მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი კარები გაიღო. – მეფე–დედოფალი მობრძანდებიან!
Doors opened: "The Tsar and the Tsaritsa are coming".
79122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გვარდიის დარაჯებმა ხმლები წინ წასწიეს, მხედრებმა ხელი საფეთქელზე მიიდეს.
The guardsmen drew their swords, the cavalrymen put their hands to their temples.
79123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სხვებმა თავები დახარეს და ყველანი მოიდრიკნენ და მოიკაკვნენ.
The others bowed their heads, and everyone bent their bodies as low as they could.
79124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კარებში მეფე–დედოფალი და მემკვიდრე გამოჩნდნენ.
The Tsar, the Tsaritsa, and the heir to the throne appeared in the doorway.
79125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შუაში მეფე მოდიოდა, მარცხნივ დედოფალი მოგოგავდა.
The Tsar was in the middle, the Tsaritsa strutted to his left.
79126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მარჯვნივ მცირეწლოვანი უფლისწული ალექსი მოჰყავდათ, რომელსაც უკან მისი აღმზრდელი მეზღვაური დერევენკო მოსდევდა.
On his right the young Tsarevich Aleksei was led in, followed by his tutor, the sailor Derevenko.
79127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი უბრალოდ და მარტივად იყვნენ ჩაცმული, რამაც კვაჭი გააკვირვა და გააშტერა.
All three were dressed plainly and simply, which left Kvachi dumbfounded.
79128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სამივენი მარცხნივ და მარჯვნივ უკრავდნენ თავს და თან ოდნავ იღიმებოდნენ.
All three looked to their left and their right and gave a barely detectable smile.
79129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ გაუგებარი და უცნაური რამ მოხდა.
Suddenly something odd and puzzling happened.
79130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქეთ–იქიდან გამოხტნენ და გამოგორდნენ სალოსნი და ღვთის სულელნი.
Holy lunatics and seers leapt or rolled out on all sides.
79131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მახინჯნი, გონჯნი და მანკიანნი და პრანჭვით და გრეხვით, წივილით და კივილით, ბოდვით და როშვით დაედევნენ მეფე–დედოფალს.
Cripples, hunchbacks, and other deformed men grimaced and pranced, shrieked and yelled, raved and ranted as they pursued the royal couple.
79132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეფე–დედოფალი მობრუნდნენ.
The Tsar and Tsaritsa turned round.
79133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თანახმად ძველი რუსული წესისა, იმ მასხრებსა და მახინჯებს, იმ უენო, უხელო და უფეხო ღვთისკაცებს და ღვთის სულელებს უღრმესი სალამი მისცეს.
Following the old Russian custom, gave a solemn greeting to the buffoons and cripples, the dumb, the one–armed and one–legged men of God, and the holy lunatics.
79134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ყველას გაუღიმეს, თავზე ხელი გადაუსვეს და მოუალერსეს.
Then they smiled at them all, placed a hand on their heads and stroked them.
79135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ირგვლივ მდგომი ცოცხალი ძეგლები იღიმებოდნენ.
The living monuments all around also smiled.
79136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გულში კი ზოგნი ბრაზს იგუბებდნენ იმის გამო, რომ მეფის კარები ჯერ მასხარა ღვთისკაცებისთვის გაიღო, ხოლო შემდეგ მათთვის, მინისტრებისა, და სხვა დიდებულთათვის.
But some found it hard to repress their anger that the Tsar's doors were open to buffoons and the "men of God", before being open to them, ministers, and other grandees.
79137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ცერემონმეისტერმა თავის საქმე კარგად იცოდა.
The master of ceremonies knew what he was doing.
79138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეფე–დედოფალი რომ გაბრუნდნენ, მან სალოსნი და გონჯნი ღიმილით და ალერსით შეაჩერა.
As soon as the Tsar and Tsaritsa had left, he halted the lunatics and lepers with a kindly smile.
79139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხოლო გრიშკას და კვაჭს მოწიწებით მისცა სალამი და კარი გაუღო.
But he greeted Rasputin and Kvachi and opened the door for them.
79140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ კვაჭს ხელი წაავლო და იმ ოთახში შეაგდო, სადაც მეფე–დედოფალი მიიმალნენ.
Rasputin took Kvachi by the hand and rushed him into a room where the Tsar and Tsaritsa had taken refuge.