფად უნდა გადარჩე?
"You mean, today? Do you mean to get away with it that cheaply?"
78367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ საქმე გაიჩარხა, ბარემ ის პატარა სახლიც მიყიდე, მე რომ მომწონს. ხომ გახსოვს ის სახლი?..
"If you've already started the job, then at least buy me the little house I've taken a liking to. You remember the one, don't you?".
78368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აბა, ეხლა ყურს გიგდებ და დამარიგე.
"Well, I'm listening, so tell me what to do".
78369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა მთელი საათი მოანდომა ელენეს დარიგებას.
It took Kvachi a whole hour to give Elena her instructions.
78370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერე დარიგებული გამოჰკითხა, მცირე რეპეტიცია მოახდინა, ელენეს ნიჭით აღტაცებაში მოვიდა, კიდევ ათასი დაპირება მისცა და წამოვიდა.
Then he tested her on them, held a short rehearsal, and, thoroughly delighted at Elena's aptitude, made her a thousand more promises and left.
78371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი წმინდა მოხუცისა და სხვათა ხელისუფალთა გაცნობისა.
Getting to Know a Holy Old Man and Other Men of Power.
78372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნევის სანაპიროზე ერთი მორიდებული, პატარა და თალხი სახლი იდგა.
On the Neva Embankment there was a modest little house, painted in mourning colors.
78373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამ სახლში ცხოვრობდა კვაჭის მფარველი ხანშესული ქვრივი, მეტად გავლენიანი სეფე–ქალი, „სტატს–დამა და კავალერი მრავალთა ორდენთა“ – ანასტასია პროზოროვისა.
Here lived Kvachi's patron, an elderly widow who was a very influential member of the upper classes, a "Dame of the Empire of every conceivable order", Anastasia Prozorova.
78374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი ამ ოთახში იმდენად გაშინაურებული იყო, რომ იმ დედაკაცს „ტანიას“ ეძახოდა და დაძმურად ეპყრობოდა.
Kvachi was such a familiar visitor to her drawing–room that he called her "Tania" and treated her as if she were a close relative.
78375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო ის დედაკაცი კვაჭს ,,ჩემო აპოლონჩიკ“–ს უწოდებდა და ბედისგან ნამდვილ მფარველ ანგელოზად იყო მოვლენილი.
While she called Kvachi "my little Apollo": she seemed to be a real guardian angel sent to him by fate.
78376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაიყვანა იმ ღვთისნიერმა კვაჭიკო ბეწვის ხიდზე, რამდენჯერ ამოიყვანა ბნელი და მყრალი ორმოდან, რამდენი დაახარჯა, რამდენჯერ დაითხოვა და რამდენჯერ დაიბრუნა.
Who can count the times this divine creature had guided little Kvachi across a tightrope, had retrieved him from dark, stinking pits, how much she had spent on him, how many times she had dismissed him, and how many times had brought him back?
78377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგისთვის რომ ყური დაგეგდოთ, ვინ იცის, რამდენ ჭორს იტყოდნენ და გესლიან ენას როგორ მოიქავებდნენ!
If you'd been listening, who knows how much gossip and poisonous rumors you'd have heard!
78378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმასაც კი ამბობდნენ, ვითომ კვაჭი კვირაში ორჯერ მაინც უნდა შესულიყო თავის „დასთან“.
It was even said that Kvachi had to visit his "sister" twice a week.
78379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვითომ ტკბილეულობასთან და ყვავილებთან ერთად კვაჭი ათასნაირ ანგარიშებსაც უგზავნიდა.
That, apart from confectionery and flowers, Kvachi sent her thousands of bills.
78380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვითომ „ტანიას“ მოსწყინდა ამ ანგარიშების გასტუმრება და ამიტომ ყოველთვიური თანხა გადასდო „დაძმობაზე“.
That "Tania" was fed up with seeing to these bills, so that she set aside a fixed monthly sum to pay for these "relations".