მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78781.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სანამ ციმბირელი წმინდანი გაჩნდებოდა სასახლეში, მეფე–დედოფალს მიტია ჰყავდათ მრჩევლად და ღვთის განგების გადმომცემად.
"Before the Siberian holy man appeared at the palace, the Tsar and Tsaritsa had him as their adviser and as an intermediary with God's providence".
78782.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერე რასპუტინმა გამოაგდო, მაგრამ... ვნახოთ...
"Then Rasputin took his place, but … we'll see …"
78783.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭიმ ყური სცქვიტა, მაგრამ აღარ დააცალეს.
Kvachi pricked up his ears, but no more was vouchsafed.
78784.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნაპოლეონ აპოლონიჩ! ერთი სათხოვარი მაქვს: ნუღარსად შემახვედრებ თქვენს დედიდას, თორემ...
"Napoleon! I've got a request: see that I never come across your cousin again, otherwise …"
78785.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეტის მეტად ლამაზია, მეტის–მეტად!
"She's too pretty, far too pretty".
78786.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არ მინდა სიბერეში სული წავიწყმიდო, გაეხუმრა კვაჭის ერთი ბებერი არქიეპისკოპოსი.
"I don't want to damn my soul in my old age," an elderly archbishop joked with Kvachi.
78787.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაიცინეს და ლამაზი დედაკაცები გაიხსენეს.
They laughed and talked of beautiful women.
78788.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალს წყალი დაალევინეს, ენა მოიფხანეს, თან მინელებული, მიმქრალი და ნავლწაყრილი ნაპერწკალი გაიქექეს.
Their eyes watered, their tongues wagged as they raked over the ashes of an extinguished fire.
78789.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მიტია მაგიდას გარშემო უვლიდა, იგრიხებოდა, სწკმუტუნებდა, ჰკნაოდა და ბუტბუტებდა.
Mitia walked around the table, twitching and whimpering, bellowing and mumbling.
78790.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ საღამოს კვაჭიმ გაიგო, რომ განზრახული იყო წმინდა გრიგოლის ტაძრის აშენება და რომ საამისოდ უკვე ოთხ მილიონამდის შეეგროვებინათ.
That evening Kvachi realized that there was a plan to build a church for St Grigory and that four million roubles had already been accumulated for the purpose.
78791.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭიმ მაშინვე გაიფიქრა: – მოგება რომ მხოლოდ ათი პროცენტი ვიანგარიშოთ, გამოვა ოთხასი ათასი.
Kvachi immediately thought: "If we calculate the profit is only ten percent, that makes four hundred thousand".
78792.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და უმალ ჰკითხა თეოფანეს: – ვინ აშენებს?
He immediately asked Feofan: "Who's building it?"
78793.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მსურველი ათასია. ვისაც დედოფალი აირჩევს, ის ააშენებს.
"There are thousands who'd like to. Whoever the Tsaritsa chooses will build it".
78794.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს ამბავი კვაჭიმ ხელზე დაიხვია, დაიხსომა და გულში მტკიცედ გადასწყვიტა: „მაშ მე ავაშენებ“.
Kvachi made a mental note of this information, committed it to memory, and privately resolved: "Then I'll be the one that builds it".
78795.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, სიტყვა რუსეთის წმინდანზე რასპუტინზე ჩამოვარდა.
In the end, the talk turned to Russia's saints and Rasputin in particular.
78796.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთმანეთს ჰკითხეს: ვინ არის ის წმინდანი? მართლა წმინდანია თუ ეშმაკი?
They asked each other who this holy man was. Was he really a saint, or was he a devil?
78797.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცოდველი მოხუცია თუ ჯოჯოხეთიდან გადმოგდებული მაშხალა? წინასწარმეტყველია თუ ანტიქრისტე?
An old man without sin, or a hellish monster? A prophet or the Antichrist?
78798.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვისი მოციქულია, ვისი წინამორბედია–წმინდა მაცხოვრისა თუ დაწყევლილ სატანისა?
Whose disciple or whose precursor was he–the holy Savior's, or accursed Satan's?
78799.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი ერთმანეთს ალმაცერად შესცქეროდნენ, ერთმანეთს ერიდებოდნენ და ჰშიშობდნენ.
They all looked at each other askance, nervous, even afraid of one another.
78800.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მამა გრიგოლი წმინდანია! – ცალი ყბით და გაუბედავად განაცხადა ერთმა არქიმანდრიტმა.
"Father Grigory is a holy man!" announced an archimandrite tentatively and through clenched jaws.