მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79061.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაშტიკინებული კვაჭი ისევ ეტლში ახტა და მიაძახა: – გასწი!
Straightening up, Kvachi leapt back into the carriage and called to the driver, "Move on".
79062.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პოლიციის ბოქაული მოვიდა, იმ უცნობის პასპორტი მოიტანა და სთქვა: – ვიცნობთ იმ ჰარამზადას.
A police inspector came up with the identity papers of the unknown assassin and said, "We know that scoundrel".
79063.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განთქმული ტერორისტია. ძლივს არ მოვიშორეთ თავიდან!
"He's a notorious terrorist. Finally we're rid of him".
79064.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
როდესაც დაფეთებული და მიბნედილი გრიგოლი საბოლოოდ გამოფხიზლდა, კვაჭს დათვივით გადაეხვია.
When Rasputin finally recovered from his panic and bewilderment, he gave Kvachi a bear–hug.
79065.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ატირდა და ალუღლუღდა: – ჩემი სიცოცხლე შენი ნაჩუქარია. არ ვიცი, როგორ უნდა გადაგიხადო მადლობა... მთხოვე, რაც გინდა.
He burst into tears, and mumbled: "You've given me back my life. I don't know how to thank you … Ask me for whatever you want".
79066.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა დრო იხელთა და სათხოვნელი სთხოვა.
Kvachi seized the moment and made his request.
79067.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უეჭველად... უეჭველად! – ბურტყუნებდა წმინდანი.
"Certainly … certainly!" growled the holy man.
79068.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ზეგვე წავიდეთ „პაპასთან და მამასთან“... ყირიმიდან დაბრუნებაც მივულოცოთ და საქმეც გავაკეთოთ.
"Let's go the day after tomorrow to see 'Papa' and 'Mama' … I'll congratulate them on their return from the Crimea and I'll settle the business".
79069.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოდი ერთხელ კიდევ ჩაგიხუტო, ჩემო აპოლონჩიკ, ჩემო ერთგულო ძმაო და მეგობარო.
"Come and let me hug you again, my Apollonchik, my loyal brother and friend".
79070.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ დღიდან კვაჭი კვაჭანტირაძისთვის ყველა ზემოურთა ყველა კარები გაიხსნა და გაიღო.
From then on all doors to the high and mighty were open wide to Kvachi Kvachantiradze.
79071.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
საღამოზე კვაჭის ტელეფონი დაიღალა ხრიალით და წკარუნით.
By evening Kvachi's telephone was worn out with all the ringing.
79072.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თითქმის მთელ პეტერბურგს გაეგო, რომ მეორე დღეს კვაჭი უმაღლეს საფეხურზე უნდა ასულიყო.
Almost everyone in Petersburg now realized that Kvachi must have climbed to the highest rung of the ladder.
79073.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ საღამოს კვაჭისთან სადარბაზოდ რამდენიმე ახალი ბანკირი, მინისტრი, სენატორი, მღვდელმთავარი და გენერალი მივიდა.
That evening several new bankers, ministers, senators, senior clerics, and generals came to see Kvachi.
79074.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ოთახები და კიბე გაივსო და აჭრელდა ასნაირ მუნდირით, ანაფორებით, ცილინდრებით, კარტუზებით, შაპოებითა და უბრალო ქუდებით.
His rooms and staircase were packed and resplendent with hundreds of different uniforms, raiments, top hats, peaked caps, French and Cossack hats.
79075.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგნი ულოცავდნენ, ზოგნი სათხოვარს აბარებდნენ, ზოგნი მადლობას უძღვნიდნენ და ზოგნიც რჩევას და დარიგებას აძლევდნენ.
Some came to congratulate him, others brought requests, some came to thank him, others to give advice and instructions.
79076.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მდივნები დაიღალნენ და ოფლში გაიწურნენ იმოდენა ხალხის ჩაწერით, გამოკითხვითა და ფულის თვლით.
The secretaries were worn out and streaming with sweat as they wrote down the names of all these people and their queries and recorded the amount of money contributed.
79077.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი ძლივსღა იდგა ფეხზე.
Kvachi himself could barely stay on his feet.
79078.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვაა, სურფ–სარქისას დღეობაა თუ თელეთობაა?! – უკვირდა ჰავლაბრიანს.
"Well, is this St Sarkis's feast in Armenia, or Ascension Day in Georgia?" asked Havlabariani.
79079.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოუსვი, სედრაკ, სანამ დრო გაქვს! – ურჩია ჩხუბიშვილმა, რომელსაც მორჩილის შავი ტანისამოსი ძალიან უხდებოდა.
"Clear off, Sedrak, before it's too late!" advised Chkhubishvili, who looked very fine in his black monk's habit.
79080.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არავინ გეიპაროს, წინ წასწიე მაი ყულაბა.
"Nobody else is to slip in; put the money box where everyone can see it".