მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78401.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ქვრივის ეკლესიურ სალონში ეპისკოპოსი არქიეპისკოპოსობას ეძებდა, არქიეპისკოპოსი – მიტროპოლიტობას, გენერალ–მაიორი – ლეიტენანტობას, ლეიტენანტი – ადიუტანტობას;
In the widow's ecclesiastic salon bishops sought to be archbishops or metropolitan bishops, major–generals sought to be lieutenant–generals, lieutenants–to be adjutants.
78402.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პროვინციელი დედაქალაქისკენ იწევდა, ვაჭარი დიდს იჯარას დასდევდა, ბანკირი – კონცესიას, დედაკაცები ქმრებსა და საყვარლებს ჰშველოდნენ.
provincials aimed to get to the capital, merchants sought leases, bankers–concessions; women lobbied for husbands and lovers.
78403.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო საერთოდ ყველანი ტახტისკენ მიილტვოდნენ და ლამობდნენ ერთი საფეხურით მაინც აეწივნათ ზევით.
And everybody was trying to get closer to the throne, aiming to rise at least one rung higher.
78404.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამ ხალხის გულის ჯურღმულში უხილავი, შმაგიანი, დაუნდობელი და სასტიკი ბრძოლა ტრიალებდა.
Deep in these people's hearts an invisible, maniacal, ruthless, and cruel battle was raging.
78405.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო მათს პირსახეზე და ენაზე მხოლოდ სიტკბოება, დაძმობა, მეგობრობა, ღიმილი, ქრისტიანული სათნოება და ანგელოზური მორჩილება ჰსუფევდა.
But their faces and tongues showed only imperturbable sweetness, fraternity, friendship, smiles, Christian meekness, and angelic submission.
78406.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ღვთისმშობელმა“ – ლოხტინის ქვრივმა – შეწყვეტილი ბაასი განაგრძო.
The widow Lokhtina, the "Virgin Mary", resumed the interrupted conversation.
78407.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი ამ უცნაურ ქვრივს გაოცებით შესცქეროდა და ყურს უგდებდა.
Kvachi watched and listened to this odd widow with astonishment.
78408.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამას წინათ ,,ტანიჩკამ“ კვაჭს ამ საკვირველი დედაკაცის ვინაობა უამბო.
Dear "Tania" had just told him who this strange woman was.
78409.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლოხტინის ქვრივი ხნიერი დედაკაცი იყო, მეტად ამაყი, ჭკუიანი, განვითარებული და კარგი ოჯახისა და გვარის ჩამონავალი.
Lokhtina was an elderly widow, extremely proud, clever, well–versed, of good family and parentage.
78410.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რამდენიმე წლის წინათ ეს ქვრივი „წმინდა გრიგოლის“ პირველ მოციქულად, მის ყურმოჭრილ და მორჩილ მონად გადაიქცა.
A few years earlier this widow had transformed herself into the first disciple, and into an obedient and meek slave of "Saint Grigory".
78411.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველაფერზე ხელი აიღო – ოჯახზე, ქონებაზე, თავმოყვარეობაზე, ქალურ ქალობაზე, – და უანგაროდ გაჰყვა თავის ახალ მესიას, ბატონსა და ღმერთს.
She had given up everything else–family, property, pride, womanly dignity–to follow selflessly her new Messiah, master, and god.
78412.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს დაავადებული დედაკაცი წმინდა გრიგოლის მოახლეც იყო, მხევალიც და მისი სულიერ–ხორციელი წმინდანობისა და ნამრუშ–ნაბოდვარის საუკეთესო პროპაგანდისტიც.
This deranged woman was Saint Grigory's confidante, handmaiden, and the best propagandist for his spiritual and physical purity, and for his fornication and raving utterances.
78413.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, იმ სნეულმა დედაკაცმა „მაცხოვარს“ უბედო მეფის უბედურს ოჯახშიც გზა გაუკვლია.
In the end, this sick woman had opened a path for the "savior" to enter the unfortunate family of the unfortunate Tsar.
78414.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ის მოხუცი უნებურად აიყვანა ტახტზე.
Not knowing what she was doing, she had brought that old man to the throne.
78415.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შემდეგში მან მეფის კარზე თავის ადგილი უფრო ახალგაზრდას, უფრო ლამაზსა და მოქნილ ვირუბოვას დაუთმო.
Since then she had given up her place at the Tsar's court to the younger, prettier, and more elegant Vyrubova.
78416.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ მაინც არც კარზე აიღო ხელი, არც მხევლობაზე და არც მონობაზე.
But she hadn't abandoned the court, or her views, or her enslavement.
78417.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„წმინდა მოხუცს“ რასპუტინს ის დედაკაცი წინანდებურად მთელს რუსეთში კუდად დასდევდა და ყოველს მის ნაბიჯსა და სიტყვას დღიურში სწერდა.
As before, she tailed the "saintly old man" Rasputin all over Russia, writing down in her diary every step he took and every word he said.
78418.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეხლაც ყველანი იმას შესცქეროდნენ.
Everyone was now looking at her.
78419.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
,,ღვთისმშობელი“ ფეხშიშველი იყო, ტანთ უცნაური ყვითელ–თეთრი კაბა ეცვა, რომელიც ანაფორას უფრო ჰგავდა, ვიდრე დედაკაცის ტანისამოსს.
"The Virgin Mary" was barefoot and dressed in a strange yellow and white dress more like a cassock than a woman's garment.
78420.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იგი აჭრელებული იყო ათფერი აბრეშუმისა და ატლასის ჩვრებით და თავთ ზიზილპიპილოვანი უცნაური ქუდი ეხურა ოქროს წარწერით.
It was decorated with silk and satin patches in ten different colors; on her head she wore a weird gaudy hat with a golden inscription.