მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უამბო და გაბერა იმ დღის თავგადასავალი და „უუდიდესი, შეფიცნადები საიდუმლოება“, თან ჭორიც დაუმატა.
As he spoke he made much of the day's adventures and "a sworn secret of the greatest possible importance". He added some gossip.
79382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭის ნაამბობში წამდაუწუმ ისმოდა: – დავნიშნეთ... გადავიყვანეთ... გადავწყვიტეთ... რუსეთი იღუპებოდა, ძლივს დავიხსენით...
Kvachi's talks constantly repeated: "We've appointed … We've transferred … We've decided … Russia was perishing and it was all I could do to save it …"
79383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე და გრიშკამ გავაკეთეთ... ყველაფერი დაგვიჯერეს... მოიტათ, რაც საქმე გაქვთ!
"Rasputin and I did … They've entrusted everything to us … Bring it on now, whatever business you have …"
79384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოიტათ ჩქარა, ხვალვე, ეხლავე, თორემ, ვინ იცის, რა მოხდეს, ვინ იცის, როგორ დატრიალდეს საქმე...
"Do it quick, tomorrow, right now, or else, who knows what will happen, who knows how things will turn out …"
79385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ დილის ათ საათზე თქვენთან მოვალ. უნდა წავიდეთ და დამტკიცებული ხელშეკრულება მივიღოთ.
"Tomorrow at ten a.m. I'll come and see you, we have to go and get the signed contract".
79386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შეიძლება ტელეფონით ლაპარაკი? გმადლობთ.
"May I use your telephone? Thank you".
79387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ტელეფონს ვაცივით დაეტაკა: – ალლო! ბესო, შენ ხარ? ჩემი მაკლერები მოსძებნე, ჩქარა!
He ran like a young goat to grab the telephone: "Hallo! Beso, is that you? Get hold of my brokers. Do it quick".
79388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იპოვე საცხა; ერთ საათში მაქინე ვიქნები... კაი, კაი, მერე იყოს... მიეცი „ოტბოი“.
"Find them wherever they are. I'll be with you in an hour … Fine, fine, so be it. Tell them they're free to go".
79389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ალლო! ელენე, გკოცნი ათასჯერ და გილოცავ ფრეილინობას... რაო, არ გჯერა?
"Hello! Elena, a thousand kisses, and congratulations on being a lady–in–waiting … What, don't you believe me?"
79390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ ან ზეგ რომ ქაღალდს მიიღებ, მაშვინაც არ დეიჯერებ?.. რაო? გრიშკამ გააკეთაო?
"Tomorrow or the day after you'll get it in writing. Won't you believe me then? What? Rasputin did it?"
79391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კი, მე და გრიშკამ გაგიკეთეთ აი საქმე. რაო?.. არ გრცხვენია, ელენე?
"Yes, Rasputin and I sorted it out for you. What? You shouldn't be embarrassed, Elena".
79392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჰა–ჰა! კაი, კაი... დღეს არსად წახვიდე, ათზე შენთან ვარ, რაცხა დიდი საქმე მაქვს... ჰა–ჰა–ჰა!
"Ha–ha. Fine, fine … Don't go anywhere today, I'll be with you at ten, I've got something big on … Ha–ha–ha".
79393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მართალია? დევიჯერო?.. აპა კარგი, მიეცი „ოტბოი“...
"Is that true? Should I believe it? All right, fine, tell him he's free to go".
79394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ალლო! გინცის ბინაა? აბრამ მოისეევიჩ, თქვენ ბრძანდებით?
"Hello! Is that the Gintz residence? Abraham Moiseevich, is that you?"
79395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მომილოცავს ყველა საქმეში გამარჯვება. მეტს არაფერს გეტყვით. ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები.
"Congratulate me, I've won all the business. That's all I have to tell you. I'll be with you in half an hour".
79396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დაიბარეთ თქვენი ინჟენერები და არქიტექტორი... ეხლავე? კეთილი, მოვდივარ...
"Get your engineers and architects on the job … Right now? All right, I'm on my way".
79397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ისევ განუსს მიუბრუნდა: – მაშ ესე, ძვირფასო მეგობარო! ერთი კარგი საჩუქარიც თქვენზეა.
He turned to talk to Ganus: "Right then, my dear friend. You owe me a nice present!"
79398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დილამდის!.. ხელზე ემთხვიეთ ჩემს მაგიერ თქვენს მეუღლეს. ვნანობ, რომ ვერ ვნახე.
"Until tomorrow morning … Kiss your spouse on my behalf. I'm sorry I haven't seen her".
79399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გინცსაც შეუვარდა, სეტყვა მიაყარა, კვეხნით თვითონაც გაიბერა და ისიც გაჰბერა.
He rushed off to see Gintz, showered him with talk, boasted of his achievements and of Gintz's too.
79400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მე და გრიშკამ გავაკეთეთ... აქამდის ვსადილობდით... გადავაყენეთ... გადავიყვანეთ...
"Rasputin and I did it … We've been dining all this time … We've dismissed … appointed … transferred".