მოიძებნა 668048 ჩანაწერი
78981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ალო! ვინ ლაპარაკობს? გინცი?
"Hallo! Who is it? Gintz?"
78982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვახლავართ აბრამ მოისეევიჩს.
"Am I talking to Abraham Moiseevich?"
78983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ბრძანეთ... რაო? შეუძლებელია!.. მაშ ასი აქცია მაინც დამიტოვეთ, რაო?.. დაუჯერებელია! აჰა–ჰა!
"You said … What? Not possible? Then leave me a hundred shares, at least. What did you say? Incredible! Aha".
78984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ არკადიაში? კეთილი, გეახლებით... ელენეც?..
"Tomorrow in the Arcadia? Fine: I'll see you. And Elena?"
78985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– როდის დაბერდებით, როდის დამშვიდდებით?!
"When are you going to get old and calm down?!"
78986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კარგი, კარგი, მოგიყვანთ, სამაგიეროდ კლავას დამითმობთ, არა?
"Fine, fine, I'll bring her to you, but you'll let me have Klava in exchange, won't you?"
78987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კეთილი... აბრამ მოისეევიჩ, ეკლესიებს არ აშენებთ?..
"Fine … Abraham Moiseevich, you're not building churches, are you?
78988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო, უკვე ოციც ააშენეთ! ებრაელი ეკლესიებს აშენებს?..
"What, you've already built twenty! A Jew building churches?"
78989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აჰა–ჰა! რაოო? ხატების ქარხანასაც აშენებთ?
"Aha. What? You're building an icon factory".
78990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხატებით უნდა ივაჭროთ? ბარემ მირონიც დაამზადეთ, სასულიერო აკადემიაც გახსენით. ფულს მოიგებთ...
"You're going into the icon business? Then start making myrrh and open a theological seminary, too. You'll make money …"
78991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა ვქნათ, ასეთი ყოფილა წესი და კანონი ვაჭრობისა...
"What can we do, that's always been the way business works".
78992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰო, ძალიან დიდი ტაძარი უნდა ავაშენოთ.
"Yes, we've got to build a really big church".
78993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გარდა ამისა, ჯარისთვის საჭიროა ორი მილიონი წყვილი საცვალი, ერთი მილიონი საბანი და ათასი სხვა რამე...
"What's more, the army needs two million sets of underwear, a million blankets, and thousands of other things …"
78994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სულ ოც მილიონზე მეტი გამოვა...
"It comes to over twenty million in total".
78995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კეთილი, ხვალ მოვილაპარაკოთ.
"Right, tomorrow we'll talk it over".
78996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მომიკითხეთ ძვირფასი სუსანა მარკოვნა, ხელზე ემთხვიეთ ჩემ მაგიერ.
"Give my regards to your dear Susanne Markovna, kiss her hand for me".
78997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღამე მშვიდობისა, ძვირფასო მეგობარო!..
"Good night, my dear friend".
78998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმავე ხანებში კნულმანისა და ბესოს მეოხებით გინცის და განუსის წრეებში, ჟურნალ–გაზეთებში და ყველგან კვაჭის გაბერვას ისე მოუხშირეს და მოუმატეს, რომ თვითონაც დაიჯერა თავის ფინანსური გენიალობა.
At the same time Knulman's and Beso's efforts in Gintz's and Ganus's circles, in the newspaper world and elsewhere had increased the amount of frequency of Kvachi's publicity, so that he ended up believing in his own financial genius.
78999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთმა მასწავლებელმა ბუხჰალტერიის სახელმძღვანელო დაბეჭდა.
A schoolteacher published a manual of accountancy.
79000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნაშრომს წააბეჭდა: „ამ შრომას ავტორი უუდიდეს ფინანსისტს და გულუხვ მეცენატს თავადს ნ. ა. კვაჭანტირაძეს უძღვნის“.
He printed in his work: "The author dedicates this work to the supreme financier and generous Maecenas Prince N.A.Kvachantiradze".