მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვითომ კვაჭის ბინაც ტანიას ხელით და ფულით ყოფილიყო მორთული, ვითომ...
That Kvachi's apartment had been furnished by her efforts and at her expense, etc.
78382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი სიტყვით, იმდენი „ვითომ“ და იმდენი „თითქოს“ იყო გაბნეული, რომ მის აკრეფას უქმი ჭორიკანაც ვერ შესძლებდა.
In a word, there were so much "supposedly" and "allegedly" involved, that even the most idle gossipmonger couldn't make sense of it all.
78383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვინც იმ „სტატს–დამას“ იცნობდა, იმ ჭორებისას, რა თქმა უნდა, მეასედსაც არ დაიჯერებდა.
People who knew this "Dame of the Empire" naturally refused to believe even a hundredth part of the gossip.
78384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ისეთი ჩუმი, სათნო და მორწმუნე დედაკაცი იყო, იმდენად სასოიანი, მორცხვი, ღვთისნიერი და კარჩაკეტილი, რომ იმის გამხდარს, ხნიერს კნაჭა ტანში და ღვთის მადლით განათებულს სულში ვერასოდეს ვერ დაიბუდებდა ხორციელი ან სულიერი მანკი, მრუშობა.
She was such a quiet, meek, and pious woman, so devout and modest, so godly and so reserved that no carnal or spiritual fault, let alone fornication, could ever find a place in her withered, elderly, feeble body, or her soul, which was infused with divine grace.
78385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ სახლში, ხატებით მორთულსა და სანთელ–საკმევლის სუნით გაჟღენთილს ოჯახში, მხოლოდ ორად მოხრილი სენატორები, უკბილო ჰოფმეისტერ–ჰოფმარშლები, სამოცი წლის ფრეილინები, სტატს–დამები და ისეთი ჩაჩანაკი ეპისკოპოს–არქიეპისკოპოსები შედიოდნენ, რომ იმ სახლის კიბეზე დაუხმარებლივ ვერც კი ახერხებდნენ ასვლას.
The house was adorned with icons and imbued with the scent of candles and incense: it was visited only by a senator, who was bent double, a toothless court chamberlain, a sixty–year–old ladyin–waiting, court ladies, and equally decrepit bishops and archbishops, none of whom could climb the stairs in the house unaided.
78386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მათ შორის მხოლოდ „აპოლონჩიკი“ იყო ახალგაზრდა, მაგრამ... მაგრამ ეს ხომ ერთ-ერთი გამონაკლისი იყო.
"Little Apollo" was the only young person among them, but this was the only exception to the rule.
78387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ამიტომ, სადაც სამართალი იყო, იმ სავანეს ერთი ბეწო ჭუჭყიც არ უნდა მიჰკარებოდა, მაგრამ...
In truth, no speck of dirt could come near this holy place, but …
78388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ დღეს კვაჭი და მისი „დეიდაშვილი“ ელენე ათის ნახევარზე დახურულ ლანდოთი მიადგნენ იმ ქვრივის ჩაბნელებულ სახლს.
At nine thirty that day, Kvachi and his "cousin" Elena arrived in the covered landau at the widow's house, which was plunged in darkness.
78389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიასახლისს ტკბილეულობა და ყვავილები მიართვეს.
They offered their hostess confectionery and flowers.
78390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სტუმრები ჩაის მიირთმევდნენ. დიასახლისმა ანასტასიამ კვაჭსა და მის ნათესავს სტუმრები გააცნო.
The guests were having tea; Anastasia introduced Kvachi and his relative to them.
78391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მათი ყოვლად უსამღვდელოესობა მეფის მოძღვარი და სასულიერო აკადემიის ინსპექტორი...
"His holy reverence the Tsar's chaplain and inspector of the theological college …"
78392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მათი მაღალღირსება ცარიცინის მონასტერის ბერმონაზონი ილიოდორი...
"The most worthy abbot of the Tsaritsyn monastery, Iliodor …"
78393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სარატოვის ეპისკოპოსი ჰერმოგენი... გენერალ ლოხტინის ქვრივი...
"The Bishop of Saratov, Hermogenes … General Lokhtin's widow …"
78394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი ლუკიანოვი... მათი თანაშემწე საბლერი...
"The Senior Procurator of the Holy Synod, Lukianov …His deputy, Sabler …"
78395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სამხედრო მინისტრი გენერალი სუხომლინოვი... სტატს–დამა კურაკინისა... ბარონესა ნოდენი... შინაგან საქმეთა მინისტრი მაკაროვი...
"The Minister of War General Sukhomlinov … Lady Kurakina … Baroness Noden … the Minister of the Interior, Makarov …"
78396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა და ელენემ ყველას ჩამოართვეს ხელი და ყველას დაუსახელეს თავიანთი გვარი.
Kvachi and Elena offered their hand to all the other guests and introduced themselves.
78397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგს ხელზე ემთხვივნენ, დანარჩენებს კი წელმოხრით და მოწიწებით მისცეს ღრმა სალამი.
Some they kissed on the hand; to others they bowed in reverential greeting.
78398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შემდეგ დასხდნენ და ახალ ნაცნობებს თვალი გადაავლეს.
Then they sat down and inspected their new acquaintances.
78399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სტუმართა შორის ზოგი ნამინისტრალი იყო, ზოგი – მინისტრი, ზოგიც – მინისტრობის მაძიებელი.
Among the guests were both former and actual ministers, as well as would–be ministers.
78400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგი – გუშინდელი, ზოგი – დღევანდელი, ზოგიც – ხვალინდელი ან ზეგინდელი.
Some were yesterday's, others today's, tomorrow's, or the day after tomorrow's.