მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79041.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღმერთო დიდებულო! ასიანის გულისთვის ეხლავე ნევაში გადავვარდები.
"God in heaven! For a hundred roubles I'm ready to jump into the River Neva".
79042.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უფრო ადვილი საქმეა.
"It won't be as hard as that".
79043.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შეგიძლიან ერთხელ ან ორჯერ ჰაერში რევოლვერი გაისროლო?
"Can you fire a revolver once or twice into the air?"
79044.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რევოლვერს კი არა, ზარბაზანსაც დავაჭექებ.
"Never mind a revolver, I'll fire a cannon if you like".
79045.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კეთილი და პატიოსანი. აი ოცი მანეთი. დანარჩენი მერმე იყოს. ეხლა კი მომყე.
"Well, we've got an agreement, then. Here's twenty roubles. The rest comes afterwards. Now follow me".
79046.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ის ბოგანო კვაჭის ბინაზე მიიყვანა და უთხრა: – აი, სუფთა საცვალი და ტანისამოსი.
He took the tramp to Kvachi's apartment and told him: "Here's some clean clothes and underwear for you".
79047.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჯერ იბანავე, მერმე საცვალი გამოიცვალე და კარგად გამოიძინე... დანარჩენს შემდეგ გეტყვი.
"Settle here and then put on the clean underwear and have a sleep … I'll tell you the rest afterwards".
79048.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჯალილ! აქ მოდი. ამ კაცს კარგად მოუარე. ეხლავე აბანავე და დააძინე.
"Jalil! Come here. Look after this man. See he has a bath now and then goes to sleep".
79049.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე კვაჭთან შევიდა და უთხრა: – მე მზადა ვარ.
Then Beso went to see Kvachi and told him: "I'm ready".
79050.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა ტელეფონს დაავლო ხელი: – წმინდაო მამაო, ერთი თვეა ლოხტინის ქვრივი გეხვეწებათ.
Kvachi picked up the telephone: "Holy Father, the Lokhtina widow has been pleading with you for the past month".
79051.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წყალობა მოიღეთ და ინახულეთ... დიაღ, დღეს საღამოს... რაო? ხიფათი? არავითარი ხიფათი.
"Show her some mercy and see her … Yes, this evening … What? Dangerous? There's no danger at all".
79052.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლავე მზვერავებს გავგზავნი... კეთილი, ერთი საათის შემდეგ გეახლებით.
"I'll send our lookouts there now … Fine, I'll be with you in an hour."
79053.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა და ბესომ ცოტაოდენი კიდევ იჩურჩულეს და წავიდნენ.
Kvachi and Beso had another short whispered conversation and then left.
79054.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კარგად რომ დაღამდა, გრიგოლი და კვაჭი ლოხტინის ქვრივის ბინიდან გამოვიდნენ და ეტლში ჩასხდნენ.
When it was already dark Rasputin and Kvachi came out of the widow Lokhtina's apartment and got into their carriage.
79055.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ ეტლმა მალე ერთ მიყრუებულ ქუჩაში შეუხვია.
Very soon this carriage turned off into a quiet sidestreet.
79056.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სიბნელეში ორი ლანდი გამოჩნდა და იმავე წუთს ორჯერ ზედიზედ დაიჭექა.
Two shadows appeared in the dark and there were then two loud bangs.
79057.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა უმალვე ისკუპა ეტლიდან.
Kvachi immediately leapt from the carriage.
79058.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შესდექ! გაჩერდი! შესდექი, თორემ გესვრი! – ყვირის კვაჭი და იმ ორ ლანდს მისდევს.
"Stop! Don't move! Stop, or I'll shoot you," he yelled as he pursued the two shadows.
79059.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი ლანდი უმალ შესდგა.
One shadow immediately stopped.
79060.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმავე წუთს კვაჭმა იმ ლანდს სამჯერ ზედიზედ დაახალა რევოლვერი და როცა იგი მიწაზე გაიშოტა, ერთიც საფეთქელში დააყოლა.
In an instant Kvachi had fired his revolver at the shadow three times in succession, and, when the victim was sprawled on the ground, shot him again in the temple.