მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78881.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამიტომ გადაწყვიტა: – ჰა, მაი ყოლიფერი ტყვილი ლაპარაკია.
So he decided: "Oh well, it's all a load of lies and idle talk".
78882.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უბრალო ბრძოლაა ლუკმა პურისთვის და კეთილი ცხოვრებისთვის.
"It's a simple battle for a crust of bread and for the good life".
78883.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ მიტია კოლიაბას აჯობა. ვირუბოვის ქალმა ლონტინის ქვრივი დასჩრდილა.
Rasputin is preferable to Mitia Koliaba. The Vyrubova woman puts the Lokhtina woman in the shade.
78884.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვოსტორგოვმა ვინცხას უჯიკავა, ალექსიმ თეოფანეს ეგზარხოსის სავარძელი წაართვა.
Vostorgov has knocked others out of the way; Aleksi has taken the Exarch's chair from Feofan.
78885.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაკარიმ ვინცხას მიტროპოლიტის მიტრა გამოსტაცა, ილიოდორესაც კვანტი უყვეს, მორჩა და გათავდა!
Makari has stolen a metropolitan bishops' mitre from someone or other; Iliodor's been played a dirty trick, that's all there is to it.
78886.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი წმინდანის დაშინებისა და სხვათა დაბეზღებისა.
Intimidating the Holy Man, and Spying on Others.
78887.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რასპუტინს ხანგამოშვებით ვინმე მგზავრს აჩვენებდა და ეტყოდა.
Every now and again he pointed out some passerby to Rasputin and told him.
78888.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეს კაცი თქვენ თვალყურს გადევნებს და უფრთხილდით.
"That man is keeping an eye on you, so watch out for him".
78889.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდა მამაც დაფეთდებოდა, კვაჭს უარესად მოეჭიდებოდა და ზედ მიეკვრებოდა, ხოლო კვაჭი ამშვიდებდა და გულს უმაგრებდა.
The holy man would panic, stick even closer and cling even tighter to Kvachi, while Kvachi would reassure him and give him courage.
78890.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნუ შესწუხდებით, მამაო წმინდავ, ჩემს დაგეშილ მეძებრებს არაფერი არ გამოეპარებათ.
"Don't you worry, Holy Father, the detectives I've set on the job won't miss anything".
78891.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მხოლოდ უმორჩილესად და მოწიწებით გთხოვთ, რომ თქვენი ნებით არსად წაბრძანდეთ და არც არავის გაჰყვეთ.
"Only I ask you very humbly and reverently not to go off anywhere of your own accord or to let anyone take you anywhere".
78892.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდანი კვაჭის ნებას მისდევდა და იმის დაუკითხავად არც ვინმეს მიიღებდა, არც სადმე წაჰყვებოდა.
The holy man did as Kvachi ordered and would neither receive anyone nor go with anyone without Kvachi's say–so.
78893.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თუ გრიგოლი მამაცობას ან ურჩობას გამოიჩენდა, ჭიპუნტირაძე იმის ბინას ისე აუვლ–ჩაუვლიდა და დაათვალიერებდა, თითქოს წმინდანს უთვალთვალებსო.
If Rasputin showed any boldness or obstinacy, then Chipuntiradze would walk up and down past his apartment and watch it, as if he were spying on the holy man.
78894.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო კვაჭი წმინდა მამას სარკმელთან მიიყვანდა, ჭიპუნტირაძეს დაანახვებდა.
Kvachi would lead Rasputin to the window, show him Chipuntiradze.
78895.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ეტყოდა: – აი, ეს კაცი თქვენ გადევნებს თვალყურს, მაგრამ ნუ შეშინდებით, წმინდაო მამავ!
And he would tell him: "Look, that's the man who's spying on you, but don't be afraid, Holy Father".
78896.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საქმე ისე მაქვს მოწყობილი, რომ ამ ბინაში ბუზიც ვერ შემოფრინდება.
"I've arranged things so that not even a fly can get into this apartment".
78897.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ოღონდ დღეს ნურსად წაბრძანდებით, თორემ...
"Just don't go anywhere today, or else …"
78898.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ის წმინდანიც ბავშვივით ემორჩილებოდა კვაჭს და იმის კარნახით სცხოვრობდა.
The holy man would obey Kvachi like a child and live according to his dictates.
78899.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთხელ კვაჭმა რასპუტინს ყოველდღიურ ულუფასავით ჩააწვეთა ყურში.
Once Kvachi whispered into Rasputin's ear, as part of his daily dose.
78900.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძვირფასო მასწავლებელო! ერთგულების ფიცი მაქვს დადებული, ამიტომ უნდა გაგაფრთხილო:
"My dear teacher, I've given my oath of loyalty, so I have to warn you".