მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79081.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რამდენჯერ გაივსო? – იკითხა ჩიკინჭილაძემ. – მეოთხე ივსება.
"How many times has it been filled up?" asked Chikinjiladze. "It's been filled four times".
79082.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღეს ძალიან ბევრია ოქრო და ქაღალდის ფული.
"There's a lot of gold and paper money today".
79083.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ზოგნი ბეჭდებს ჰყრიან, ზოგნი საყურეებს, ზოგნიც ძეწკვებს.
"Some people are putting their rings in, or earrings, or gold chains".
79084.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ბოლოს, როგორც იყო, დალიეს და დასცალეს ოთახებიც და კიბეც.
"Eventually the wine ran out and the rooms and staircase were deserted".
79085.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აბა, დასთვალეთ!
"Right: let's add it all up".
79086.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაღლილი კვაჭი ტელეფონს აწვალებდა: – ალო! ელენე, შენ ხარ?.. შენც გეიგე? მანდ არის გრიშკა?..
Although tired, Kvachi gave the telephone no peace: "Hello! Elena, is that you? Have you heard? Is Rasputin there?"
79087.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– როგორ, ფრეილინობას გპირდება? აპა, აშენებულხარ!..
"What, he's promised to make you a lady–in–waiting? Oh, so you've been promoted".
79088.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კი, რა თქმა უნდა, მეც ჩავურთავ ორიოდე სიტყვას. რას მოესწარი!..
"Yes, of course, I'll say a word or two. Well, it's been quite a day for you".
79089.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კვაჭანტირაძის ნააზნოურალი არა ხარ? ქე გიცნობ... აზნოური მეც ქე ვარ, მარა... რაო?
"Aren't you a vassal of the Kvachantiradzes … After all, I'm a nobleman, but … What?"
79090.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი, გენაცვა, თავს ნუ იგდებ!
"Fine, darling, don't overdo it".
79091.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შენ თვითონ ხარ აშორდიას აზნოური, თვარა კვაჭანტირაძე ბაგრატ მეფის სარდალი იყო!..
"You yourself are fake Ashordia nobility, but a Kvachantiradze was one of King Bagrat's generals".
79092.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აჰა–ჰა! აპა, არ გცოდნია ისტორია და ეგ არის!
"Aha! You don't seem to know your history, apparently".
79093.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპა, დეიხსომე ჩემი სიტყვა: ხვალ თუ თავადიშვილობა არ გავაიმასქნა, მაშ კვაჭი აღარ ვყოფილვარ.
"Well, remember my words: if I don't manage to become a genuine prince tomorrow, then my name isn't Kvachi".
79094.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აწი მშვიდობით!
"Goodbye for now".
79095.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აწი გრიშკა ეშმაკების განძევებაშია გართული?! იწამლე, იწამლე!
"Is Rasputin busy chasing out devils now? Keep up the treatment, keep it up".
79096.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კაი ექიმი გყავს, უკეთესი აღარ გინდა... მშვიდობით, ჩემო მტრედო, ჩემო ლამაზო მეგობარო!
"You've got a good doctor, you don't need anyone better … Goodbye, my dove. My lovely friend".
79097.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მშვიდობით! ნახვამდის! ხვალამდის!
"Goodbye. Till we meet again. Till tomorrow".
79098.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი უუზენაეს საფეხურზე ახტომისა.
Jumping to the Top of the Ladder.
79099.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაკრიალებული მატარებელი ცარსკოე სელოს სადგურს შხუილით, ოხვრით და ქშენით მიადგა.
A gleaming train came to a halt, with a whoosh of steam, groans, and creaks, at Tsarskoye Selo station.
79100.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბაქანი და მოედანი ასნაირ მუნდირით აჭრელდა.
The platform and the station square were resplendent with hundreds of different uniforms.