მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79341.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უკვდავნი არიან საქმენი შენნი, წმინდაო მამაო!
"Immortal are thy works, Holy Father!"
79342.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შენზეა ათი ათასი.
"You owe me ten thousand".
79343.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალვე მოგართმევთ, წმინდაო მამაო.
"I'll give you them tomorrow, Holy Father".
79344.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ელენეც ხომ ჩავწერეთ კარის ქალად!
"We've got Elena accepted as a courtier".
79345.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ფრეილინა გავხადეთ, სტატს–დამა და კავალერი მეფის ორდენთა, მაშ!
"We've made her a lady–in–waiting, a lady of honor, and a dame of the Tsar's order".
79346.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არ კი გაიბღინძოს, სიკეთე არ დაივიწყოს, თორემ...
"So she better not get above herself, or forget a favor, or else …"
79347.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არა, წმინდაო მამაო, არა! ელენე მაგისთანა ქალი არ არის.
"No, Holy Father, no. Elena is not that sort of woman".
79348.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სინოდიც შევცვალეთ, ურჩნი გავყარეთ.
"We've changed the synod membership and got rid of the obstinate ones".
79349.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძაღლი ილიოდორი და კერპი ჰერმოგენიც უდაბნოში გადავიყვანეთ, ახალი მინისტრები დავნიშნეთ, ჩვენი მომხრე ღვდელ–მთავარნი დავასაჩუქრეთ.
"We've sent that dog Iliodor and that stubborn mule Hermogenes out to the wilderness, we've appointed new ministers, we've given bishops who support us presents".
79350.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გიხაროდეთ, მართლმადიდებელნო!
"Rejoice, ye orthodox!"
79351.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სთრთოდეთ და ძრწოდეთ, ურიებო და ეშმაკნო!
"Quiver and tremble, Jews and devils!"
79352.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ ლამაზ ქალს მოჰკრა თვალი. მოსხლტა და გამოუდგა.
Suddenly his eye hit on a good–looking woman. He slipped off to close in on her.
79353.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხუთი წუთის შემდეგ კვაჭიც გაჰყვა. შორიდანვე ხმაურობა მოესმა.
Five minutes later Kvachi followed. There was a noise in the distance.
79354.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთ კუპეს კარებში გააფთრებული გრიშკა ყვიროდა: - მეფე–დედოფალი ხელზე მკოცნიან, შენ კი იპრანჭები და იგინები?!.
In the doorway to a compartment, a furious Rasputin was yelling: "The Tsar and the Tsaritsa kiss my hand, and you squirm and twist?!"
79355.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო? არ მიცნობ? გრიშკა რასპუტინს არ იცნობ? მაშ მე გაჩვენებ, ვინცა ვარ!
"What? You don't know who I am? You don't recognize Grigory Rasputin? I'll show you then who I am."
79356.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შე უნამუსო, შე მაწანწალავ, შე... და ისეთი სიტყვები მიაყარა, რომ ის ვაგონიც კი გაწითლდა.
"You stuck–up cow, you slut, you …" He abused her with words that made the whole carriage blush red.
79357.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ათიოდე წუთის შემდეგ ის ქალი და მისი ქმარი – სამართლის მინისტრის შჩეგლოვიტოვის დიდი მოხელე და მეგობარი – გრიშკას კუპეში ფეხაკრებით შემოვიდნენ და მოწიწებით ბოდიში მოითხოვეს.
Ten minutes or so later the woman and her husband, an important assistant, and friend of the minister of justice Shcheglovitov, tiptoed into Rasputin's compartment and meekly asked for forgiveness.
79358.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა ლაპარაკსაც არ ჰკადრულობდა.
Rasputin wouldn't deign to speak to them.
79359.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნაწყენი და დაშინებული ქმარი გაბრუნდა; კვაჭიც გაჰყვა.
The husband, both offended and afraid, went out again. Kvachi followed him.
79360.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკ! მაგ კარებთან დადექი და არავინ შემოუშვა! – მიაყოლა გრიშკამ.
"Apollonchik! Stand outside the door and don't let anyone in," Rasputin called after him.