მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჩვენი მოძღვარიც იქ იქნება... არ ინანებ, ნუ გეშინიან, თუ გინდა ნიღაბი გაიკეთე...
"Our spiritual leader will be there … You won't regret it, don't be afraid; if you like, you can wear a mask".
79442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო, გეშინიან?.. ნუ შეშინდები მეთქი. ისე შეგიყვან იმ ლოჟაში, რომ ეშმაკმაც ვერ დაგინახოს...
"What, you're afraid? I said you needn't be. I'll take you to a private room where even the devil won't be able to see you …".
79443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ელენეც მოდის, მომღერალი ვოლქინაც, ყველანი შინაურები ვართ... მაშ თანახმა ხარ?
"Elena is coming, too, so is the singer Volzhina, we're all from the same crowd … So you agree?"
79444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ ჩქარა ჩაიცვი, გამოგივლით.
"Well, get dressed quickly, and I'll come and fetch you".
79445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი წმინდა გრიგოლის „პასპორტისა“ და ერთი მეძავის გაჯოხვისა
Holy Grigory's "Passport", and Flogging a Fornicator.
79446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკვე ღამის ორი საათია.
It was now two in the morning.
79447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კაფეშანტანში გახურებული სმა–ჭამა, ცეკვა, სიმღერა, მუსიკა და არშიყობაა.
The café chantant was wild with drinking and eating, dancing, singing, music, and flirtation.
79448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უზარმაზარი დარბაზი იწვის.
The enormous hall was ablaze with light.
79449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბროლის ურიცხვი მძივებით აკუნწლული ჭაღები ალმასივით კრიალებს.
The clusters of crystal chandeliers hanging like countless necklaces shone like diamonds.
79450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ისმის სევრის ფაიფურის წკარაწკური.
You could hear the clatter of Sèvres porcelain.
79451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვერცხლის კასრებში გაყინული და არტახებში გახვეული შამპანური ბროლის თასებში ოქროს წინწკლებით იწინწკლება.
The champagne, chilled in silver buckets and wrapped in serviettes, sparkled golden bubbles in crystal bowls.
79452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაბერილ სურიდან თაფლისფერი კიურასო–შიპრი ჩამოჩუხჩუხებს.
From a bulbous decanter dribbled honeycolored curaçao–chypre liqueur.
79453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მუსკატი, მარსალა, ბენედიქტინი, ბორდო და ბურგუნდული წითელ ყვითლად ჰბზინავს და ჰქათქათებს.
Muscat, marsala, Benedictine, Bordeaux, and burgundy sparkled red and yellow.
79454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბაკარას ჭიქებში ცეცხლმოკიდებული შარტრეზი ცისფერი ალით იწვის.
Burning chartreuse emitted blue flames in the Baccarat glasses.
79455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ათფერად იწურება მრავალნაირი ეკზოტიკური ხილი: ანანასი, ფორთოხალი და მანდარინი.
Dozens of colors are exuded from all the exotic fruits: pineapples, oranges, and mandarins.
79456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თავისთავად სდნება ფრანგული მსხალი – სენჟერმენი და დუშესი.
French pears, St Germain and Duchesse, melt in the mouth.
79457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბამბასავით თეთრ მაგიდაზე უხვად გაბნეულია ალანძული ატამი, კალვილი, მწვანე, ყვითელი, და შავი ყურძენი, იშვიათი ვარდი და ყვავილი.
On a table, as white as cotton, there is a generous spread of red–blushed peaches, Calville apples, yellow and black grapes, rare roses and other flowers.
79458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ღადღადა კიბო და ომარი გაფარჩხულა და გაბობღილა.
Shiny crabs and lobsters are splayed out, as if about to crawl away.
79459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შემწვარსა და მოხრაკულ ფრინველს ზევით აუყრიათ შეწითლებული გულმკერდი და ფეხები.
Roasted and baked poultry are laid out with their browned breasts and legs upwards.
79460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ათასნაირად შეზავებული საჭმელი ნაწიწკნი და ხელუხლებელი ჰყრია.
Food with dozens of different seasonings lies around, some nibbled at, some untouched.