მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე მსახიობ ქალებს დაერია, ბღლარძუნი ასტეხა და ერთს საკინძი ჩამოჰგლიჯა.
Then he mingled with the actresses, behaving like an oaf and ripping a button off one of them.
79502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იმ ქალებმა ჟრიამული ასტეხეს.
The women started shrieking.
79503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგნი იცინოდნენ, ზოგნი ბრაზობდნენ და წასვლას აპირობდნენ, გრიშკა კი უარესად გაკაპასდა და გაცხარდა.
Some were laughing, others lost their temper and tried to get away, but Rasputin got only more querulous and nasty.
79504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თქვენისთანა ქალი ათასობით მინახავს შიშველი, თქვენზე უკეთესი ქალები ჩვენთან აბანოში დადიან ხუთ–ხუთნი და ათ–ათნი.
"I've seen hundreds of women like you naked; dozens of better women than you come to see us in the baths".
79505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დედოფალი მკადრულობს და თქვენ ვიღა ჰყრიხართ!
"The Tsaritsa is nice to me, so who do you think you are?"
79506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აი, ეს ხალათიც ჩემი ,,ბებრუცანას“ ხელითაა შეკერილი.
"Look, this gown was made by my old lady personally".
79507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დიაღ, თვითონ დედოფალმა შემიკერა და თვითონვე მომიქარგა.
"Yes, the Tsaritsa herself made it for me and embroidered it, too".
79508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკ, თავი დამანებე–მეთქი! ტანია, შენც გაჩუმდი!
"Apollonchik, leave me alone, I said. Tania, you shut up!"
79509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღეს მეფეც და დედოფალიც ხელებს და ფეხებს მიკოცნიდნენ და თქვენ ვიღა ოხრები ჰყრიხართ–მეთქი?!.
"Today the Tsar and the Tsaritsa kissed my feet, so who do you wretches think you are?"
79510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი გამხეცებულ გრიშკას ამშვიდებდა, ტანია და ელენე სირცხვილისაგან იწვოდნენ.
Kvachi tried to calm the now rabid Rasputin, while Tania and Elena were bright red with embarrassment.
79511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სხვები პოლიციას და რესტორანის პატრონს ეძახდნენ.
Others were calling for the police and the restaurant manager.
79512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლოჟის გარშემო ხალხი შეგროვდა.
People gathered round their private room.
79513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო?!. მაშ მე გრიშკა რასპუტინი არა ვარ? მაშ არა გჯერათ?
"What's all this? Aren't I Grigory Rasputin? Don't you believe me, then?"
79514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ აგრეა, მიყურეთ! გამსინჯეთ! დარწმუნდით!
"If not, listen to me. Take a closer look and make sure!"
79515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შალვარი გაიღეღა და პირადობის საუკეთესო საბუთი ამოიღო.
He unbuttoned his trousers and took out the best proof he had of his identity.
79516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არც ეხლა დაიჯერებთ?!. ეხლაც ვერ იცანით გრიშკა?!
"Don't you believe me even now? Don't you recognize Rasputin now?"
79517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშ, აი, ჩემი პასპორტი! ნახეთ და დარწმუნდით! ნახეთ და დაიჯერეთ!.. გაშინჯეთ!
"Look, that's my ID! See and believe. Have a good feel".
79518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ტანიამ და ელენემ შეჰკივლეს და გარეთ გაცვივდნენ.
Tania and Elena shrieked and rushed out.
79519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მათ რამდენიმე ქალი გაჰყვა ლანძღვით და წყევლა–კრულვით, დანარჩენებმა ხარხარი ასტეხეს.
Several women followed them, swearing and cursing. Those who stayed burst into loud laughter.
79520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ვიღაცამ იმ ლოჟას ფარდა ჩამოჰგლიჯა და ხალხით გატენილს უზარმაზარ დარბაზს იგი პირუტყვი თვალწინ გადაუშალა.
Someone tore down the curtain from the private room and revealed this beast to the eyes of the enormous hall packed with people.