მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მიშველე–ე–თ! მომკლე–ე–ეს!
"He–e–elp! He's ki–i–illing me!"
79562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი ჯერ აივანზე გავარდა, მერმე ქუჩისკენ დაეშვა.
Kvachi leapt to the porch and then let himself out to the street.
79563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ალაყაფის კარებთან სრულიად ტიტველი და თმაგაწეწილი ქალი შეეფეთა, რომელიც წივილ–კივილით მირბოდა ქუჩისკენ.
By the main gate he bumped into a completely naked and dishevelled girl who was running, yelling, and shouting, towards the street.
79564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკან დიდი მასწავლებელი მისდევდა. ისიც ტიტველ–შიშველი იყო.
The great teacher was pursuing her. He too was naked.
79565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მისდევდა და თასმის ქამრით ტიტველ ქალს ჰშოლტავდა, თანაც ჰყვიროდა.
He was lashing at the naked woman with a braided belt as he ran, shouting.
79566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თითო დარტყმაზე ქალი შეჰკივლებდა, აიკლაკნებოდა, გვერდით გაჰხტებოდა და ისევ მირბოდა: – მიშველეთ! მომკლა!
Every time she was hit the woman shrieked, twisted her body, leapt aside, and ran on further: "Help me. He's killing me".
79567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯერ კვაჭი და ორი მეეზოვე დაედევნენ, მერმე სხვებიც მიეშველნენ.
Kvachi and, after him, two yardmen went in pursuit, then others came to help.
79568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გულწასული ქალი ხელით წამოიღეს, სხვები გრიშკას მიესივნენ და შეუტიეს: – დაჰკარით! დაიჭირეთ!
They lifted up the woman, who had now fainted, while others fell on Rasputin and blocked his path: "Hit him! Grab him!"
79569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ჯალილა უმალვე იქ გაჩნდა, ხანჯალი ნახევრამდე ამოიღო და ბრბოს შეეხვეწა: – პაჟალსტა, ხადი, პაჟალსტა...
Jalil appeared from nowhere. He had half drawn his dagger and he pleaded with the mob: "Please, go away, please …"
79570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პოლიციაც მოვარდა.
The police came rushing in.
79571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა არავის არ შეუშინდა და არავის არა დაუთმო რა.
Rasputin was afraid of nobody and gave no quarter.
79572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვნახავ, ვინ გაუბედავს წყენას გრიშკა რასპუტინს.
"I'll defend myself and then I'll see who dares to hurt Grigory Rasputin".
79573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გოროდოვოი, ეს ძაღლები გარეკე, თორემ კატორღაში დაგალპობ! აბა, ჩქარა!
"Constable, chase these dogs away, or I'll see you rot in a Siberian prison. Go on, quick".
79574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკა რასპუტინის სახელის ხსენებაზე სიცილი და ჟივილ–ხივილი ასტყდა.
At the sound of Rasputin's name, there was a burst of laughter and a general commotion.
79575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მართალია, მართალი! გრიშკა რასპუტინი უნდა იყოს. ერთი შეხედეთ, შეხედეთ!..
"True, it's true. It must be Rasputin. Just take a look at him".
79576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დაიშალენით–მეთქი! – ყვიროდნენ პოლიციელნი.
"I told you to disperse," yelled the policemen.
79577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამასობაში გრიშკა ისევ სახლში შევიდა და ათიოდე წუთის შემდეგ ჩაცმული დაბრუნდა.
Meanwhile Rasputin had gone back into the house; ten minutes later he came back dressed.
79578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წინ ბოქაული გადაეღობა.
His path was blocked by the police officer.
79579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო, ოქმიო? სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრდა?
"What do you mean, a statement? Are you bored with life?"
79580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ცოლ–შვილი გყავს თუ არა?
"Do you have a wife and children, or not?"