მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78801.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დაიწყო სალოსმა მიტიამ ჩხავილი, თან აღელდა, აყვირდა და გაკაპასდა.
"The crazed Mitia began howling, getting excited, ever more clamorous and angry".
78802.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თეოფანემ ძლივს დაამშვიდა. სხვებმა შუბლი შეიჭმუხნეს. დიდხანს სდუმდნენ.
Feofan had trouble calming him. The others furrowed their brows and stayed silent for a long time.
78803.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბერმონაზონი ილიოდორი ჰშფოთავდა.
The monk Iliodor was very upset.
78804.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჰერმოგენი მას თვალს უშვრებოდა, მაგრამ ილიოდორმა ვეღარ გასძლო.
Hermogenes winked at him, but Iliodor could not take any more.
78805.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ცოტა შორიდან მოგახსენებთ!–დაიწყო მან აღელვებულის კილოთი.
"I speak to you from afar," he began in a highly emotional tone.
78806.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ცოდვილი ვარ, აღსარება უნდა გითხრათ. მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან.
"I'm a sinner, I must confess to you. My patience is exhausted".
78807.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ხანმოკლე დუმილის შემდეგ მოჰყვა: – ჩვენი წმინდანი ციმბირელია. ეს თქვენც გეცოდინებათ.
Then after a short pause he continued: "Our holy man is a Siberian, as you well know".
78808.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მისი მამა ეფიმე უბრალო მუჟიკი იყო, ლოთი, ქურდი და ცხენების დალალი.
"His father Efim was a simple peasant, a drunk, a thief, and a horse trader".
78809.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შვილიც მამის გზას გაჰყვა. მისი ნამდვილი გვარი გახლავთ ნოვი.
"The son followed in his father's footsteps. His real surname is Novykh".
78810.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მისმა მეზობლებმა „რასპუტნიკი“ დაარქვეს, რაც ჰნიშნავს გარყვნილს, გაფუჭებულს, მრუშს, აქედან წამოვიდა მისი ეხლანდელი გვარი რასპუტინი.
"The neighbors called him Rasputin, because that means "dissolute, debauched, lecherous": that's the origin of his present surname Rasputin".
78811.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეზობლებმა ბევრჯერ ჰბეგვეს და სტყიპეს მომავალი წმინდანი მათის ცოლებისა და ქალების დევნისთვის.
"The neighbors often thrashed and beat this future holy man because he chased their wives and daughters".
78812.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რამდენჯერმე „ისპრავნიკის“ ბრძანებით იგი მოედანზე გაშოლტეს.
"He was flogged several times on the public square on the order of the local magistrate".
78813.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ბოლოს, მას მფარველი ანგელოზი შეჰხვდა – ბარნაულის ეხლანდელი ეპისკოპოსი მელეთი.
"Then he found himself a guardian angel, Meleti, who is now bishop of Barnaul".
78814.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთხელ ჩვენმა წმინდანმა ის ეპისკოპოსი ერთ სოფლიდან მეორეში წაიყვანა.
"Our holy man once took this bishop from one village to another".
78815.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გზაში მელეთიმ აღმოაჩინა, ვითომ გრიშკას დიდი ნიჭი, შნო და უნარი ჰქონოდა ბერობისა და სასულიერო მოღვაწეობისა.
"On the way, Meleti discovered that Rasputin had the great abilities, intuition, and talent needed for a monk and a spiritual career".
78816.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გრიშკამაც დაიჯერა.
"And Rasputin believed him".
78817.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთხელ კალოზე მუშაობდა. უცებ მუშაობას თავი დაანება და სთქვა: „გათავდა“!
"He was working on the threshing floor once, when he suddenly stopped work and said: "That's it".
78818.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღმერთი მომიწოდებს. თავი უნდა შევსწირო იმის მადლსა და სახელს. მშვიდობით!
"God is calling me. I have to sacrifice myself to his mercy and name. Goodbye".
78819.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ყველას და ყველაფერს თავი დაანება, ცოლ–შვილიც უპატრონოდ დასტოვა და წამოვიდა.
"He abandoned everybody and everything: his wife and child were left without support, and he just left".
78820.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მას აქეთ დადის და დაეხეტება მთელს რუსეთში.
"Since then he's been walking and roaming the length and breadth of Russia".