მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამ მცირე წარწერის მეოხებით იმ მასწავლებელმა მეორე წიგნიც გამოსცა, ხოლო კვაჭმა ერთხელ კიდევ მოიფხანა ხარბი გული და ცუდმედიდობა.
Thanks to this little dedication, the teacher published a second book, and Kvachi could once more gratify his greedy soul and his thirst for advancement.
79002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთ ჟურნალში დაბეჭდილი იყო ნახევარადლიანი კვაჭის სურათი წარწერით: „ჩვენი მორგანი“.
One magazine printed a full–page portrait of Kvachi with the caption, "Our Morgan".
79003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეორეში ეწერა: „უკანასკნელ ხანს საბირჟო წრეებში დიდი ალიაქოთი ასტყდა „გინცი და კვაჭანტირაძის“ აქციების უმაგალითო გაძვირების გამო.
Another wrote: "Recently stock exchange circles have been very excited over the unprecedented rise in 'Gintz and Kvachantiradze' shares".
79004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ნომინალური ას მანეთიანი აქცია გუშინ ხუთასად იყიდებოდა“.
"A one–rouble share was being bought for five hundred yesterday".
79005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მესამეში დაწვრილებით იყო აღწერილი თურქესტანის კონცესია.
A third paper gave a detailed account of the Turkestan concession.
79006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო წერილი ასე თავდებოდა: „ამ კონცესიას მხოლოდ კვაჭანტირაძის მტკიცე ხელი მოერევა. გულწრფელად ვუსურვებთ მას გამარჯვებას“.
The article ended: "Only Kvachantiradze's firm hand could cope with this concession. We sincerely wish him success".
79007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ასეთი წერილების დაბეჭდვა კვაჭის ძვირად უჯდებოდა.
Printing articles like these cost Kvachi a lot of money.
79008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ რაც მან მცირე საბირჟო ცნობის დაბეჭდვის მეოხებით ერთ დღეში მოიგო, კვაჭი იმ ფულით მთელ გაზეთსაც იყიდიდა.
But whatever he gained in one day, thanks to the publication of some minor stock–exchange information, was enough to buy a whole newspaper.
79009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკანასკნელ ხანს კვაჭი ნანობდა, რომ დღე და ღამე ას საათს არ შეიცავდა.
Recently Kvachi had been regretting that there were only twenty–four hours in a day.
79010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმდენ საქმეს მოჰკიდა ხელი, იმდენად იფხრიწებოდა სილიბისტროს შვილი, რომ ერთხელ ელენემ ხუმრობით უთხრა: – შენ სულ გამოფიტულხარ.
He had a hand in so many enterprises: Silibistro's offspring was in such a flurry that Elena once joked to him: "You're utterly exhausted".
79011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კვირაში ერთხელ გაგონდები და ისიც... წმინდა გრიგოლი რომ არ გეხმარებოდეს... თავს დაგანებებდი.
"You only remember about me once a week at most … If I weren't getting help from the Holy Grigory I'd leave you".
79012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი, ნუ სულელობ! –შეუტია კვაჭმა.
"All right, don't talk nonsense," Kvachi retorted.
79013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ ელენეს ნათქვამში სიმართლის თესლი ერია.
But there was a grain of truth in what Elena had said.
79014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭიკო ნაჭარბევი სირბილისაგან, ფეთიან მუშაობისაგან და უძილობისაგან მართლა დადნა და გამოიფიტა.
Overwhelmed by running all over town, by frantic work and sleeplessness, Kvachi really had become weak and exhausted.
79015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალებში წინანდელი ცეცხლი აღარ ენთო და მისი სისხლის შადრევანიც უწინდელივით აღარ სცემდა.
The old fire had vanished from his eyes and his blood no longer rushed like a fountain in his veins as it used to.
79016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაჭიმულ ძაფებს მართლაც ვერ მოადუნებდა, სანამ სამიოდე დიდ საქმეს არ გააიმასქნებდა.
He couldn't let go of threads he had stretched out until he had cracked three big jobs.
79017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დღეში რამდენიმე საათი წმინდა მასწავლებელისთვის უნდა მოენდომა.
Every day he had to devote several hours to his holy teacher.
79018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე თავის ბინაზე მსხვილფეხა სტუმრები უნდა მიეღო, შემდეგ ბირჟაზე უნდა გაერბინა, განუსი და გინციც უნდა ენახა.
Then he had to receive a herd of visitors in his apartment, after that rush to the stock exchange to see Ganus or Gintz.
79019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგჯერ მათს ოჯახშიც უნდა შემძვრალიყო და მათი ცოლებიც ენუგეშებინა.
Sometimes he had to mix with their families and give their wives consolation.
79020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვირაში ორჯერ მაინც ტანიას წინაშე დაძმური ვალი უნდა მოეხადნა, არც ელენე უნდა დაევიწყა და კიდევ ათასი წვრილმანი ბრძანება უნდა გაეცა.
Yet twice a week he had to fulfill his brotherly obligations to Tania, without forgetting Elena and giving orders to sort out a thousand minor matters.