მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უხვად მოსჩანს ნაირ–ნაირი ფერის, მოყვანილობისა და ჯიშის ტიტველი ბეჭი, მკერდი, მკლავი და აბლაბუდაში გახვეული წვივი.
Bare shoulders, chests, arms, and legs showing through translucent lace are generously displayed in every color, shape, and racial form.
79462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთმანეთში არეულია ასფერი ფარჩა, ატლასი, ხავერდი და ლეჩაქი.
Brocade, satin, velvet, and fine silk are everywhere in profusion.
79463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალს იზიდავს გენეტიკური, გენეტური, ვალანსური და აღმოსავლური ნაქარგი, ნაქსოვი და ოქრონემსული.
The eye is drawn by Venetian, Genovan, Valence, and oriental embroidery, textile and golden needlework.
79464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გიშრის, წაბლის, მიხაკის, ჩალისა და ოქროს ფერი თმები აპენტილა და აბულულებულა.
Jet–black, chestnut, mousy, straw–blonde, and golden hair is combed up and decorated.
79465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალს სჭრის ბრილიანტი, ალმასი, ლალი, ფირუზი, ზურმუხტი, ამეთვისტონი, მარგალიტი, ბადახში და ლაჟვარდი.
The eye is dazzled by diamonds, rough and cut, rubies, turquoises, emeralds, amethysts, pearls, balas, and lapis lazuli.
79466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლურჯი გველებივით დაკლაკნილი თამბაქოს ბოლი, ჭერისკენ ისვეტება და ისრუტება.
Tobacco smoke curls like blue snakes, rises up to the ceiling and deposits its soot.
79467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თილისმური ალერსით ასისინებს, ყნოსვას აღიზიანებს ნელსაცხებელი.
The spicy unguents spread, irritating the senses.
79468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ესტრადაზე ერთმანეთს აღარ აცლიან ფრანგნი, იტალიელნი, ესპანელნი, ალჟირელი ურიები.
On the stage there is an uninterrupted succession of Frenchmen, Spaniards, and Algerian Jews.
79469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ტუნისელი არაბები, იაპონელები და ქვეყნის ყოველი კუთხიდან წამოსული მოცეკვავენი.
There are Tunisian Arabs, Japanese, and dancers from every corner of the globe.
79470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გიჟობს და დაჰქრის აღვირაწყვეტილი ესპანური, ჰუნგრული ჩარდაში და პოლონური მაზურკა.
There is a maddening frenzy of unbridled Spanish dancing, Hungarian csardas, and Polish mazurkas.
79471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ურცხვად იკუზება კეკუოკი, ზომიერებას გადასცდა მატჩიში, იკლაკნება ჟინიანი ტანგო და შიშვლდება ვნებიანი მუცლისცეკვა.
There is shameless squatting cakewalk, the Maxixe dance breaks all bounds, a lecherous tango twists, and a passionate belly–dance strips off.
79472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაჰხტის ათნაირი ფერისა და ფორმის წვივი და ბარძაყი, შრიალებს ფარჩის კაბა და ელავს თეთრი საცვალი.
Shins and thighs of every color and shape leap about, brocade dresses rustle, and white underwear flashes.
79473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ქალ–ვაჟნი ერთმანეთში ჩახლართულან, ჩაწნულან და, ერთმანეთის სუნთქვით და ხორცით დამთვრალნი და თავბრუდახვეულნი, ლაღად და გატაცებით დასცურავენ და დაჰხტიან ცეკვის ტალღებში.
Young men and women are locked in a tangle, intoxicated and dizzy with each other's breath and flesh, as they slide and leap in waves of dancing, uninhibited and ecstatic.
79474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ისმის ტრფობის ჩურჩული, ნართაული ოხუნჯობა და აღგზნებული კისკისი.
There is infatuated whispering, jocular hints, and excited peals of laughter.
79475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დარბაზს სჭრის ხშირი ელვა სურვილით ანთებული თვალებისა.
The hall is transfixed by frequent flashes of eyes inflamed by lust.
79476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ავის ღელვით ჰღელავს შიშველი მკერდი.
Naked bosoms heave with ominous arousal.
79477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სისხლისფერ ტუჩებზე და ელვიან კბილებზე სთრთის ალმური აშლილი ჟინისა.
The flame of naked desire trembles on blood–colored lips and brilliant teeth.
79478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნარკოტით ალესილი და მწვავე სასმელ–საჭმელით ალეწილი ხორცი დაცხრომას ეძებს.
Honed by drugs and tipsy after burning drinks and food, flesh seeks assuagement.
79479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და აჩუხჩუხებული სისხლი დაჟინებით მოითხოვს შენელებას და ჩაქრობას.
And boiling blood urgently demands appeasement and cooling.
79480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გაჩაღებული დარბაზი ვნების ალში და ბანგში გახვეულა.
The overheated hall is enveloped in flames and fumes of passion.