მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ტკბილად განუმარტა: – მე ქართველი გახლავართ, წმინდაო მამაო, ქართველები კი მართლმადიდებელნი არიან.
Kvachi sweetly explained to him: "I'm a Georgian, Holy Father, and Georgians are Orthodox believers".
78542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ გაიკვირვა. – შენი სახელი?
Rasputin was stunned. "What's your first name?"
78543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნაპოლეონ აპოლონჩიკ.
"Napoleon Apollonchik".
78544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნაპოლეონი? აპოლონი? – კვლავ გაოცდა გრიშკა.
"Napoleon? Apollo?" Rasputin was again astounded.
78545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მისმა მოციქულმა ლოხტინის ქვრივმა განუმარტა მას ორივე სახელი.
His disciple, the widow Lokhtina explained the two names to Rasputin.
78546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ, ორივენი წარმართები, ეშმაკები ყოფილან! ჯვარი აქაურობას!
"So they're both pagans, devils I suppose. The cross protect us from them!"
78547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წამოიძახა გრიშკამ და პირჯვარი გადასწერა ყველას.
Rasputin called out, and he made the sign of the cross over everyone.
78548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიასახლისმა ყურში ჩასჩურჩულა: – ეგ ყმაწვილი და ეს ქალი ელენე დეიდაშვილები არიან.
The hostess whispered in his ear: "That young man and the young woman Elena are cousins".
78549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ გახსოვს, ამ ვაჟის შესახებ რამდენჯერმე გვქონდა ლაპარაკი.
"You may remember we've talked several times about the lad".
78550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა უცებ მოლბა: – ა–ა–ა, აპოლონჩიკ! შენ იბრძოდი კავკასიაში მეფისა და წმინდა რუსეთისათვის?
Rasputin suddenly yielded: "Ah–ah, Apollonchik! You fought in the Caucasus for the Tsar of holy Russia, didn't you?"
78551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ერთხელ კიდევ გადაჰკოცნა დეიდაშვილები.
And once again he kissed the "cousins".
78552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ღვინოზე უარი სთქვა, არა ვსვამო. ფხიზლობა მოუწონეს.
Kvachi refused the offer of wine, saying he didn't drink: his temperance was widely approved.
78553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბაასი რუსეთის ბედსა, ებრაელებსა, რევოლუციასა, მესამე რომსა და მის მსოფლიო ბატონობაზე გადაიტანეს.
The topic of conversation switched to the fate of Russia, the Jews, revolution, the third Rome and its mission to rule the world.
78554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჭაბუკმა დრო მოიმარჯვა და წმინდა მამას თავის ჭკუა, განვითარება და ეკლესიისა და ტახტისადმი ერთგულება ხელისგულივით გადაუშალა.
The young Kvachi used the opportunity to demonstrate in full to the Holy Father his intelligence, his sophistication, and his loyalty to the church and the throne.
78555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სტოლიპინი და შჩეგლოვიტოვი ორი უდიდესი ღერძია წმინდა რუსეთისა...
Stolypin and Shcheglovitov were the strongest pillars of holy Russia …
78556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„კრამოლა“ ჯერ სავსებით არ არის აღმოფხვრილი, მისი ფესვები ჯერ არ არის ამოგლეჯილი...
Mutiny had not yet been completely eliminated, its roots had not yet been fully torn out …
78557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უწმინდურების ვეშაპი ჯერ კიდევ ჰფეთქავს! აღრევის გველი ჯერ კიდევ იკლაკნება!
The monster of filth was still breathing fire… The snake of destruction was still writhing …
78558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ძვირფასი სამშობლო დაგვიუძლურეს...“
"Our precious homeland had been disabled …"
78559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„მთავრობაში კიდევ მოიპოვებიან ურიების საიდუმლო აგენტები...“
"There were still secret agents of Jewry in the government …"
78560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ეკლესიაში კიდევ მრავლად არიან ურწმუნონი, მწვალებელნი და წარმართნი...“
"There were still a lot of unbelievers in the church …"