მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ნეტა ღირსი მაინც იყოს! – სცხარობდა კვაჭი.
"It wouldn't be so bad if he deserved her!" thought Kvachi bitterly.
78622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ბნელი, უბადრუკი, რეგვენი, ყოვლად უმეცარი, ჭუჭყიანი და ხნიერი მუჟიკი!“
"An obtuse, dismal, simple–minded, utterly boorish, dirty, and elderly peasant!"
78623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„როგორ მითხრა ელენემ? გჯობნისო! ბავშვი ხარ იმასთან შედარებითო!“
"What did Elena tell me? That he's better than me? That I'm a child compared with him?"
78624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„რაფერ? რით? რა აქვს მისთანა, რომე... ალბათ... – მერმე გაიფიქრა: – მე თვითონ არ წევიყვანე?“
"How? In what way? What does someone like him have that … I expect," and he thought for a while.
78625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„მე თვითონ არ შევახვედრე? მე თვითონ არ დავარიგე?“
"Didn't I take her myself, didn't I introduce her to him? Didn't I give her instructions?"
78626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„დღეს მომხდარიყო თუ ხვალ, განა სულ ერთი არ არის?“
"If it hadn't happened today, it would have happened tomorrow, does it matter at all?"
78627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„რეიზა ვღელავ, რეიზა ვიმტროვ თავს? თუ ურჩევნია, – ერჩივნოს. ქვეყანაზე ლამაზი ქალების მეტი აფერია...“
"Why should I worry, why should I beat myself up about it? If she prefers him, let her. There are plenty of good–looking women in the world".
78628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ელენე ხელიდან მაინც არ უნდა გოუშვა, თვარა კარგად დაწყებული საქმე ამერევა და დევიღუპები.“
"But I mustn't let go of Elena, or a nicely planned job will go wrong on me and I'll be ruined".
78629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე თავის უსაზღვრო გეგმები მოაგონდა და მრავალს ახალს კომბინაციას გაჰყვა.
Then he turned his mind to his endless plans and pursued a multitude of new ideas.
78630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭის თვალწინ ახალი ქვეყანა და თვალუწვდენი ხელუხლებელი მინდორი გადიშალა, რომელსაც კვაჭი გამოიყენებს, თავისებურად მოჰქარგავს და მოუხვნელს მოიმკის.
A new land and boundless virgin fields spread out before him, all for Kvachi's benefit, to adorn as he saw fit and to reap without having to plough them.
78631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენე წყვდიადში ჩაიმალა და კვაჭიკოს წეღანდელი ბრაზისა და შელახული თავმოყვარეობის ნატამალიც აღარ დარჩა.
Elena vanished into the darkness and there was not the slightest trace left of little Kvachi's recent anger or his damaged pride.
78632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთხანს იბორგა, მერმე კი იმ ღამესაც ისე დაიძინა, როგორც ყოველთვის ეძინა – მშვიდად, უმანკოდ და არხეინად.
For a while he had raged, but that same night he slept as he always did: peacefully, innocently, and serenely.
78633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი წმინდანის მდივნისა და მცველისა.
The Holy Man's Secretary and Bodyguard.
78634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეორე დღეს კვაჭმა ამხანაგები დაიბარა და ყველას ახალი დარიგება და დავალება მისცა.
The next day Kvachi summoned his colleagues to give each one his instructions and tasks.
78635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაბო ჩხუბიშვილს, ბესო შიქიას და ჯალილას წმინდანის მისამართი მისცა და უბრძანა, რომ სწორედ შუადღეს სამივენი იქ მისულიყვნენ და შესავალთან კვაჭისთვის მოეცადნათ.
Kvachi gave the holy man's address to Gabo Chkhubishvili, Beso Shikia, and Jalil, telling all three to be there at noon precisely and wait for him by the entrance.
78636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შემდეგ ბელადმა ნევის პროსპექტს ჩაუარა, ზოგი რამ სასყიდელი იყიდა და იქიდან ელენეს გაუარა, თან მარგალიტის საჩუქარი და ყვავილებიც წაუღო.
Then the leader toured Nevsky Prospekt, made a few purchases, and then went round to Elena's house with a present of pearls and flowers.
78637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენე თითქოს უფრო გალამაზებულიყო, გაფურჩქნულიყო.
Elena seemed to have blossomed that day: she was even more beautiful.
78638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ძვირფასი საჩუქარი მაშინვე ყელზე შეიბა.
Straight away she put the expensive present round her neck.
78639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სიხარულისგან ფეხზე ვეღარ სდგებოდა, ხან სარკის წინ იპრანჭებოდა, ხან კვაჭს კისერზე ეხვეოდა, ჰკოცნიდა, იცინოდა, სცქმუტავდა და ტიტინებდა.
She could barely stay upright for joy: she posed in front of the mirror or clung to Kvachi's neck, laughing, fidgeting, and burbling.
78640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ, გეწყინა წუხელის?
"So, were you annoyed about yesterday?"