მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ის წერილი წაიკითხა.
That was an article that Kvachi did read.
78942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პირსახე აუთამაშდა და გული აუფანცქალდა, თუმცა უკანასკნელ დროს თავის სახელის ქებას და გაბერვას უნდა შესჩვეოდა.
It made his face twitch and his heart pound, although he must by now have got used to being lauded and puffed.
78943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რადგან მოხერხებული კნულმანის თაოსნობით ასეთი განდიდება ყოველდღე იბეჭდებოდა.
Because his praise was sung in print every day, thanks to the ingenuity of Knulman.
78944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ წერილში უხვად იყო გაბნეული გულის მალამო და მოსაფხანი სიტყვები: „ამომავალი მზე“... „გენიოსი, ფინანსისტი“.
"This article was generously spiced with unctuous and encouraging words: "rising sun", "genius, financial wizard".
78945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„დაუშრეტელი ენერგია“ და, გულუხვი, განათლებული მეცენატი, მფარველი და მეგობარი ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერებისა.
"Inexhaustible energy" and magnanimous, educated Maecenas, a patron and friend of the arts, of literature and science.
78946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გაზეთს რაცხა განცხადება და ათასი მანეთი გოუგზავნე.
"Send the paper some sort of declaration and a thousand roubles".
78947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ავტორს... რას იწერება?.. ჰმ, განათლებისა პარიზში უნდა წავიდეო, გზის ფული მინდაო?
"And tell the author … What does he write?–that he wants to go to Paris to further his education and would like to have his travel costs paid?"
78948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იაფად დოუფასებია კალამი. სამასი.
"He's pricing his services too cheap. Three hundred".
78949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კიდო რა გაქვს, ბესო?
"What else is there, Beso?"
78950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ტფილისიდან იწერებიან, ამხანაგობა უნდა დავაარსოთ ქართული გაზეთის და წიგნების გამოსაცემადო, ამიტომ...
"There's a letter from Tbilisi saying they want to start up a cooperative to publish a Georgian newspaper and books, so …"
78951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აჰ! აჰ! – გააწყვეტინა კვაჭმა და რამდენჯერმე ჩაიქნია ხელი.
"Aha!" Kvachi interrupted, waving his hand several times.
78952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გადააგდე კალათში! მოუცლიათ მკვდრებიზა!
"Into the bin with it. Wasting time on corpses!"
78953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მამაშენი სილიბისტრო იწერება, აქინე ცხოვრება მომწყინდა, მუდმივ შიშში ვარ, ხალხში ვერ გავსულვარო...
"Your father Silibistro has written; he's fed up with living where he is, he's always worried, he daren't go out …"
78954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი წამოხტა, შუბლი შეიკრა.
Kvachi leapt to his feet and frowned.
78955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა ვქნა, ბესო, რა ვქნა?
"What can I do, Beso, what can I do?"
78956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშინ რომე მცოდნოდა... მაგრამ გვიანღაა აწი ლაპარაკი. რა ვქნა აწი?
"If I'd known earlier … But now it's far too late. What can I do now?"
78957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთი ორად დოუბრუნებ „სალამანდრას“ იმ ფულს.
"It's one thing to hand back double the money to Salamander".
78958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხალხმა რაცხა იცის, რაცხას ლაპარიკობენ.
"People already suspect and are starting to talk".
78959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვიცი, რომ ლაპარიკობენ, მარა რავა დავანახო გაცოცხლებული მკვდარი?
"I know they're talking, but how can I let them see a dead man resurrected?"
78960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გეიცინებენ. თელი ქვეყანა დამცინებს.
"They'll laugh at me. The whole world will make fun of me".