მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალებით ცეცხლს აფრქვევდა, ზოგჯერ ქალის ხმით წრიპინებდა, ფეხებს აბრახუნებდა და დორბლს ჰყრიდა.
His eyes flashed fire, he was at times shrieking in a woman's voice, stamping his feet and slobbering.
78582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე მელანი და ქაღალდი მოითხოვა, დაჯდა და ნახევარ საათს ოფლში იწურებოდა, ჰხვნეშოდა და ჰკვნესოდა.
Then he demanded ink and paper, sat down and spent half an hour sweating hard, groaning and moaning.
78583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეფეს და დედოფალს ყირიმში დეპეშა მისწერა.
He had written a telegram to the Tsar and Tsaritsa, who were in the Crimea.
78584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს ნაჯღაბნი, რომელიც ბატის ნაფეხურს ჰგავდა, კვაჭს გადასცა და უთხრა: – დეპეშა დღესვე გაჰგზავნე.
He handed Kvachi this scrawl, which looked like a goose's footprint, and told him: "Send this telegram today".
78585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა კი ჰაიდა შინისკენ!
"Off it goes, straight home".
78586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიასახლისი ჩაჰკოცნა და ელენეს მიუბრუნდა.
He kissed his hostess, then turned to Elena.
78587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სამივენი ავტომობილში ჩასხდნენ.
They all three got into a car.
78588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ელენე მუხლებზე დაისვა, რადგან ავტომობილში „ვიწროობა“ იყო.
He put Elena on his knees, since there wasn't much room in the car.
78589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკ, შენ აქ მოიცადე, შენ კი, ლენოჩკა, ჩემს ოთახამდე გამაცილე!
"Apollonchik, you wait here a bit; Lenochka, you see me to my room".
78590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ ორივენი მოდით, უნდა მოვილაპარაკოთ.
"Both of you come tomorrow, I need to speak to you".
78591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სანამ ზევით წმინდანი ელენეს „შინჯავდა“, კვაჭი ქუჩაში იცდიდა.
While the holy man was "trying out" Elena upstairs, Kvachi waited in the street.
78592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი საათი მაინც გავიდა. ბოლოს ელენე გამოვიდა და ორივენი ავტომობილში ჩასხდნენ.
A whole hour passed. Finally, Elena came out and they both got into the car.
78593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი გულნატკენი და გაბუტული იყო. ელენე იღიმებოდა.
Kvachi's feelings were hurt and he was sulking. Elena was smiling.
78594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სიდოური მოხუცია მაი გრიშკა, რომ ერთი თეთრი ბეწვიც არ ურევია თმაში? – ჩაიბუტბუტა კვაჭმა.
"Quite a remarkable old man, that Rasputin: he hasn't got a single gray hair, has he?" murmured Kvachi.
78595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენემ პასუხი არ გასცა. ისე მივიდნენ შინ, რომ არც ერთს ხმა არ ამოუღია.
Elena didn't answer. They went home, neither of them saying a word.
78596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ელენე ოთახში შეაცილა და ჩამოჯდა.
Kvachi accompanied Elena to her room and sat down.
78597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაი მეტისმეტია! – წაიბურტყუნა ბოლოს. ელენე კვლავ იღიმებოდა.
"That's going too far," he finally murmured. Elena smiled again.
78598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგად გაშინჯა?.. რა სთქვა, რა გტკივაო?
"Did he try you out all the way? What did he say? Did he ask what was wrong with you?"
78599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სხვა ექიმებს მაინც სჯობია. – გესლით გაჰკრა ელენემ.
"He's still better than any other doctor," Elena retorted venomously.
78600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეც მჯობია? – შენა?
"Better than me? Than you?"