მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„უნდა ეხლავე განიწმინდოს და გაირეცხოს ჩვენი ტურფა ქვეყანა და წმინდა ეკლესია, თორემ არხეინად ვერ დავიძინებთ“.
"Our fair land and holy church had to be purged and cleansed immediately, otherwise we couldn't sleep peacefully in our beds".
78562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბლომად ილაპარაკა ამ საგანზე. ანთებულ ცეცხლს ნავთი გადაასხა და ისედაც დაშინებულნი უარესად დააფრთხო.
He went on at length on this topic. He had poured oil onto the flames and the company, already alarmed, became even more perturbed.
78563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„მაცხოვრის“ მოციქული ლოხტინის ქვრივიც კვაჭს აჰყვა, აპრიალდა, აქადაგდა.
The widow Lokhtina, the "savior's" disciple, took over Kvachi's preaching, flaring up as she spoke.
78564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ისევ წმინდანს ჩაუვარდა ფეხებში და გაჰკიოდა: – ვიღუპებით! გვიშველეთ!. წმინდაო მამაო გვიშველე!!.
She fell at the holy man's feet again and shrieked: "We are perishing! Help us! Holy Father, help us!"
78565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
საბლერიც აბუტბუტდა. სხვებიც აღელდნენ და აიშალნენ.
Sabler started muttering. The others were excited and leapt to their feet.
78566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ასტყდა კვლავ ხვევნა და ტლაშატლუში.
There was another burst of embraces and noisy kisses.
78567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ საღამოს რამდენიმე მინისტრის, სენატორის, ელჩის, გუბერნატორის, ეპისკოპოსისა და არქიეპისკოპოსის ბედი გადაწყდა.
That evening decided the fate of a number of ministers, senators, ambassadors, provincial governors, bishops, and archbishops.
78568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგნი ქვეით ჩამოგორდნენ, ზოგნი ზევით აცოცდნენ. სტუმრები ნელ–ნელა გაიკრიფნენ.
Some came tumbling down, others climbed up the greasy ladder. One by one the guests departed.
78569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდანმა ელენე მარჯვნივ ოთახში გააპარა. დიასახლისმა ტანიამ კი კვაჭი მარცხენა ოთახში შეაცოცა.
The holy man smuggled Elena into the room on the right, while Kvachi and his hostess Tania slipped into the room on the left.
78570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი საათის შემდეგ ოთხივენი კვლავ შეჰხვდნენ ერთმანეთს. ყველანი უკვე დამშვიდებულნი და კმაყოფილი იყვნენ.
An hour later all four were reunited, calmer and satisfied.
78571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენე ალანძულიყო და აწითლებულიყო. თმა გაწეწილი ჰქონდა, თვალები ზეთში ამოვლებული.
Elena's face was burning red, and her hair was tousled; her eyes had a film of oil.
78572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიასახლისმა და წმინდანმა ცოტაოდენი წაიჩურჩულეს.
The hostess and the holy man had a short whispered conversation.
78573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაუძახა ამის შემდეგ გრიშკამ კვაჭის.
Rasputin then called to Kvachi.
78574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰსურს კვაჭს რასპუტინის მეგობრობა? რა საკითხავია!
"Did Kvachi want to be friends with Rasputin? Of course, he did".
78575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭის ერთი წლის ნატვრა მხოლოდ ეს იყო.
That had been Kvachi's sole desire for a whole year.
78576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთ წელიწადს იკაფავდა გზას ამ მოხუცისკენ და მთელ წელიწადს სანთლით დაეძებდა მას.
He had spent a year blazing a trail to this old man and had been seeking him by torchlight all that year.
78577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ იგი რუსეთის ნამდვილი მეფე–პატრიარქი იყო და ხელთ იმ თვალუწვდენ ქვეყნის სრული ძალაუფლება ეპყრა.
Because he knew very well that he was the real Tsar and Patriarch of Russia and held complete power in that boundless country.
78578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხატი და სახარება მოიტანეს და ერთმანეთს სამუდამო ძმობა და მეგობრობა შეჰფიცეს.
An icon and a gospel were brought for them to swear eternal brotherhood and friendship.
78579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე გრიშკამ მოიგონა: – ურიებს და ლიუცინერებს სახელმწიფო სათათბიროში შეკითხვა შეუტანიათ ჩემზე.
Then Rasputin recalled something: "The Jews and devil–worshippers have raised the question of myself in parliament".
78580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე ვაჩვენებ შეკითხვას! - აიშალა და გაბრაზდა.
"I'll show them what a question is", He got to his feet in his temper.