მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი გარედან კარებს მიეყუდა და ქალის ქმარი შიგნით აღარ შეუშვა.
Kvachi leant against the outside of the compartment door and wouldn't let the woman's husband in.
79362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ასე ანუგეშა: – ნუ სწუხდებით, დამშვიდდით.
He tried to console him: "Don't worry, calm down".
79363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– პირობას გაძლევთ, რომ რამოდენიმე დღეში ორდენს და უუდიდეს წარმატებას მიიღებთ.
"I promise you that in a few days you'll be given a medal and the highest possible promotion".
79364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ქმარმა მიიწია. მაგრამ ჯალილამ ხელში ხელი წაავლო, ბავშვივით უკან წასწია და შეეხვეწა.
The husband tried to push in. But Jalil grasped his arm, pulled him back as if he were a child and begged him.
79365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ მოხელეს კვაჭის დარიგება ჭკუაში დაუჯდა: თავის კუპეში შევიდა და გაზეთის კითხვას შეუდგა.
The official took Kvachi's remonstration to heart: he went to his own compartment and sat down to read a newspaper.
79366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
როცა მატარებელი პეტერბურგის სადგურს მიადგა და კუპედან ალეწილი, გაწეწილი და გამხიარულებული დედაკაცი გამოვიდა, კვაჭიმ ჰკითხა გრიშკას: – იმ ქალს აპატიეთ? ბოდიში მოიხადა?
When the train reached Petersburg station and the woman, red-faced, dishevelled, but looking pleased, emerged from the compartment, Kvachi asked Rasputin: "Did you forgive the woman? Did she apologize?"
79367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვაპატიე. რამდენჯერმე მოვხადე ბოდიში და ცოდვებიც მივუტევე... მაშ რა უნდა მექნა? ქრისტიანი ვარ.
"I forgave her; I made her apologize several times and I absolved her sins … What else could I do? I'm a Christian".
79368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აი, მისი მისამართი ჩაიწერე!
"Here, write down her address".
79369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მადლობა ღმერთსა! დიდება უფალს!
"Thank God! Glory to the Lord!"
79370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკ! დღეს შენი სტუმარი ვარ „არკადიაში“.
"Apollonchik, today I'm your guest at the Arcadia".
79371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამდენ ბედნიერებას ერთბაშად ვერ გავუძლებ, წმინდაო მამაო!
"I'm not sure I can take so much happiness at one go, Holy Father!"
79372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ყველაფერი დაამზადონ, ფარდებიანი ლოჟა აიღე.
"They must get everything ready, hire a curtained-off private room".
79373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სწორედ თორმეტზე წავიდეთ. ელენეც წამოიყვანე. ეხლა შინ წადი და დაისვენე.
"We'll go at midnight on the dot. Bring Elena, too. Go now and get some rest".
79374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეც უნდა დავისვენო. საშინელი დღე იყო დღეს, საშინელი!
"I need a rest too. It's been a terrible day, terrible".
79375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უფალო, შეგვიწყალე და მოგვიტევე ცოდვანი ჩვენნი!
"Lord, have mercy on us and forgive us our sins!"
79376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დასვენებისთვის სად ეცალა კვაჭის!
How could Kvachi possibly find time to rest?
79377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მრავალი მოსამკალი, მოსახვეტი და მოსახვეჭი ჰქონდა იმ საღამოს. თვისი „ბერლიე“ ჯერ განუსს მიუყენა.
He had a lot of things to see to, sort out, and finish off that evening. First of all, he had his Berliet driven to Ganus's.
79378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მომილოცავს!.. გავიმარჯვეთ!.. დავამტკიცეთ!.. – სხაპა–სხუპით მიაყარა გაშტერებულ ბანკირს.
"Congratulate me! We've won … We've got it confirmed!" he babbled at the stunned banker.
79379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ თორმეტისთვის ანგარიში გამისწორეთ... მთელი დღე სასახლეში ვარ... ძლივს დავახწიე თავი...
"Tomorrow at twelve o'clock they'll pay my account … I've been all day at the palace … I barely had time to manage".
79380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სადილად დამტოვეს, აღარ გამომიშვეს... აუარებელი ახალი ამბავი... ფლიგელ–ადიუტანტობა...
"They asked me to stay to dinner and wouldn't let me leave … There are so many new things you can't count them … A lot of changes … Aide–de–camp appointment".