მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ კვაჭი არ იდრიკებოდა და თავგამწევი ცხენივით დაოთხებული მიჰქროდა თავის საბედო ვარსკვლავისკენ.
But Kvachi wouldn't surrender: like a stubborn horse he galloped towards his lucky star.
79022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რომელიც თავის რჩეულს შორიდან უციმციმებდა, ამხნევებდა და თითის ქნევით უფრო შორს და შორს იტყუებდა.
Which twinkled in the distance to its chosen protégé, encouraging him and luring him on with a wave of its finger.
79023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი წმინდანის გადარჩენისა.
Saving the Holy Man.
79024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
საბედო ვარსკვლავისკენ ამ ქროლვა–ჭენებაში კვაჭი უხილავ კედელს წააწყდა.
Kvachi's full–speed gallop towards his lucky star came up against an invisible wall.
79025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თურქესტანის კონცესია ჭაობში ჩაწვა, წმინდა გრიგოლის ტაძრის საქმე არქივში დაობდა.
The Turkestan concession was bogged down in a quagmire, Rasputin's church project was gathering dust in the archives.
79026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯარის მომარაგება ვიღაცამ მოიტაცა და სხვა საქმეებიც გაიყინა და დაჟანგდა.
Someone had stolen the army supplies contract and other plans were put on ice or allowed to rust away.
79027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჟურნალ–გაზეთებში კვაჭის სურათები და ქება–დიდება აღარ იბეჭდებოდა.
The newspapers and magazines had stopped printing pictures and eulogies of Kvachi.
79028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
განუსმა კვაჭს სუსხიანი საყვედური უთხრა, ხოლო მისმა ლამაზმა ცოლმა ისე მოიავადა თავი და ისე გამედიდურდა, რომ კვაჭი საწოლ ოთახშიც კი აღარ შეუშვა.
Ganus turned on Kvachi with a stinging reproach and Ganus's beautiful wife declared herself to be ill and became too haughty even to allow Kvachi access to her bedroom.
79029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გინცი იღრინებოდა, ბირჟა ხელიდან მისდიოდა, ტანიამ განზე გაიწია და ელენეც კი აიმრიზა.
Gintz was snarling: he was losing his grip on the stock market. Tania had become distant and even Elena had become sullen.
79030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა.
Kvachi pondered the situation hard.
79031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ცხადი იყო, რომ სილიბისტროს ერთა იძირებოდა.
It was clear that Silibistro's offspring was in deep trouble.
79032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ კვაჭუნია არც ისე ადვილად დუნდებოდა.
But it took more than this to depress Kvachi.
79033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთხელ მან ტვინის ნერვები დაიჭიმა, გაიჭინთა და ერთი მცირედი კომბინაციაც ჰშობა.
Once again he racked his brains and a little scheme was born.
79034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი, აწი მე ვიცი! ბესო, მოდი აქ!
"Right, now I know. Beso, come here".
79035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთგული ბესო გვერდით მოისვა და სულ ოციოდე სიტყვა ჩასჩურჩულა.
He sat his faithful Beso down beside him and whispered just a score of words into his ear.
79036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი... მესმის... ეხლავე მივდივარ. მაგისთანა კაცი მყავს.
"All right, I understand … I'm off right now. I have just the sort of man".
79037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წავიდა და ერთ ნასტუდენტარ ბოგანოს ჰკითხა: – გშიან? გწყურიან?
He went and asked a destitute former student: "Are you hungry? Are you thirsty?"
79038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ის ბოგანო უკვე კარგად იყო გაჟღენთილი, მაგრამ მაინც დაიფიცა: – სამი დღეა არაფერი არ დამილევია.
The tramp actually had a full stomach, but he still swore: "I haven't drunk a drop for three days now".
79039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთ სამიკიტნოში შევიდნენ და დალიეს.
They dropped into a bar and had a few drinks.
79040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოგანო რომ კარგად გაიჟღენთა და ყბედობითაც დაიღალა, ბესომ ჰკითხა: – გინდა ასიანი გაიკრა?
When the tramp was tipsy and worn out by all the chatter, Beso asked him: "Would you like to earn a hundred roubles?"