მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78601.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შენ ჯერ ბავშვი ხარ, კვაჭუნიჯან!
"You're still a child, my little Kvachi".
78602.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი აღელდა: – აჰ, მაი ტყულია!
Kvachi was upset: "Well that's a lie".
78603.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს უამბობდაო, აჰა–ჰა! არ მოგწონს?
"When the husband went to war, the wife told him all about the battle. So you don't like it?"
78604.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საქმეც გინდა გააკეთო და ჩემი თავიც შეინარჩუნო?
"You want to use me for one of your jobs and keep me at the same time?"
78605.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ორი კურდღლის მდევარი ორივეს დაჰკარგავსო...
"Chase after two rabbits and you won’t catch a single one …"
78606.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო? რა სთქვი?.. მაშ, არ სჯავრობ?
"What was that? What did you say? So you're not jealous, are you?"
78607.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰო, ეგრე სჯობიან. ჭკუიანი კაცი ხარ და უნდა გესმოდეს.
"That's better. You're a clever man and you should understand".
78608.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უჩემოდ აფერი დეიწყო.
"Don't start anything without my say–so".
78609.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არა, ნუ გეშინიან, ხელიდან ვეღარ წამივა.
"I won't, you needn't be afraid, he's not going to get away from me".
78610.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთად დავიწყეთ და ერთად ვიმუშაოთ, შენ ჭკუით, მე კი... მე თვალებით და ღიმილით.
"We started this together and we'll work it out together. You'll use your brains, and I'll... use my eyes and smile".
78611.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ ხვალ მოდი და მოვილაპარაკოთ. დაპირებული მარგალიტები არ დაგავიწყდეს...
"So come back tomorrow and we'll talk. Don't forget the pearls you promised me".
78612.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არა, არა, ეხლა არ შეიძლება!.. დღეს არ შემიძლიან მეთქი! მეძინება... ხვალ იყოს...
"No, no, it's out of the question now. I said I can't do it today. I want to sleep … How about tomorrow?"
78613.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო?.. თუნდ ეგრეც იყოს: არც შემიძლიან, არც მინდა... თუნდ ეგეც იყოს: გამაძღარიცა ვარ... კარგი, ნუ სულელობ!
"What? Have it your way: I can't and I won't … Or put it this way, I'm completely sated … Fine, don't be silly".
78614.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წადი. დაიძინე, ხვალამდის ყველაფერი დაგავიწყდება...
"Go away, get some sleep, by tomorrow you'll have forgotten all about it …"
78615.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა სთქვი? შენ გჯობნის თუ არა?
"What did you say? Is he better than you, or not?"
78616.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღეს დილით შენვე არ მითხარი, ჩემისთანას ბევრს აჯობებსო?!
"Didn't you tell me this morning that he's better than a lot of your kind?!"
78617.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჯერ ბავშვი ხარ–მეთქი. წადი, წადი.. ძილი ნებისა!..
"I said you're still a child. Go away, go … Good night, sleep well".
78618.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაშმაგებული კვაჭი გარედ გამოვარდა. ბრაზი ახრჩობდა.
Half berserk, Kvachi rushed out of the house. He was choking with rage.
78619.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთმა ხვადმა მეორეს ძუ წაართვა. მერმე როგორ!
One bull had taken the other bull's cow. And how!
78620.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენემ კვაჭს – ახალგაზრდას, ლამაზ ჭაბუკს, ღონიერსა და ცეცხლიანს – შეგნებულად და გულწრფელად ამჯობინა გრიშკა რასპუტინი!
Elena had deliberately and sincerely preferred Grigory Rasputin to Kvachi, who was young, a handsome lad, strong and fiery.