მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78421.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ჩემში არს ყოველივე ძალა, ალილუია“.
"All forces are within me, Hallelujah".
78422.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დროგამოშვებით ქადაგად დაეცემოდა ხოლმე.
Every now and again she began sooth–saying.
78423.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გუშინწინ მესამედ ვნახე ჩვენი მაცხოვარი, – ამბობდა აგზნებული თვალებით და მთრთოლვარე ხმით.
"The day before yesterday I saw our savior for the third time," she said with ecstatic eyes and trembling voice.
78424.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თქვენც გეცოდინებათ, რომ გუშინწინ ღამე „ის“ ჯერ კიდევ გზაში იყო, – მოსკოვიდან მოდიოდა, – მაგრამ მისმა სულმა გამოასწრო და გამომეცხადა.
"You will know that evening "he" was traveling again, coming from Moscow, but his soul was here and made itself known to me".
78425.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩვენი წმინდანი თავით ფეხებამდე თეთრებში იყო, თავზე ღვთის ნათელი ედგა, ერთს ხელში ჯვარი ეჭირა, მეორეში – ცეცხლის მახვილი.
"Our holy man was dressed in white from head to toes, God's light shone above him, he was holding a cross in one hand and a fiery sword in the other".
78426.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უფალო, შეგვიწყალე! – წაიჩურჩულა საბლერმა და პირჯვარი გადიწერა. სხვებმაც წაჰბაძეს.
"Lord have mercy on us!" whispered Sabler as he crossed himself. The others followed suit.
78427.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გამომეცხადა და მითხრა: „მოინანიეთ ცოდვანი თქვენნი, მართლმადიდებელნო!“
"He appeared to me and told me, 'Repent your sins. Orthodox people!'
78428.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოდის დღე განკითხვის!
"The Day of Judgement is coming!"
78429.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– „სთრთოდეთ და ძრწოდეთ. ურწმუნოებო, ებრაელნო და ხალხის სულის ამრევნო!“ მე პირქვე დავემხე მის უწმინდეს ფერხთა წინაშე.
Tremble and quake, ye unbelievers, you Jews, and you who corrupt others' souls!' I fell prostrate at his holy feet".
78430.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მან თავზე ხელი დამადო და მომიტევა შეცოდებანი ჩემნი.
"He laid his hand on my head and pardoned my sins".
78431.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თვალი რომ ავახილე, ჩვენი მაცხოვარი ზეცაში მიფრინავდა.
"When I opened my eyes, my savior was flying off to heaven".
78432.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეორე დღეს ჩვენი წმიდანი ჩამობრძანდა მოსკოვიდან.
"The next day our holy man came down from Moscow".
78433.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ყველაფერი ვუამბე. მითხრა: „დაო ჩემო, ჭეშმარიტად იმ დროს სულით შენთან ვიყავიო“.
"I told him everything and he said to me, 'Sister, truly I was with you in spirit at the time'."
78434.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ისევ პირჯვარი გადიწერეს და დამჭკნარ–ჩაცვივნული ტუჩები ააცმაცუნეს. ყველანი შიშით და ძრწოლით სჩურჩულებდნენ.
"Everyone crossed themselves again as they moved their withered, flabby lips.
78435.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საკვირველი არიან, უფალო, საქმენი შენნი! მოსულ არს ჟამი განკითხვისა!..
"Wondrous, Lord, are Thy deeds. The Day of Judgement is at hand!"
78436.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შეგვიწყალე, უფალო, და მოგვიტევე ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი! ალილუია! ალილუია! ალილუია!
"Have mercy on us, Lord, and forgive us our sins. Hallelujah! Hallelujah! Hallelujah!"
78437.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დედაკაცი წამოდგა, თვალნი ზეცას მიაპყრო, კილოს აუმაღლა და აგზნებით და ზეშთაგონებით აბოდდა.
The woman rose to her feet, lifted her eyes to the heavens and, raising her voice, spoke with ardor and inspiration.
78438.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჭეშმარიტად გეტყვიან თქვენ: იგი არს წმინდა მაცხოვარი ჩვენი, ზეცით წარმოგზავნილი ხსნად ცოდვილისა ამა ქვეყნისა, ჩვენი წმინდა რუსეთისა.
"What they tell you is true: he is our holy savior, sent to us by heaven to free this sinful world, our holy Russia".
78439.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განკითხვად ცოდვილთა, შესამუსრად ურწმუნოთა და დასამყარებლად მარადიულ სანეტარო ცხოვრებისა.
"To judge sinners, to annihilate the unbelievers, and to establish a life of eternal bliss".
78440.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ცარიცინის ბერმონაზონს ილიოდორს მიუბრუნდა.
Then she turned to the Tsaritsyn monk Iliodor.