მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79321.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განვედ ჩვენგან, ეშმაკო! განვედ, ეშმაკო! - და ცრემლმორეული ნიკოლოზი გულში ჩაიხუტა.
"Get thee behind me, Satan! Be gone, Satan!" Nicolas, in tears, held Rasputin to his chest.
79322.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამინ!.. ამინ! განვედ ეშმაკო! განვედ! განვედ! – შიშითა და თრთოლვით ბუტბუტებდნენ სხვებიც.
"Amen, amen! Get thee behind me, Satan! Be gone, be gone!" the others murmured, trembling with fear.
79323.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე რიგრიგობით სიხარულის ცრემლით ჩაიხუტეს და ჩაჰკოცნეს თავიანთი, ეკლესიისა და მთელი რუსეთის მხსნელი, წმინდანი და მაცხოვარი გრიგოლ რასპუტინი.
Then, weeping for joy, they took turns to embrace and kiss their redeemer, the savior of the church and all Russia, the holy savior Grigory Rasputin.
79324.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა კვაჭის დაჯილდოვება, ერთი დედაკაცის ბოდიში და ორიოდე სხვა ამბავი.
Kvachi's Award, A Woman's Apology, and a Few Other Things.
79325.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნახე? დარწმუნდი? – ეკითხებოდა მეფის ვაგონში გრიშკა გაოცებულ კვაჭის.
"You saw? Are you convinced now?" Rasputin asked an astounded Kvachi in the Tsar's railway carriage.
79326.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საკვირველ არიან საქმენი შენნი, დიდო მასწავლებელო და სასწაულთ–მოქმედო!
"Wondrous are thy deeds, great teacher and miracle–worker!"
79327.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვნახე, გავიგე და დავრწმუნდი.
"I saw, I understood, and I believed".
79328.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთხელ კიდევ ვიხსენი უუდიდეს ხიფათისგან რუსეთი, ეკლესია და მეფე.
"Once again I've saved Russia, the church, and the Tsar from the greatest possible peril".
79329.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უუდიდესი ძეგლის ღირსი ხარ, დიდო მასწავლებელო, მხსნელო ჩვენი ქვეყნისა!
"You deserve the greatest possible monument, great teacher, redeemer of our country".
79330.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალვე შევუდგები წმინდა გრიგოლის ტაძარის აშენებას.
"I'll start building the church of St Grigory tomorrow".
79331.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეგ საქმეც ხომ გაგიკეთე. ოთხ მილიონს დედოფალმა ერთი მილიონი კიდევ დაუმატა დღევანდელი დღის აღსანიშნავად.
"I've got you that business, too: the Tsaritsa has given an additional million, as well as the four million we had, to mark this day".
79332.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა შენ იცი, რა დიდებულს ეკლესიას ააშენებ.
"Now you know what a magnificent church you are going to build".
79333.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხუთ მილიონად დიდი ტაძარი აშენდება, არა?
"Five million will pay for a big church, won't it?"
79334.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ისეთ ტაძარს დაგიდგავ, რომ აია–სოფიოც დასჩრდილოს და რომის პეტრეს ტაძარიც.
"I'll build you such a church that it will put Aghia Sophia and Rome's St Peter cathedral in the shade".
79335.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღვთის შეწევნით მოვერევი ამ საშვილისშვილო საქმეს.
"With God's help I'll take on this project for posterity".
79336.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სამაგისო ცოდნაც მაქვს და გამოცდილებაც.
"I have the knowledge and experience to do it".
79337.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თავადობაც ხომ დაგიმტკიცე!
"I did make sure you were given a prince's rank".
79338.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არხების „კონციციაც“ ხომ მოგეცით „ტურკატანში“!
"I gave you the irrigation canal concession in Turkestan".
79339.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჯარისათვის ოცი მილიონის საცვლის დამზადებაც ხომ შენ მიიღე!
"You got the contract to provide twenty million sets of underwear for the army".
79340.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ფლიგელ–ადიუტანტის მუნდირიც ხომ გაიკარი!
"And I got you an aide–de–camp's uniform, too".