მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79481.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იღრინება და მძვინვარებს პირსისხლიანი, კბილალესილი, ფაფარ აყრილი და ახურებული მხეცი სიძვის და მრუშობისა.
Raging and on fire, the wild beast of whoring and fornication is growling and prowling, its face covered in blood, its teeth sharpened.
79482.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
იწვის, სდნება და ინთქმის იგი დარბაზი გარყვნილებისა და ჟინიანობის აღვირაწყვეტილ ხანძარში.
In an uncontrollable blaze of depravity and lust, the hall burns, melts, and is swallowed up.
79483.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ფარდებით ჩამოფარებულ დიდ ლოჟაში გრიშკა, კვაჭი, ელენე, ტანია ქეიფობენ.
In a spacious private room, curtained off, Rasputin, Kvachi, Elena and Tania are feasting.
79484.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ხანგამოშვებით ჩუმად სცენისკენ იყურებიან.
Every now and again they take a quiet look at the stage.
79485.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სადაც რიგრიგობით მღერიან და სცეკვავენ რუსული დასი, ბოშები, ზანგები, ტიროლელნი, ფრანგები და ესპანელები.
Where one after the other a Russian troupe, gypsies, negroes, Tyroleans, Frenchmen, and Spaniards are singing and dancing.
79486.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკვე გალეშილი გრიშკა ხანგამოშვებით ბრძანებას იძლევა.
Rasputin, already drunk, periodically gives orders.
79487.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დაუძახეთ ბოშების ქალებს. ყველას ვპატიჟობ!..
"Call back the gypsy women! I invite them all!"
79488.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უთხარი, გრიშკა რასპუტინი ქეიფობს და გიბრძანებს–თქო!..
"Tell them, Grigory Rasputin is having a party and wants them to come".
79489.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არ გამაჯავრონ, თორემ ამ ეშმაკების ბუდეს დავანგრევ!
"They'd better not let me down, or I'll wreck this nest of devils".
79490.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკას აბრეშუმის ხალათის საკინძი ჩამოხეული აქვს, სახელოები დამკლავებული, თმები გაწეწილი და წარბებამდე ჩამოფხატული.
There's a button torn off Rasputin's silk gown, his sleeves are rolled up, his hair is disheveled and falling over his eyebrows.
79491.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თვალები ამღვრეული, თავი გახურებული და ნისლიანი.
His eyes are bloodshot, his head overheated, and foggy.
79492.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მის ზეთიანსა და ნაღვერდლიან თვალებში მხეცი დასცურავს.
His oily and glowing eyes have a beast swimming in them.
79493.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გულში ცეცხლი უნთია, ვერ მოუსვენია და შფოთავს ვითარცა მხეცი გალიაში.
His heart is on fire, and he knows no peace but is as excited as a wild animal in a cage.
79494.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ხელებს უწესოდ აფათურებს და ყველაფერს სვამს, რაც კი ხელში მოხვდება.
He lets his hands wander everywhere and drinks anything he can lay his hands on.
79495.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბღავილით მღერის ბილწ სიმღერას და საეკლესიო საგალობელს.
He bellows out filthy songs as well as hymns.
79496.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თოფივით ისვრის გაუგებარსა და ქუჩურ სიტყვებს, რომლებიც ისარივით ჰხვდებათ გულში ტანიას, ელენეს და მომღერალ ქალებს.
Like a gun, he shoots out incomprehensible words and street language, and these strike Tania, Elena, and the women singers in the heart like arrows.
79497.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წამდაუწუმ ხან ერთს და ხან მეორეს ჩააცივდება: – რას იპრანჭები?
He is constantly falling upon one or the other of the women: "Why are you acting up?"
79498.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რასა სტოკავ გაუხედნავი კვიცივით!
"Why are you behaving like an unbroken filly?"
79499.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ ქეიფია, ვიქეიფოთ ჩვენებურად, მუჟიკურად!
"If we're having a party, then let's do it our way, the peasant way".
79500.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გაიღეღეთ საკინძები! მაჩვენეთ თქვენი გულმკერდი! გაიხადეთ ტანისამოსი!
"Undo your buttons. Show me your breasts. Take off your clothes".