მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მიბნედილ–მისუსტებული მეფე უცებ მუხლებში ჩაუვარდა რასპუტინს.
The exhausted and enfeebled Tsar suddenly fell at Rasputin's knees.
79302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეფის გვერდით დედოფალმა და კარის ქალმა ვირუბოვისამ წაიჩოქეს.
The Tsaritsa and the court lady Vyrubova kneeled next to the Tsar.
79303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სამივენი წმინდანის ფეხებს, კალთებს და ხელებს დაეწაფნენ.
All three clutched at the holy man's feet, coat–tails and hands.
79304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხარბად უკოცნიდნენ, უხვად ულბობდნენ ცრემლით და ხელაპყრობილნი ჰბოდავდნენ და ჰყვიროდნენ ცახცახით.
They were greedily kissing them, generously watering them with tears and, as they clutched him, raving and shouting in breaking voices.
79305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წმინდაო მამაო!.. შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი!.. შენ ხარ ჩვენი ქრისტე!..
"Holy Father! You are our savior. You are our Christ".
79306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შენ ხარ ჩვენი მხსნელი და უფალი!.. სათნო გვიყავ და შეგვიწყალენ ჩვენ, მამაო წმინდავ!
"You are our redeemer and lord. Show us mercy and have pity on us, Holy Father".
79307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაფითრებული რასპუტინი გაშეშებულივით იდგა. თავი უკან ჰქონდა გადაგდებული.
White as a sheet, Rasputin stood as if ossified. He had flung his head back.
79308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაყინული და გაკაშკაშებული თვალებით ხატს მისჩერებოდა. მთელი ტანით ჰკანკალებდა.
His eyes, frozen but flashing, stared at the icon. His whole body quivered.
79309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერე მარცხენა ხელი მეფეს დაადო თავზე, მარჯვენა ხელით ფართედ იწერდა პირჯვარს და მთრთოლვარე ტუჩებით სჩურჩულებდა.
Then he put his left hand on the Tsar's head and made a broad sign of the cross with his right hand, whispering with trembling lips.
79310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ იხსენ წმინდა რუსეთი, მისი მეფე, მისი ოჯახი და შენი მართლმადიდებელი ეკლესია რღვევისა და ჯოჯოხეთისაგან...
"Thank you, Lord, for saving Holy Russia, its Tsar, his family, and your orthodox church from turmoil and hell …".
79311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უფალო, შეგვიწყალენ, ჩვენ! ალილუია, ალილუია, ალილუია! ამინ!
"Lord, have mercy upon us. Hallelujah, hallelujah, hallelujah! Amen!"
79312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე დედოფალმა გრიშკას ხატის წინაშე მისცა ფიცი.
Then the Tsaritsa swore an oath before Rasputin's icon.
79313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვფიცავ უფალსა ღმერთსა, წმინდა სერაფიმე საროველს, ჩემს შვილებსა და ქმარს, რომ არ დაგტოვებ არასოდეს!
"I swear by the Lord God, Saint Seraphim of Sarov, by my children and my husband, that I shall never abandon you".
79314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არასოდეს, თუნდა მთელი ქვეყანა აგიმხედრდეს.
"Never, even if the whole world makes war on us".
79315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე სიკვდილამდე და იმ ქვეყნადაც შენთან ვიქნები.
"Until the day I die, I shall be with you on this earth".
79316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გეფიცები ერთგულებას და მორჩილებას.
"I swear loyalty and obedience to you".
79317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნელ–ნელა დაიმშვიდეს და დაიწყნარეს ლოცვით აღშფოთებული სული და აფორიაქებული სისხლი.
They gradually calmed down and settled their spirits, which had been inflamed by prayer, and their racing blood.
79318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, გრიშკამ მიბნედილი მეფე წამოაყენა: – ადექი, მეფევ!
Finally Rasputin lifted the half–unconscious Tsar to his feet: "Arise, Tsar".
79319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ადექი და იმეფე რუსეთისა სადიდებლად, წმინდა ეკლესიისა გასახარებლად, ხალხის სანუგეშოდ და ჩვენი მტრების დასათრგუნად.
"Arise and rule Russia with glory. Gladden the holy church, console the people, and trample down your enemies".
79320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და გაიხარონ ცასა შინა ანგელოზებმა და ქვეყანასა ზედა ყოველმა მართლმადიდებელმა.
"And let the angels in heaven and every orthodox believer on earth rejoice"