მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78681.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭის ბინას ეზოდან „ზღვა ხალხი“ აწყდებოდა, ხოლო რჩეულნი და პატიოსანნი მარმარილოს კიბეზე ადიოდნენ და თავიანთ რიგს მოოქროვილ სკამებზე უცდიდნენ.
A "human tide" flooded Kvachi's apartment, and the elite, the great, and the good, ascended the marble staircase to wait their turn on gilded chairs.
78682.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბანკირმა განუსმა კვაჭის ბინას სხვებზე ადრე მიაგნო.
The banker Ganus was the first to head for Kvachi's apartment.
78683.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯერ ბესოსთან იჩურჩულა და მერმე კვაჭთან შევიდა, შევიდა და მოკლედ მოუჭრა.
First he had a whispered conversation with Beso, then he went in to see Kvachi and came straight to the point.
78684.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე საქმის კაცი გახლავართ და დროს მეტად ძვირად ვაფასებ.
"I'm a businessman and I value my time very highly".
78685.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვიცი, რომ არც თქვენ ბრძანდებით უსაქმო, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ.
"I know you're pretty busy, too, so I'll get down to business straight away".
78686.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ათიოდე დიდი საქმე მაქვს.
"I've got a dozen deals in the making".
78687.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიანთ დახმარება გამიწიოთ და ეს საქმეები დაამთავროთ, რისთვისაც...
"I know you can offer me assistance and bring off these deals for me, and for that …"
78688.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თავისთავად ცხადია... შრომა უეჭველად უნდა დაფასდეს.
"Obviously … your work certainly has to have a price".
78689.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მიჰყვნენ და ორ საათს მსხვილი და თავსატეხი საქმეები ზომეს და წონეს.
They got to work and in two hours had weighed and measured these big and complex deals.
78690.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელი ხელს მისცეს, ერთმანეთს გაუღიმეს, ქათინაურები უთხრეს და გამარჯვება უსურვეს.
Then they signed an agreement. They shook hands, exchanged smiles and compliments, and wished each other success.
78691.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბესომ მეორე საქმის კაცი შემოიყვანა – თავის მიერ ნაპოვნი ვინმე გინცი, მოხუცებული ებრაელი.
Beso brought in a second businessman: a certain Gintz, an elderly Jew whom he himself had found.
78692.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამის შემდეგ კვაჭმა დრო იხელთა და გრიშკას თურქესტანის არხებზე ჩამოუგდო სიტყვა.
After that Kvachi took the opportunity to have a word with Rasputin about irrigation canals in Central Asia.
78693.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე რამდენი მერგება? – მიახალა კვაჭს გრიშკამ.
"How much are they worth to me?" Rasputin retorted to Kvachi.
78694.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა ტელეფონს ეცა.
Rasputin picked up the phone.
78695.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯერ ერთი მინისტრი გამოიწვია, მერმე მეორეს დაუძახა.
He summoned a government minister, then called another one.
78696.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაჯდა და ნახევარ საათს ჰხვნეშოდა და იწურებოდა.
He sat down and groaned and sweated for half an hour.
78697.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დეპეშა პირველი. დეპეშა მეორე.
The first telegram. The second telegram.
78698.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ორივე დეპეშა კვაჭს ჩააბარა გასაგზავნად.
He entrusted the despatch of both telegrams to Kvachi.
78699.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ კვაჭს თითი დაუქნია და გააფრთხილა.
Rasputin waved a finger at Kvachi to warn him.
78700.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ერთხელ კიდევ შეჰფიცა ერთგულება, ვოსტორგოვი და ალექსი შეაქო, ადიდა.
Once more Kvachi swore an oath of loyalty, praised and glorified Vostorgov and the bishop Aleksi.