მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78761.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბერმონაზონმა ილიოდორმა უამბო: – ვოსტორგოვი დიდი ჰარამზადა, დიდი „პატრიოტი“ სალახანა ბერია.
The monk Iliodor told him: "Vostorgov is a great scoundrel, that 'great patriot' is a debauched monk".
78762.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძალიან უყვარს ფული, ჭორი და სისხლი.
"He's very fond of money, gossip, and blood".
78763.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეს ყველამ იცის, მაგრამ თითქმის დღითი–დღე მაინც წარმატებას და საჩუქრებს აძლევენ.
"Everyone knows that, but they still give him promotion and presents every day".
78764.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამას წინად ვოსტორგოვმა უფლისწულს ალექსის ხატი აჩუქა და მოახსენა, ვითომ ის ხატი ყოფილიყოს ვოსტორგოვის საგვარეულოსი, მეტად ძვირფასი და ძველი.
"Some time ago Vostorgov gave Aleksei, the heir to the throne, an icon and told him the icon used to belong to Vostorgov’s family and was very precious and old".
78765.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერე ექიმმა დუბროვინმა დაამტკიცა, რომ ის ხატი ვოსტორგოვმა წინა დღით იყიდა აპრაქსინის ბაზარზე.
"Then Doctor Dubrovin proved that Vostorgov had bought the icon a day earlier on the Apraksin market".
78766.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ასტყდა ალიაქოთი. ვოსტორგოვმა დუბროვინის თავი ოც ათას მანეთად დააფასა და კინაღამ მოაკვლევინა.
There was a terrific scandal, Vostorgov put a price of twenty thousand roubles on Dubrovin's head, and nearly had him killed.
78767.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მას აქეთ ვოსტორგოვი უკან დასწიეს.
After that Vostorgov took a back seat.
78768.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩვენი წმინდა მამა გრიგოლი რომ არ გამოსარჩლებოდა, უეჭველად გაჰკრეჭდნენ...
"If our Holy Father Grigory hadn't interceded, he certainly would have been unfrocked …"
78769.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ტობოლის ეპისკოპოსი რა კაცია?
"What sort of man is the bishop of Tobolsk?"
78770.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვოსტორგოვს არ ჩამოუვარდება.
"He's no better than Vostorgov".
78771.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უარესიც იქნება.
"In fact, he's worse".
78772.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მექრთამეა, ქურდია, პსკოვის ეპარქია გასძარცვა. ქურდობა დაუმტკიცდა.
"A bribetaker, thief; he plundered the bishopric of Pskov. He's been proven to be a thief".
78773.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უნდა გაეკრიჭათ, მაგრამ იმასაც ჩვენმა წმინდანმა უშველა.
"He should have been unfrocked, but our holy man helped him".
78774.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა ტობოლში ზის. ძაღლი ძაღლურად უნდა დალპეს.
"Now he's in Tobolsk, where the dog should rot like a dog".
78775.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რად მეკითხებით? ხომ არაფერი გაგიგიათ?
"Why do you ask: haven't you heard?"
78776.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არა, გუშინ მიამბეს მათი ამბავი.
"No, yesterday I was told about them".
78777.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მინდა გავიგო, მართალი მითხრეს თუ ცილი დასწამეს?
"I'd like to know whether what I heard was true, or whether it was slander".
78778.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მართალი უთქვამსთ, ბევრიც დაუმალავთ.
"What they said was true, but there's a lot they're not saying".
78779.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეს მიტია ვიღა არის? – ჰკითხა კვაჭიმ იმ გონჯზე.
"Who is this Mitia?" Kvachi asked about the cripple.
78780.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მიტია ნამდვილი ღვთის კაცია, წმინდანია, წინასწარმეტყველია.
"Mitia is a real man of God, he's holy. He's a prophet".