მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დავასახლოთ იქაურობა, ავაყვავოთ, გავარუსოთ და გავანათლოთ.
"We'll populate the region, make it blossom, we'll russify it and enlighten it".
78722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ორ–სამ წელიწადში ჩვენს სავაჭრო ბალანსს შევასწორებთ.
"In two or three years we'll correct our trade balance".
78723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა იქნება ათი ან ოცი წლის შემდეგ – ამას ვინ მოსთვლის!
"As for ten or twenty years' time: who can calculate?"
78724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა კი ეს ქვეყანა უნდა მოირწყას. ამისთვის საჭიროა ოთხასი მილიონი.
"But we've got to irrigate the land first: for that we need four hundred million".
78725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხაზინას იმდენი ფული არა აქვს. ჩვენ კი გვაქვს და თუნდა ხვალვე შევუდგებით მუშაობას...
"The treasury doesn't have that much money, but we do and we could start work tomorrow".
78726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ...
"Let's talk it through and come to an agreement …"
78727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დიაღ, ყველაფერი მზად გახლავთ, მოხსენებაც, გეგმებიც და ხელშეკრულების პროექტიც.
"Yes indeed, we've got it all ready, a memorandum, plans, and draft contracts, too".
78728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიდხანს ილაპარაკა კვაჭმა და თავის მადლიანის ენით და გრიშკას ნაბღაჯნით თითქო დააჯერა ის ჭკუიანი, დინჯი და თავდაჭერილი მინისტრი.
Kvachi spoke at length and his gift of the gab, together with Rasputin's scrawls, almost convinced this clever, grave, and reserved minister.
78729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, მინისტრმა უთხრა: – მომწონს, ძალიან მომწონს.
Finally the minister told him: "I like it, I like it a lot".
78730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღესვე შევისწავლი მასალას და ზეგ დავნიშნავ სხდომას.
"I'll study the material today and I'll arrange a session for the day after tomorrow".
78731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამ საქმეში მიწადმოქმედებს და სამხედრო მინისტრებს დიდი გავლენა ექნებათ.
"The ministers of agriculture and of war will have a lot of influence in this business".
78732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ წინააღმდეგობა არ გამიწიეს... – არხეინად ბრძანდებოდეთ, არ გაგიწევენ!
"If they don't oppose it … You can be quite sure they won't oppose it!"
78733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გააწყვეტინა კვაჭმა, რომელსაც უკვე ხელთ ჰყავდა იქაურობა.
Kvachi interrupted: he had already prepared the ground.
78734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ მეფის ნებაც იქნება.. – ფრთხილად მიუგდო მინისტრმა.
"If the Tsar is willing …" the minister responded cautiously.
78735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იქნება, უეჭველად იქნება! – დაუბეჭდა კვაჭმა.
"He will be, there's no doubt about it," said Kvachi with conviction.
78736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ, საქმე თითქმის გათავებულია. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
"In that case, the project is virtually settled. Good day to you".
78737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მომიკითხეთ ჩვენი წმინდა მამა, ხელზე ემთხვიეთ ჩემს მაგიერ და გადაეცით, რომ მისი სურვილი კანონია.
"Give my regards to the Holy Father, kiss his hand for me, and tell him that his wish is my command".
78738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღესვე ვნახავ და ყველაფერს გადავცემ მართლა, – გაკვრით შეატყობინა კვაჭმა.
"I'll be seeing him today and I'll pass all that on to him. Actually," Kvachi casually informed him.
78739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გუშინ ერთ ოჯახში გახლდით მე და ჩვენი სულიერი მამა. ვიტეც იქ იყო.
"The Holy Father and I visited a certain family yesterday. Witte was there too".
78740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩვენს წმინდანს ძალიან გაუარშიყდა, მაგრამ...
"He did all he could to charm the Holy Father, but …"