მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78841.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეც ვიყავი იმის სამშობლოში. ღმერთო, რა ვნახე და რა გავიგონე!
"I've been to his birthplace. God, the things I saw and heard!"
78842.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იმ სატანამ გრიშკამ თვისი წამლობა და სასწაულთ–მოქმედება ქვეიდან დაიწყო – მონაზონებიდან და სალოცავად მოხეტიალე დედაკაცებიდან.
"That Satan Rasputin started his healing and his miracle–working at the bottom: with nuns and wandering pilgrim women".
78843.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერე თანდათან ზევით აიწია.
"Since then he's been working his way upwards".
78844.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საცა შევიდა, ის ოჯახი ან სალოცავი წაბილწა და წარყვნა.
"Wherever he's been, he's polluted and debauched the family or the clergy".
78845.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვისაც თვალი დაადგა და გაეხახუნა ტალახში და წუმპეში ამოსვარა.
"Anyone he sets eye on or rubs up against he plunges in mud and slime".
78846.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰო! ჰო! ჰო! – აკაკანდა მახინჯი.
"Yes, yes, yes," the crippled Mitia chimed in.
78847.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერე პეტერბურგში ამოცოცდა.
"Then he wormed his way into Petersburg".
78848.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მამა თეოფანეს დაუახლოვდა, სულში ჩაუძვრა, შეაცდინა, მეფე–დედოფალთან გზა–გააკვლევინა და კარები გააღებინა.
"He stayed close to father Feofan, took control of him, led him astray, found his way to the Tsar and Tsaritsa, and got all doors opened to him".
78849.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ცოდვილი ხარ, ცოდვილი! – აწრიპინდა გონჯი და თავჩაღუნულ თეოფანეს კრიჭაში ჩაუდგა
"You're a sinner, a sinner!" squawked the hideous Mitia, challenging Feofan, who was hanging his head.
78850.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„მოინანე, მოინანე!“
"Repent! Repent!"
78851.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ცოდვილი ვარ... ვნანობ, ძალიან ვნანობ.
"I'm a sinner … I'm penitent, very penitent".
78852.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უფალო, შემიწყალე და მომიტევე მე შეცოდებანი ჩემნი! – ჩაიბუტბუტა თეოფანემ პირჯვრის წერვით.
"Lord have mercy and forgive my sins," Feofan mumbled as he crossed himself.
78853.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იოანე კრონშტადელმაც დაიახლოვა, იმანაც ამ პირუტყვის მურდალ სულში ღვთის მოციქული აღმოაჩინა.
"Ioann of Kronstadt also befriended Rasputin and claimed to find in that filthy soul a disciple of God".
78854.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს საჭესკენ გზა დაულოცა.
"And blessed his journey towards the helm of our church and state".
78855.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ასე შევიდა ეს მხეცი ჩვენი ბედის მესაჭეთა წრეში, რომელიც იმის მოსვლამდესაც სავსე იყო მასონებით და სპირიტებით.
"So this beast has got into the company of the helmsmen of our fate, a company that even before he came was full of freemasons and spiritualists".
78856.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იგი ეხლაც განაგებს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას.
"Now he is deciding the fate of our orthodox church".
78857.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნამდვილად კი ეს ხალხი მამა–ღმერთის მაგიერ ეშმაკს ემსახურება.
"In fact these people serve the devil, not God the Father".
78858.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღვთისმსახურების ნაცვლად სპირიტიზმით ირთობს თავს.
"Instead of servants of God we have spiritualists".
78859.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და ნაცვლად ეკლესიისა ოკულტიზმის და თეურგიის ჯადოში ეძებს იმედს და ცხონებას.
"And they seek hope and blessing not from a church, but from occultism and theurgical spell–casting".
78860.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აი, ასეთ დროს გაჩნდა სასახლეში ეშმაკის მოციქული.
"So this is the time when the devil's disciple turned up in the royal palace".