მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთგან მეფემ მორცხვად და მორიდებით ჩაურთო: – გული ერთს მეუბნება, გონება კი – მეორეს.
Just once the Tsar, shy and embarrassed, put a word in: "My heart tells me one thing, my mind another".
79182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ გრიშკამ მუშტი ასწია და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგიდას დაჰკრა.
Suddenly Rasputin raised his fist and struck the table with all the force he could muster.
79183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მთელი ოთახი შეინძრა და აზანზარდა.
The whole family was dumbstruck and trembling.
79184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაფითრებული დედოფალი წამოდგა, მემკვიდრემ ტირილი დაიწყო, მეფე შეკრთა და გაოცდა.
White as a sheet, the Tsaritsa rose to her feet; the heir to the throne burst into tears; the Tsar shuddered with astonishment.
79185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ მეფეს თვალში თვალი გაუყარა, დიდხანს უცქირა.
Rasputin caught the Tsar's eye, stared hard at him for a time.
79186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თითი ჯერ მკერდზე დაიდო და მერმე შუბლზე მიიტანა.
He put his finger on his chest then on his forehead.
79187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– როცა საქმეზე ჰფიქრობ, ჭკუას არ დაუჯერო, გულს ჰკითხე. ჭკუას გული სჯობია.
"When you think about something, don't trust your mind, but ask your heart. The heart is better than the mind.".
79188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დედოფალი გრიშკას ხელს დაეწაფა: – მადლობელი... მადლობელი ვარ, წმინდაო მასწავლებელო!
The Tsaritsa seized Rasputin's hand: "Thank you … I'm grateful, holy teacher".
79189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კეთილი... ეგრე მოვიქცევი. – დაეთანხმა მეფეც.
"Good … that's how I'll act," the Tsar conceded.
79190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დერევენკომ ატირებული უფლისწული ძლივს დაამშვიდა.
Derevenko had trouble calming the weeping heir to the throne.
79191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კიდევ დიდხანს ჰზომეს, ჰსწონეს და ჰსჭრეს უდიდესი და ურთულესი სახელმწიფო საქმენი და ნაზირ–ვეზირნი.
Then they spent a long time assessing, weighing up, and deciding the most important and complex matters of state, not to mention the appointments of ministers.
79192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ დღეს ზოგი დიდებული ქვეით დასწიეს და ზოგნიც ზევით ასწიეს.
That day some grandees were demoted and others promoted.
79193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, გრიშკამ მეფეს აუდიენცია გაუთავა.
Finally, Rasputin ended the audience.
79194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეფე–დედოფალი კვაჭს ალერსით გამოეთხოვნენ, გრიშკას უძვირფასესი გავი მას ჩააბარეს და კვლავისთვისაც დაჰპატიჟეს.
The Tsar and Tsaritsa took an affectionate leave of Kvachi, entrusting Rasputin's treasured safety to him, and invited him again.
79195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა და კვაჭი გამოვიდნენ.
Rasputin and Kvachi left.
79196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმავ წუთს ღვთის სულელნი ჟივილხივილით, წკმუტუნით და სიცილით შეცვივდნენ მეფე–დედოფალთან.
Instantly, the holy lunatics rushed in, yelling and shrieking, whimpering and laughing, to see the Tsar and Tsaritsa.
79197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იორღით გაირბინა ის დარბაზი და მეორე ოთახში შესხლტა.
He trotted off across the hall and slipped into an adjoining room.
79198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭს ნაცნობ–უცნობი მინისტრები, სენატორები, კარისკაცნი და დიდებულნი შემოეხვივნენ. მიულოცეს და ამბავი გამოჰკითხეს.
Ministers, senators, courtiers, and other grandees–some of whom Kvachi knew, some of whom he didn't–crowded round him with greetings and questions.
79199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი მიხვდა, რომ მან იმ ჟამს მეტად მაღლა აიწია.
Kvachi realized that he had risen very high.
79200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამიტომ შესაფერი ცვლილება მოიხდინა თავის კილოსა და გარეგნობაში.
So he made the appropriate changes to his speech and posture.