მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კურთხევა, წმინდაო მამაო! კურთხევა და სათნოება!..
"Bless me, Holy Father. Bless me and show me grace".
78522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოციქულმა ღვთისმშობელმა ქადაგმა საბლერთან ერთად დაიჩოქა. წმინდანს მუხლებზე მოეხვია და ჩექმის წვერი დაუკოცნა.
"The "Virgin Mary" disciple and preacher knelt down with Sabler, embraced the holy man's knees, and kissed the toe of his boot".
78523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რასპუტინმა ორივენი წამოაყენა, ორივეს კოცნით მოუხოცა ცრემლი, ორივენი ანუგეშა.
Rasputin raised both to their feet, wiped away their tears with a kiss, comforted them both.
78524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვითონაც ატირდა და სხვებიც აატირა.
He himself was crying and making the others weep.
78525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამ სურათის დანახვაზე ერთმა მეორეს ჩასჩურჩულა: – ლუკიანოვს გადააყენებენ, სინოდის ობერ–პროკურორად საბლერი დაინიშნება.
The spectacle led one to whisper to another: "Lukianov's going to be moved, Sabler's going to get the Procurator's job".
78526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ყველანი დასხდნენ და ტკბილეულობას და სულის საცხონებელ საუბარს მიჰყვეს ხელი.
Then everyone sat down to enjoy the confectionery and uplifting conversation.
78527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდანმა ცალ გვერდით თავის მოციქული მოისვა, მეორე გვერდით კი დედოფალის სწორი ელენე.
The holy man had his disciple sit down on one side of him, and the regal Elena on the other side.
78528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯერ მუხლებზე დაუდო ხელი, მერმე თეძოებისკენ გაუპარა.
He put his hand on her knee, then let it creep up her thigh.
78529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა იმ ხელს თვალი მოჰკრა. ულვაშებში ჩაიღიმა და გაიფიქრა: „გასჭრა! დაიწყო!“
Kvachi's eye caught his hand: he smiled under his moustache and thought: "He's taken the bait, it's started".
78530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მოციქულმა მასწავლებელს წელზე ხელი მოჰხვია და მიბნედილი თავი მხარზე მიუსვენა.
The disciple put her arm round her teacher's waist and rested her dizzy head on his shoulder.
78531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენე ჯერ მორცხვობდა: თავი ჩაღუნა, თვალები მილულა და გაინაბა.
Elena was embarrassed at first: she bowed her head, half–closed her eyes, and held her breath.
78532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგჯერ თავის შავს ნუშისოდენა თვალებს წმინდანს ლობიოსოდენა ლურჯ თვალებში გაუყრიდა, ელვასავით დაატაკებდა.
Sometimes her almond-shaped eyes cast a glance at the holy man's blue, bean-shaped eyes and flashed at them.
78533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ცუღლუტად მოაშორებდა და ხშირს წამწამებს ნისლის ფარდასავით ჩამოიბურავდა და ისედაც შავს თვალებს სულ დაიღამებდა.
Then she would flirt by looking away and use her eyelashes to cloud and curtain her gaze, and then make her black eyes as dark as night.
78534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, თვითონაც გაჰბედა და თვისი ღვთაებრივი თავი წმინდა მასწავლებელს მკერდზე მიადო, თან თვალები მილულა და ჩასთვლიმა.
Finally, she plucked up courage and put her divine head on the holy teacher's chest; her eyes were closed and she seemed to have dozed off.
78535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი სასოებით შესცქეროდნენ იმ სამებას და უმანკოდ იღიმებოდნენ.
Everyone looked reverentially at this trinity and smiled immaculately.
78536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველამ გულში გაიხსენა და იგი სამება წმინდა სურათს შეადარა – მაცხოვარს, მარიამსა და მართას.
They were all reminded of the Holy Trinity, to which they compared this spectacle: the savior, Mary, and Martha.
78537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ელენე უფრო ჰგავს მარიამ მაგდანელს, ვიდრე ლოხტინას ქვრივი“– გაიფიქრა კვაჭმა და საამურ კომბინაციებს მისცა თავი.
"Elena looks more like Mary Magdalene than does the Lokhtina widow," thought Kvachi and began plotting a love affair.
78538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ წმინდა მოხუცმა კვაჭისკენ დაკლაკნილი შავი თითი გაიშვირა და – შენ ვინა ხარ? – ჰკითხა.
Suddenly the holy man pointed his black twisted finger at Kvachi and asked: "And who are you?"
78539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თავადი კვაჭანტირაძე გახლავართ, წმინდაო მამაო!
"Prince Kvachantiradze, Holy Father.".
78540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ კავკასიელი იქნები... არ მიყვარს... ველური ხალხია... სულ ხანჯალზე უჭირავთ თვალი, „ბასურმანები“ არიან.
"So you'll be a Caucasian, then … I don't like them; savage people … always got their eye on a dagger, they're Muslims".