მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დროა მოვიშოროთ ის ჩუმი მასონი.
"It's time we got rid of that secret freemason".
78462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სწორედ ამბობენ ჩვენში: „კავკასიაში ორი ვარანცოვია: ერთი მუდმივ ხეზეა, მეორე კი – ლოგინშიო“.
"We have a very true saying: "There are two Vorontsovs in the Caucasus: one is always in heaven, the other always in bed".
78463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაგრამ მწოლარეც არ ისვენებს და ნელნელა ანგრევს რუსულ საქმეს კავკასიაში.
"But just because he's lying down, doesn't mean that he's idle: he's slowly destroying all Russia's achievements in the Caucasus".
78464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიდებულებმა უკბილო ღიმილით ჩაიხითხითეს, კვაჭმა კი განაგრძო: – მადლობა უფალსა!
The great and the good giggled with toothless smiles, and Kvachi continued: "Thank the Lord".
78465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ უძლური საიდუმლო მასონის გარდა ჩვენს სათაყვანებელ მეფეს მრავლად კიდევ ჰყავს ჩვენში ერთგული მოსამსახურე: ალიხანოვი, ვოსტორგოვი, ტოლმაჩოვი, მარტინოვი, გრიაზნოვი და ათასნი სხვანი.
Apart from that feeble covert freemason, our greatly worshipped Tsar has many other faithful servants in the Caucasus: Alikhanov, Vostorgov, Tolmachov, Martinov, Griaznov, and thousands of others.
78466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რევოლუციის ვეშაპს შეერთებულის ძალით მოვჭერით თავი.
"If we combine our efforts we can cut the head off the dragon of revolution".
78467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა გულმშვიდად ბრძანდებოდეთ, არხეინად მოისვენეთ.
"So you can set your minds at rest and relax".
78468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ტანიამ ორ თავის მეზობელს რაღაც წასჩურჩულა.
Tania whispered something to the two people by her side.
78469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ორივენი ერთი წუთით გამიცოცხლდნენ და გაოცდნენ.
"They both became instantly animated and amazed".
78470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შეუძლებელია!.. მართლა? – მერმე კვაჭის მოუბრუნდნენ: – გვიამბეთ, ყმაწვილო, ის ამბავი... თქვენ რომ დაგჭრეს.
"It's not possible! Really?" they said, turning to Kvachi. "Tell us, young man the story of how you were wounded".
78471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სათქმელადაც არა ჰღირს. ბევრი არაფერია, მაგრამ თუ თქვენ მაღალაღმატებულებას ნებავს...
"It's hardly worth telling. "It's nothing much, but if your excellencies wish …"
78472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რადგან ურიებს და რევოლუციონერებს ხელი აღარ გავანძრევინე და სული აღარ ამოვათქმევინე, ამიტომ ჩემი თავი ათიათას მანეთად დააფასეს.
"Because I wouldn't let the Jews and the revolutionaries get away with any more and because I'd silenced them, they put a price of ten thousand roubles on my head".
78473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რამდენჯერმე ჩავუშალე უდიდესი ვერაგული საქმე.
"I'd wrecked several of their most treacherous plots".
78474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეტისმეტად რომ გავამწარე, ჩემზე ნადირობა დაიწყეს, მაგრამ იმ წუნკლებზე უკეთესი მონადირე მე გამოვდექი.
"When I got too much for them, they began hunting me down, but I turned out to be a better hunter than those curs".
78475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთხელ ყუმბარა მესროლეს. გადავრჩი. დავედევნე, სამი მოვკალი, ორი დავჭერი და ორიც დავიჭირე.
"They threw a grenade at me once. I survived and went after them, killed three of them, wounded two, and arrested two more".
78476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეორე ჯგუფმა თოფები დამიშინა. უარესი დღე დავაყენე.
"Another group pointed their rifles at me. I gave them worse than they gave me".
78477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერმე ჩემი მოწამლვა მოინდომეს და ლაქია მომისყიდეს. ვერც ამან გასჭრა.
"Later they tried to poison me and they bought off my servant. That didn't work, either".
78478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაღა სიტყვა გაგიგრძელოთ. უწყალოდ ვხოცეთ და ვჟლიტეთ ის უწმინდურები.
"Well, I won't go on about it, I just wiped out the filthy swine and showed them no mercy".
78479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მართალია, მეც დაჭრილი ვარ ფეხში, მაგრამ სამაგივრო ერთიასად მაინც გადავუხადე.
"Actually, I was wounded in the foot, but they suffered a hundred times worse".
78480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ტანიამ კვაჭს კინაღამ დაუმოწმა ჭრილობა, რომელიც სამტრედიელი ძაღლის ნაკბილარი იყო, მაგრამ დროზედ იკბინა ენაზე და გაყუჩდა.
Tania was about to show everyone Kvachi's wound, which actually was a dog bite from Samtredia, but she stopped herself in time and calmed down.