მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78701.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და სუხომლინოვის და კრივოშეინის სანახავად წავიდა.
And he went to see Sukhomlinov and Krivoshein.
78702.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ელენე გრიშკამ არ გაუშვა. კიდევ უნდა ვუწამლოო.
Rasputin detained Elena, telling her she needed more treatment.
78703.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეორე დილით კვაჭი ჯერ ბანკირ განუსს ეწვია.
The next morning Kvachi went to see the banker Ganus.
78704.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მზად გახლავთ. აი წერილიც. ეხლავ მოვრიგდეთ.
"It's all ready for you: here's the letter, and now let's agree terms".
78705.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მორიგდნენ, დასწერეს და შეთანხმებას ხელი მოაწერეს. კვაჭმა ტელეფონს დაავლო ხელი.
They agreed terms, wrote and signed the agreement, and Kvachi reached for the telephone.
78706.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ალო! ვინ ლაპარაკობს?.. მათი აღმატებულება?
"Hallo. Who is that? Your excellency?"
78707.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თავადი კვაჭანტირაძე გელაპარაკებათ... რა ბრძანეთ?.. არ მიცნობთ?..
"It's Prince Kvachantiradze speaking … What did you say? You don't know me?"
78708.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– როგორ არ მიცნობთ, გუშინ ჩვენი წმინდა მამა ტელეფონით გელაპარაკათ ჩემზე.
"You must know me, our Holy Father spoke to you yesterday on the phone about me".
78709.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოგაგონდათ? წერილიც მაქვს თქვენთან ჩვენი წმინდა მამისაგან...
"You remember now? I have a letter for you from our Holy Father …"
78710.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დიაღ, დიაღ... კეთილი, ეხლავე გეახლებით.
"Yes, indeed. Very good, I'll be with you shortly".
78711.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნახევარი საათის შემდეგ კვაჭი ფინანსთა მინისტრის კაბინეტში რუსეთის რუქასთან იდგა.
Half an hour later Kvachi was standing in the finance minister's study in front of a map of Russia.
78712.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და გატაცებით ლაპარაკობდა: – წინანდელი იმპერია თემურ ლენგისა, დღევანდელი თურქესტანი.
He spoke enthusiastically: "This used to be the empire of Timur Lang; today it's Turkestan".
78713.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ოდესღაც ჰყვაოდა და ას მილიონ ხალხს ჰკვებავდა.
"Once upon a time it was flourishing and feeding a hundred million people".
78714.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა კი იგი უდაბნოა და ხუთი მილიონიც ვეღარ გამოუკვებნია.
"But now it's a desert and unable to feed five million".
78715.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აბა, გადაჰხედეთ ამ განუზომელს, თვალუწვდენელ უდაბნოს.
"Now take a look at this boundless stretch of desert".
78716.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხუთი საფრანგეთი გამოიჭრება.
"There's room for five Frances".
78717.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იგი უნდა მოვრწყათ, გადავხნათ, ავაყვავოთ და ჩვენი ხალხი დავასახლოთ.
"It has to be irrigated, ploughed, and we'll make it flourish, and we'll settle our people there".
78718.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა არ მოდის აქ: თამბაქო, ბამბა, ბრინჯი, მშვენიერი ხილი, საუცხოვო ღვინო, კანაფი, ქანდირი, ქიშმიში და აბრეშუმი.
"Everything will grow there: tobacco, cotton, rice, wonderful fruit, export–quality wine, hemp, peas, raisins, and silk".
78719.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა ზოგი ნედლი მასალა ამერიკიდან და სპარსეთიდან მოგვაქვს, მერმე კი ჩვენ თვითონვე გავიტანთ უცხოეთში.
"First, we import raw materials from America and Persia, then we'll be exporting ourselves".
78720.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თურქესტანი ორას მილიონსაც ადვილად დაიტევს.
"Turkestan can easily take two million people".