მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79261.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მამაო ჩვენო მხსნელო, ჩვენო წმინდანო, გვიშველეთ! გვირჩიეთ!
"Our redeemer, our holy man, help us! Advise us".
79262.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და დედოფალი ატირდა, აქვითინდა.
The Tsaritsa burst into tears and sobbed.
79263.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნიკოლოზს თავი ხელებში ჰქონდა ჩამალული. გრიშკაც ჩაფიქრდა.
Nicolas had his head in his hands. Rasputin thought for a while.
79264.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი დიდხანს სდუმდნენ და გრიგოლს უცდიდნენ.
Everyone was silent for some time, waiting for Rasputin to speak.
79265.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, შუბლშეჭმუხვნილი წმინდანი წამოდგა და სასოებით სთქვა: – უფლისა მიმართ ვილოცოთ!
Finally, his brow furrowed, the holy man stood up and said piously: "Let us pray to the Lord".
79266.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი ადგნენ და ხატის წინ დაიჩოქეს.
They all got up and kneeled before the icon.
79267.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიდხანს ილოცეს მეტანიით, სასოებით და გულმოდგინედ.
They prayed piously, from their hearts, and prostrated themselves.
79268.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ისევ წამოდგნენ და კვლავ გრიგოლს მიაჩერდნენ.
Then they rose to their feet and gathered round Rasputin.
79269.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა წინ დაუდგა ნიკოლოზს და სუსხიანად ჰკითხა: – ლოცვის დროს ღმერთმა რა ჩაგაგონა, რა პასუხი მოგცა?
He stood in front of Nicolas and asked him sarcastically: "What did God put in your mind while you were praying, what answer did he give you?"
79270.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თავჩაღუნული მეფე სდუმდა.
The Tsar, his head bowed, said nothing.
79271.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე თავი გაიქნია და ჩაიჩურჩულა: – პასუხი არ მაღირსა.
Then he shook his head and whispered: "He didn't deign to answer me".
79272.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იმიტომ არ გაღირსა, რომ ცოდვილი და უღირსი ხარ.
"The reason he didn't deign was that you're an unworthy sinner".
79273.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოინანე ცოდვები შენნი, განიწმინდე გული შენი ბოროტისაგან და მაშინ ღმერთი უფალიც გაგიღებს სიბრძნის კარს.
"Repent your sins, cleanse your heart of evil, and then God our Lord will open the door of wisdom to you".
79274.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დიდხანს აძლიეს რჩევა და დარიგება გარინდულს და იმედგადაწყვეტილ მეფეს.
There was a lengthy session of advice and instruction given to the torpid and despairing Tsar.
79275.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აშინებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ტახტიდან გადადგომას საშინელი არეულობა, ანარქია, სახელმწიფო რღვევა, ომი, ცეცხლი და სისხლი მოჰყვება.
Rasputin frightened him by warning that abdication would bring about terrible chaos, anarchy, the collapse of the state, war, fire, and bloodshed.
79276.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ღმერთი ამის პასუხს მხოლოდ მას მოსთხოვს, რომ მეფობას სხვა ვერავინ გასწევს და ტახტზე ვერავინ გამაგრდება.
God would hold him alone responsible if nobody else could inherit and hold on to the throne.
79277.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭმაც მოიკრიფა ჭკუა და მჭერმეტყველება, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს.
Kvachi gathered his wits and summoned his eloquence, but to no avail.
79278.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაღვრემილი მეფე თავჩაქინდრული იჯდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ნიშნად უარისა დაღლილ თავს იქნევდა გამუდმებით.
The downcast Tsar, his head drooping, sat down and said not a word: he only kept shaking his even more bowed head as a sign of denial.
79279.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა უცებ გაფიცხდა, გამწარდა, უცნაურის ციებ–ცხელებით აკანკალდა.
Rasputin suddenly lost his temper and turned nasty. He shivered as if struck by a strange fever.
79280.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხელები და ტუჩები აუთრთოლდა, პირსახე გაუფითრდა, ცხვირი გაუთხელდა და თვალები უცნაურის, ლურჯის ცეცხლით აენთო.
His hands and lips quivered, his face turned deadly pale, his nose seemed to be honed, and his eyes lit up with an uncanny blue fire.