მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ესე არს ძე „მისი“ უცოდველი და წამებული, ხოლო მე ვარ ცოდვილი და უღირსი მოციქული მათი და ღვთისმშობელი მარიამი.
"This is his immaculate and martyred son, and I am their sinful and unworthy disciple, and the Virgin Mother Mary".
78442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძრწოდეთ და მოინანებდეთ ცოდვათა თქვენთა, მართლმადიდებელნო!
"Tremble and repent your sins, o Orthodox believers".
78443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბერმონაზონი ილიოდორი აიმრიზა და ატოკდა.
Iliodor the monk frowned and fidgeted.
78444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო სხვებმა ისევ ტუჩები ააცმაცუნეს და თავნი თავისნი ჩურჩულით მოიდრიკეს ღვთისმშობლის „მარიამის“ წინაშე.
The others again moved their lips and, each whispering something, bowed to the "Virgin Mary".
78445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
საბლერი და მაკაროვი მას ხელზე ემთხვივნენ.
Sabler and Makarov kissed her hand.
78446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი და ელენეც მიჰყვნენ, თან პირჯვარს იწერდნენ და მოწიწებით სჩურჩულებდნენ: – უფალო, შეგვიწყალე!
Kvachi and Elena did the same, crossing themselves and whispering piously: "Lord, have mercy on us".
78447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ღვთისმშობელმა“ ოთხივენი გულში ჩაიკრა და ყველანი დაძმური და ქრისტიანული კოცნით გადაჰკოცნა.
The "Virgin Mary" clutched all four to her breast and gave them all sisterly Christian kisses.
78448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჭეშმარიტად აღსრულდა წინასწარმეტყველება დოსტოევსკისა, – უთხრა იმ დედაკაცს თვალცრემლიანმა საბლერმა.
"Dostoevsky's prophecy has truly been realized," Sabler, his eyes full of tears, told her.
78449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ორი რომი იყო, მესამე რუსეთია, მეოთხე აღარ იქნება! – გაიხსენა ახალი ბიზანტიელების ნაბოდვარი ლუკიანოვმა.
"There have been two Romes, the third is Russia, and there will be no fourth!" Lukianov repeated the ravings of the new Byzantines.
78450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უწმინდური ურიები და მათი დაქირავებული სოციალისტები დღე და ღამე სცდილობენ და ოცნებობენ ჩვენი რომის დანგრევას.
"The filthy Jews and their hirelings the socialists have been trying day and night to fulfill their dream of destroying our Rome".
78451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აწუწუნდა ცარიცინელი ბერმონაზონი.
Lamented the monk of Tsaritsyn.
78452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მესამე რომი მარადიულია! მისი დანგრევა შეუძლებელია! ნუ შეშინდებით.
"The third Rome will last for ever! It is impossible to destroy it! Don't be afraid".
78453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მართლმადიდებელნო, ღმერთი ჩვენთან არს! – განაცხადა ცბიერმა ბებერმა მელამ, საბლერმა.
"Orthodox believers, God is with us, Don't be afraid". declared Sabler, the devious old fox.
78454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა დრო იხელთა: – მისმა ბრწყინვალებამ ბრძნული სიტყვა ბრძანა.
Kvachi saw his opportunity: "His excellency has spoken wisely".
78455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ მესამე რომის დანგრევას. იგი უკვდავია!
"Don't be afraid, don't believe in the destructibility of the third Rome. It is immortal".
78456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კავკასიაშიც თავი წამოჰყვეს უწმინდურებმა, მაგრამ...
"The filthy infidels have shown their heads in the Caucasus, too, but …"
78457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კავკასიელი ბრძანდებით? – ჰკითხა მაკაროვმა.
"Are you from the Caucasus?" Makarov asked him.
78458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დიაღ, იქაური გახლავართ და იქიდან გეახლებით.
"I am, sir: that's where I was born and that's where I come from".
78459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იქაც წაიბილწა და წაირყვნა წმინდა სახელი ჩვენი წმინდა რუსეთისა.
"There too the holy name of our holy Russia has been besmirched and defiled".
78460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაც რუსეთმა ას წელიწადში ააშენა, უძლურმა და ჩერჩეტმა ვარანცოვ–დაშკოვმა ორიოდე წელიწადში დაანგრია.
"Everything that Russia has built over a hundred years, that feeble and senile Vorontsov–Dashkov has destroyed in two years".