მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩემი უუუქვეშევრდომილესი მადლობა და უუუზენაესი ბედნიერება უსაზღვროა და ენით გამოუთქმელი.
"My most hu–u–umble thanks and de–e–epest joy are unbounded and beyond words".
79222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იგი უსაზღვრო პატივი და უზენაესი ბედნიერება ესოდენ დიდებულთა და წარჩინებულთაგან იმ დღეს მხოლოდ კვაჭმა და რასპუტინმა განიცადეს.
That day, of all the grandees and dignitaries, only Kvachi and Rasputin were to experience this boundless honor and highest bliss.
79223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს იყო უუზენაესი საფეხური კვაჭის ოცნების კიბისა, რომელსაც მან მიაღწია იმ დღეს.
This really was the highest rung in Kvachi's wondrous ladder, and he had now reached it.
79224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი ტახტისა და რუსეთის ხსნისა რღვევისაგან.
Saving the Throne and Russia from Turmoil.
79225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ისტორია ყოველთვის სტყუის. მაგრამ ერთი ალილო მღვდელსაც შესცდებაო.
History always lies. But the exception proves the rule.
79226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ასე დაემართა ჭორიკანა ისტორიასაც, რომელმაც შეცდომით წამოროშა სიმართლე.
This is what happened when that old gossip history unintentionally blurted out the truth.
79227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ოქროს ასოებით მიუჩინა და მიუძღვნა თავის ნაბოდვარში კვაჭი კვაჭანტირაძეს მისი ადგილი და წილი იმ უდიდესს საშვილიშვილო და სამარადისო საქმეში, რომელიც ჩაიდინეს იმ დაუვიწყარ დღეს გრიშკამ და კვაჭმა.
And in its ravings assigned and set out in golden letters a place and role for Kvachi Kvachantiradze in the vital historical deeds done on that unforgettable day by Rasputin and Kvachi.
79228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს საქვეყნო და საუკუნო საქმე, რომელმაც უკუღმა დაატრიალა ქვეყნის და რუსეთის ბედის ჩარხი, ოქროს ასოებით არის ჩაწერილი რუსეთის ისტორიაში.
These deeds of long–lasting and universal importance, which turned back the wheel of Russia's and the world's fortune, are inscribed in gold in Russia's history.
79229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭის საქვეყნო სამსახურიც შესაფერად არის აღნიშნული და დაფასებული.
And Kvachi's globally important service has been correspondingly acknowledged and valued.
79230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ იმ საქმეში კვაჭი მოხსენებულია ფსევდონიმით, ერთი ასოთი – K–ით.
But Kvachi is mentioned in this matter only by a one–letter pseudonym, K.
79231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი, როგორც ათასჯერ იყო დამტკიცებული, მეტად მორიდებული და მორცხვი ყმაწვილი ბრძანდებოდა და ყოველთვის ერიდებოდა რეკლამას და აფიშას.
Kvachi, as we have shown countless times, was an extremely reserved and shy young man who always avoided publicity or puff.
79232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თუმცა ახლაც კანტიკუნტად მოიძებნებიან კვაჭის მოშურნენი, რომელნიც ამტკიცებენ, ვითომ ის „K.“ კვაჭანტირაძე კი არ ყოფილიყოს, არამედ დიდი მთავარი პოეტი კონსტანტინეო.
Nevertheless, you might find a very few people who were jealous of Kvachi and would assert that this "K" was not Kvachantiradze at all, but the grand duke and poet Konstantin.
79233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ, მადლობა უფალსა! ცნობილმა ისტორიკოსმა ჭორიშვილმა ეს ვერსია საბოლოოდ გაჰფანტა.
But, thank the Lord. The famous historian Gossipmonger has completely dismissed this version.
79234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭანტირაძეს ღირსეული ალაგი მიუჩინა ქვემოაღნიშნულ საქვეყნო ამბავში.
He has reassigned Kvachantiradze the place he merits in the global events described below.
79235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ ისტორიულ სადილს, გარდა მეფე–დედოფლის, მათი მემკვიდრისა და ოთხი სეფეწულისა, მხოლოდ გრიშკა, კვაჭი, კარისქალი ვირუბოვისა და სახლთუხუცესი ბარონი ფრედერიქსი დაესწრნენ.
Apart from the Tsar and Tsaritsa, their heir and four daughters, only Rasputin, Kvachi, the courtier Vyrubova, and the minister Baron Friedrichs were present at this historic dinner.
79236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სადილის შემდეგ, როცა სუფრიდან უწლოვანნი ადგნენ, როცა სასულიერო ბაასი და სულის საცხონებელი მუსაიფი გათავდა, დედოფალმა ღელვით და თრთოლვით ბრძანა.
After dinner, when the younger generation had left the table and the spiritual conversation and edifying discourses were over, the Tsaritsa, worried and trembling, spoke.
79237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წმინდაო მამაო! შენ ყოველთვის ჩვენი ერთგული მეგობარი და საიმედო მრჩეველი იყავი...
"Holy Father, you've always been our loyal friend and reliable adviser …"
79238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ყოველი შენი ნათქვამი წინასწარმეტყველებად გადაიქცა, ყველაფერი გამართლდა.
"Everything you’ve said has been a prophecy come true, everything has turned out to be right"
79239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იაპონიის ომის წაგება, რევოლუციის დამარცხება, მემკვიდრის დაბადება და მრავალი სხვა ამბავი.
"Losing the war with Japan, defeating revolution, giving birth to an heir to the throne, and many other things".
79240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამიტომ უშენოდ, შენც კარგად იცი, ვერ ვბედავთ ვერაფრის გადაჭრას.
"That's why, as you well know, we dare not decide anything without you".