მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა კი წავიდეთ. სად არიან ტანია და ელენე?.. გაიქცნენ?
"Now let's go. Where are Tania and Elena? They've made a run for it?"
79542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– კისერიც მოუტეხიათ, მე შენ გეუბნები, ოქმი არ დასწერო–მეთქი,
"To hell with them. I said, don't write a statement, or else …"
79543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და გალეშილი გრიშკა კვაჭმა ძლივს გაიყვანა.
Kvachi finally managed to get the drunken Rasputin away.
79544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკან სიცილი, მუქარა, ყვირილი და სტვენა მიჰყვა.
They were followed by laughter, threats, yells, and whistles.
79545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შუა გზაზე გრიშკამ გზა აურია: – მარჯვნივ შეუხვიე! ეხლა მარცხნივ! ეხლა პირდაპირ!.. შესდექი!
Halfway home, Rasputin lost his bearings: "Turn right! Now left! Now straight on. Stop!"
79546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ავტომობილი მეძავთა სახლს მიაყენა.
They drove the car to a brothel.
79547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მასწავლებელო, რას სჩადიხარ! გვიცნობენ, მეფე–დედოფალი გაიგებენ.
"Teacher, what are you doing? We'll be recognized, the Tsar and Tsaritsa will find out".
79548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკ. გაჩუმდი! ვინ გაიგებს? ჩემი ბებრუცანა?
"Apollonchik, shut up. Who's going to find out? My old lady?"
79549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შენ ჯერ პატარა ხარ და ჯერ არაფერი გესმის. გაიგოს, უფრო კარგი. უფრო მეტად შემიყვარებს...
"You're still wet behind the ears, you don't understand anything yet. If she finds out, all the better, she'll love me all the more".
79550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დედაკაცის სულის და ხასიათისა შენ არაფერი გაგეგება. მოდი, მომყე!..
"You don't understand anything about women's souls and characters. Come, follow me".
79551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მთვრალ დარბაზში შევარდა და დაიძახა: – ვახლავართ მამზელებს!.. აბა, „კამარინსკუიუ!“
The drunkard pushed his way into the hallway and called out: "Here we are, mademoiselles! Dance me a Komarinskaya, then".
79552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და როიალის ხმაზე მარდად, ყოჩაღად და კოხტად ჩამოუარა კამარინსკული, თან რამდენიმე ქალიც აიყოლია.
Nimbly, boldly, and neatly he danced a Komarinskaya to the sound of the piano, and a few of the girls joined him.
79553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე ყველას ხუთ–ხუთ მანეთიანი დაურიგა და ოცი ბოთლი ღვინო და არაყი მოითხოვა.
Then he gave each girl five roubles and ordered twenty bottles of wine and vodka.
79554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ასტყდა ჟივილ–ხივილი, კისკისი, ცეკვა, ხვევნა და ბღლარძუნი.
There was an outbreak of shrieks, giggles, dancing, embraces, and groping.
79555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ღვინო დალიეს, ჭურჭელი დაამტვრიეს და იქაურობა წაჰბილწეს.
Wine was drunk, glasses were smashed, and the whole place was trashed.
79556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს გრიშკამ ხუთი ქალი აირჩია და წაიყვანა.
Finally Rasputin chose five girls and took them off.
79557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთმა ქალმა კვაჭი თითქმის დაითრია, ჯალილამ ქერა შვიდფუთიანი აირჩია.
One girl virtually dragged Kvachi off, and Jalil chose himself a hundredkilo blonde.
79558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ნახევარი საათი გავიდა. ერთი ოთახიდან განუწყვეტელი კივილი და რჩეული რუსული გინება ისმოდა.
After half an hour there came the sound of constant shrieking and Russian cursing from one room.
79559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი წამოსასვლელად დაემზადა და თავის მასწავლებელსღა უცდიდა.
Kvachi was now ready to leave and was waiting for his teacher.
79560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ იმ ოთახიდან, სადაც გრიშკა ქეიფობდა, ქალის ხანგრძლივი კივილი მოისმა.
Suddenly a woman's prolonged shriek was heard from the room where Rasputin was entertaining himself.