მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მოუხეშავმა მოხუცმა საკვირველი მოქნილება და გამოცდილება გამოიჩინა.
That coarse old man revealed astounding guile and sophistication.
78662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ძლიერსა და უძლურს, გამოსადეგსა და გამოუსადეგარს ერთი შეხედვით არჩევდა და ყველას თავის ხვედრს უძღვნიდა.
He could tell at a glance who was strong or weak, who was good for something or for nothing, and treated all according to their deserts.
78663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგს სიხარულით, პატივითა და ხვევნა–კოცნით უხვდებოდა, ზოგის წინაშე ქედს იხრიდა, ელაქუცებოდა და ეღრიჭებოდა.
Some he received with joy, respect and hugs and kisses, some with a reverently bowed neck, flattery, and grimaces.
78664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგისთვის ორს უკმეხ სიტყვას ძლივს იმეტებდა.
Others got barely two harsh words.
78665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლამაზ ქალს უნუგეშოდ არ გაუშვებდა: დაძმურად ჩაიკრავდა და ჩაიხვევდა.
He never let a good–looking woman go without words of comfort: he would give her a close brotherly embrace.
78666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თუ ქალი ავადმყოფობას იჩივლებდა, გრიშკა იმ ქალს გასაშინჯავად და სამკურნალოდ ცალკე ოთახში გაიყვანდა, ან იმ ქალის მისამართს კვაჭს ჩააწერინებდა.
If a woman complained of being ill, he would lead her off to another room to examine and treat her, or else get Kvachi to write down her address.
78667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგჯერ გრიშკა ათიოდე სიტყვის დაწერაზე ნახევარ საათს იწურებოდა.
Sometimes it took Rasputin half an hour to write down a dozen words.
78668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ბოლოს ისეთ გაუგებარს დასჯღაბნიდა, თითქოს იმ ქაღალდზე ფეხმელნიან ქათმებს დაევლოთ და თავიანთი ნაკაკანევი ჩაეწერნათ.
And the result was an illegible scrawl as if chickens had dipped their feet in ink and run across the paper to write down their cackling.
78669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭის დარიგება ბესომ ზედმიწევნით გაიგო და ერთ კვირაში სავსებით შეასრულა.
Beso had thoroughly grasped Kvachi's instructions and carried them out in a week.
78670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ დღეს კვაჭის სახლს „ზღვა ხალხი“ აწყდებოდა. ის „ზღვა ხალხი“ წმინდანის მუშტარი იყო.
From that day on a "human tide" overwhelmed Kvachi's house. This "human tide" consisted of Rasputin's clients.
78671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი ჭკუით მოიქცა: გრიშკას ბოსტანში მინადენი წყალი ერთ კვირაში მოსწყვიტა და თავის არეში გადმოაგდო.
Kvachi used his wits: in one week he cut off the irrigation water from Rasputin's garden and diverted it to his own.
78672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ მუშტარმა გაიგო, რომ წმინდა მამასთან მიმავალი გზა კვაჭის ბინაზე გადიოდა.
The clients understood that the road to the holy man passed through Kvachi's apartments.
78673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამიტომ ბარათის ასაღებად ჯერ კვაჭთან მიდიოდნენ, სალოცავისა და შესანდობარის დიდს ნაწილს იმას სწირავდნენ.
First they came to Kvachi for a certificate and paid him a large amount for prayers and shriving.
78674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და მისი უწმინდესობისგან ლოცვა–კურთხევის მისაღებად ბესოს ბარათით მიდიოდნენ რასპუტინის ბინაზე.
And then they went to Rasputin's house with Beso's certificate to receive prayers and blessings.
78675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდანის დასაცავად კვაჭის მეგობრები რიგრიგობით დადიოდნენ და მთავრობის აგენტებს ქიშპობას უწევდნენ.
The friends took turns guarding the holy man: they rivaled the government's secret agents.
78676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უნდობი და შიშნაჭამი წმინდა მოხუცი იმ დღიდან არხეინად იძინებდა.
The suspicious and timorous old man could now for the first time sleep peacefully.
78677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და მადლობის საბაბს ეძებდა, რაც მიხვედრილმა კვაჭმა ორ კვირაში მიართვა.
He wondered how he could thank Kvachi, who, astute as ever, in less than two weeks had concrete proof of that gratitude.
78678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა კვაჭმა ახალი დიდი საქმეები „გააიმასქნა“.
Cracking New Big Jobs.
78679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭისა და რასპუტინის დამეგობრება რამდენიმე დღეში მთელს ქალაქს მოედო.
In no time Kvachi's and Rasputin's new friendship became the talk of the town.
78680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს ამბავი ყველაზე ადრე ხელისუფლებამ და საქმის კაცებმა გაიგეს.
Government ministers and businessmen were the first to hear of it.