მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– არა, ბატონო, მე... მე არაფერი... მხოლოდ მინდა ჩემი თვალით ვნახო ჩვენი წმინდა გრიგოლი... მეტი არაფერი... გაგაცილებთ, თორემ...
"No, sir, I … nothing … I just wanted to catch a sight with my own eyes of the holy Grigory … Nothing else … I'd see you home, but …"
79582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საჭირო არ არის. აპოლონჩიკ! მადლობა გადაუხადე ამ ბოქაულს. ოცდახუთი მიეცი...
"There's no need. Apollonchik, thank the officer. Give him twenty–five".
79583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რა გვარი ხარ? ხვალ ან ზეგ მნახე.
"What's your name? Come and see me tomorrow or the day after".
79584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და იმავე წუთს ავტომობილიც დაიძრა.
Immediately after that the motor car moved off.
79585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქა ამბავი წმინდანის ცოდვათა შენანებისა და ბირჟის აფეთქებისა.
The Holy Man's Penitence, and Crashing the Stock Exchange.
79586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, ხატებით და სასულიერო ნივთებით სავსე.
Rasputin had a small room full of icons and religious objects.
79587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ეს იყო მისი სამლოცველო. ტორტმანით და ბარბაცით შევიდა იმ სალოცავში.
This was his prayer–room. Stumbling and staggering, he entered the prayer–room.
79588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სანთლის შუქით სუსტად განათებული, იესო სათნოიანი წვალებით ისე ჩასცქეროდა გრიშკას, თითქოს მას საყვედურს ეუბნებოდა.
Jesus, dimly candle–lit, looked at Rasputin with merciful eyes, as though gently reproaching him.
79589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პირქვე დაეცა და დაემხო იმ ხატის წინაშე მოწყვეტილი, მრუში და ცოდვილი რასპუტინი.
A broken, lustful, and sinful Rasputin fell prostrate and lay before this icon.
79590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაეცა და შეჰბღავლა მას შეცოდებანი თვისნი: – წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ!
He lay and bellowed out a list of his sins: "Holy God, holy, almighty, holy, immortal, have mercy upon us!"
79591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უფალო ძლიერო და მოწყალეო, შემინდე მე უღირსსა და ბოროტსა უამრავნი ცოდვანი ჩემნი და მომივლინე მე განპატიჟება, რამეთუ ღირს ვარ!
"Lord almighty and merciful, pardon my sins, unworthy and evil that I am, and send me the punishment I deserve".
79592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკვე დილის ნათელმა შემოანათა. გრიგოლი ისევ ლოცვაზე იდგა.
Daylight had now come. Rasputin stood up to pray.
79593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
სულწაწყმედილი წმინდანი ისევ მეტანიით, ოხვრით, კვნესითა და მდუღარე ცრემლით ლოცულობდა.
The damned saint once again prayed with prostrations, groans, moans, and burning tears.
79594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თან მკაფიოდ და გარკვევით ამბობდა სალოცველს, ზოგჯერ საგალობელსაც იტყოდა, მუშტით გულისფიცარს იმტვრევდა და მუხლისთავებს იძლეტდა.
Yet pronounced the prayers clearly and distinctly, sometimes reciting hymns, striking his chest hard with his fist and tearing at his kneecaps.
79595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
შუადღე რომ გადავიდა, კვაჭმა თავის მასწავლებელთან შეირბინა.
After midday Kvachi came running in to see his teacher.
79596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მოსამსახურემ უთხრა: – მამა გრიგოლი ლოცვაზე სდგას.
A servant told him: "Father Grigory is still at prayer".
79597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წუხანდელს აქეთ არ გამობრძანებულა სამლოცველოდან, არც არაფერი მიურთმევია, არც არავინ უნახავს.
"Since last night he hasn't left the prayer–room or touched food or drink, or seen anyone".
79598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭს გაუკვირდა, მაგრამ არ სწყენია, რადგან სწორედ იმ დღეს ათიოდე კომბინაცია ჰქონდა „გასაიმასქნებელი“.
Kvachi was amazed, but not offended, for that day he had a dozen "jobs" to be fixed.
79599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მეორე დღეს ისევ შემოირბინა. მოსამსახურემ განუმეორა: – მამა გრიგოლი ისევ ლოცვაზე სდგას.
The next day he dropped in again, and the servant told him the same thing: "Father Grigory is still at prayers".
79600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გუშინდელს აქეთ ჯერ არ გამობრძანებულა და არაფერი არ მიურთმევია, არც ვინმე უნახავს.
"He hasn't been out since yesterday and hasn't touched food or drink or seen anyone".