მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაღვრემილმა და ჩამომდნარმა მეფემ კვაჭი გულში ჩაიკრა.
The morose and downcast Tsar embraced Kvachi closely.
79162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ორიოდე ცრემლიც გადმოაგდო, თან თავის შემკრთალისა და დაშინებული გულის გამაგრებისათვის კვლავ მადლობას ეუბნებოდა.
He shed a couple of tears and, reassuring his timorous and frightened heart, expressed his thanks again.
79163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მადლობელი, თავადო, მადლობელი!.. კარგად მოუარეთ ჩვენს წმინდა მამას. გაუფრთხილდით. მტერი ბევრი გვყავს.
"I'm grateful, prince, grateful … Look after our Holy Father well. Watch out for him. We have many enemies".
79164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აკი გითხარი, ნიკოლაშა, ალერსის ღირსია–მეთქი. – ჩაერია გრიშკა.
"You're quite right, Nicolas dear, I said he deserved your affection," Rasputin intervened.
79165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დაუბრუნე აპოლონჩიკს თავადობა, ნიკოლაშა.
"Give Apollonchik his princely rank back, Nicolas dear".
79166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკს ეს არის ეხლა თავადი უწოდე.
"You yourself have just called him prince".
79167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეფის სიტყვა კანონია, უკან ვეღარ წაიღებ! ნიკოლოზი გაწითლდა.
"The Tsar's word is law, you can't take it back". Nicolas blushed.
79168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმა დაამშვიდა: – დიდო მეფევ! თავადობა კვაჭანტირაძეებმა მეშვიდე საუკუნეში მიიღეს.
Kvachi reassured him. "Your majesty, the Kvachantiradzes have been princes since the seventh century".
79169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერვე საუკუნეში ჩემი წინაპარი საქართველოს ჯარის მთავარსარდალი იყო.
"In the eighth century my ancestor was commander in chief of the Georgian army".
79170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მას აქეთ საქართველოს მეფეებს თოთხმეტი კვაჭანტირაძე ჰყავდათ ვეზირებად, მინისტრებად და კათალიკოსებად.
"Since then fourteen Kvachantiradzes have served Georgian kings as viziers, ministers, and catholicoses".
79171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეთვრამეტე საუკუნეში ოსმალებმა ჩვენი ციხე და სასახლე აიკლეს, დაანგრიეს და დასწვეს...
"In the eighteenth century the Ottomans seized our castle and palace, demolished them, and burnt them down …"
79172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საბუთებიც მაშინ დავკარგეთ.
"That's when we lost our documentary proof".
79173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მთელმა კავკასიამ იცის, რომ ჩვენ თავადები გახლდით და ამიტომ ჩემი მამაპაპებიც აღარ გაჰყვნენ საბუთებს.
"The whole of the Caucasus knows that we were princes, so our grandfathers and their fathers didn't need to provide proof".
79174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აზნაურობა შეგვრჩა, მეც ამაზე მეტი არ მიძებნია.
"We still kept our rank as nobility, and I haven't sought anything more".
79175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კეთილი... ეგრე იყოს! – წაიბუტბუტა მეფემ და რაღაც ჩაიწერა.
"Good … so be it!" the Tsar muttered and wrote down something.
79176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„აშორდია გაფასდი!“ – წამოიძახა გულში კვაჭმა.
"Ashordia, you're not worth anything any more," Kvachi exclaimed to himself.
79177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ბაასი დაიწყეს სახელმწიფო საქმეებზე.
Then the conversation turned to state matters.
79178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეფეც და დედოფალიც ისე შესცქეროდნენ თვალებში იმ წმინდანს, როგორც ოდესღაც ებრაელნი – მოსეს.
The Tsar and Tsaritsa stared at the holy man's eyes like Jews staring at Moses.
79179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ოდეს მან სინაის მთაზე თავის ხალხს ღვთის მიერ ნაკარნახევი ათი მცნება გამოუცხადა.
When he came down from Mt Sinai and announced the ten commandments God had dictated to him.
79180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რაც მოისურვა და სთქვა გრიშკამ, ყველაფერი გაიტანა და გაიყვანა.
Whatever Rasputin wanted or uttered was always accepted and acted upon.