მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკას ერთგულნი მოციქულნი და მიმდევარნი კარების შენგრევას აპირებდნენ, მაგრამ ღვთისმშობელმა ლოხტინამ ყველანი დაამშვიდა.
Rasputin's loyal disciples and followers were about to break down the door, but the Virgin Mary Lokhtina stopped them.
79622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მიეცი მშვიდობა ძესა ღვთისას და ილოცეთ სულისა მისისა.
"Give the Son of God some peace and pray for his soul".
79623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ნუ ჰგოდებთ, ვინაიდან ჩვენს წმინდა მაცხოვარს ძალუძს იმარხულოს თუნდ დღე ორმოცი.
"Do not mourn: our holy savior is able to fast for forty days at least".
79624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი კვირა გავიდა. გრიგოლის დიდი ოთახი წარჩინებულთა, დიდებულთა და მისთა „მოციქულთა“ მიერ იყო სავსე.
A whole week passed. Rasputin's drawing-room was packed with dignitaries and grandees, as well as his disciples.
79625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ზოგნი ჩუმად ლოცულობდნენ, ზოგნი ქადაგად დაცემულიყვნენ და უცნაურს და გაუგებარს ჰბოდავდნენ.
Some were quietly praying; others were inspired to preach and were uttering strange and meaningless ravings.
79626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უცებ სამლოცველოს კარი გაიღო.
Suddenly the doors to the prayer–room opened.
79627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მოსამსახურემ წმინდანთან სხვებზე ადრე კვაჭი შეუშვა.
The servant let Kvachi in, before anyone else, to see the holy man.
79628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მიბნედილი და მილეული გრიგოლი ცალიერ იატაკზე იწვა.
Worn out and drained, Rasputin was lying on the bare floor.
79629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღმერთო დიდებულო! წმინდაო მასწავლებელო!
"God almighty! Holy teacher!"
79630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აპოლონჩიკ! ჩემო ერთგულო ძმაო და მეგობარო! – ძლივს ჩაიჩურჩულა გრიგოლმა – ნუ შესწუხდები, არა მიშავს რა.
"Apollonchik! My faithful brother and friend!" said Rasputin in a barely audible whisper. "Don't worry, I'm all right".
79631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გაიგე და დაიხსომე: ღმერთი ჰხარობს, ოდეს ცოდვილნი მოინანებენ შეცოდებათა თვისთა.
Try to understand and remember: "God rejoices when sinners repent their sins".
79632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაშასადამე, როცა ღმერთი ეშმაკს გვიგზავნის, უნდა ავყვეთ მას, უნდა ვიმრუშოთ და შევსცდეთ, რათა საბაბი გვქონდეს ცოდვების მონანებისა.
"So, when God sends us the devil, we have to do as he says, we have to fornicate and err, so that we have a reason to repent our sins".
79633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– თუ ცოდვა არ ჩავიდინეთ, ვერც ვერაფერს მოვინანებთ.
"If we don't commit sins, we can't repent anything".
79634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იცოდე, წმინდანი ყოველთვის წაწყმედილია, რადგან ის უცოდველია, ხოლო უცოდველი ვერაფერს მოინანებს, ვინაიდან მას ცოდვაც არა აქვს.
"A saint is always damned, because he is without sin, and he who is without sin cannot repent anything, because he has no sins to repent".
79635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– გაიგე? მიმიხვდი? გავიგე და დავიხსომე.
"Do you understand? Do you grasp what I'm saying? I do and I'll remember."
79636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– უძირო და უსაზღვრო არს სიბრძნე შენი, ჰოი წმინდანო!
"Unfathomable and boundless is thy wisdom, o holy one".
79637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ იყუჩა და შემდეგ განაგრძო: – აპოლონჩიკ! შენ ბავშვივით უმანკო და უცოდველი ხარ, რადგან ჯერ ბევრი რამ არ იცი.
Rasputin became calm and then continued: "Apollonchik! You're as innocent and sinless as a child because you still don't know much".
79638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ჯერ ადრეა, გაიზრდები და ყველაფერს გაიგებ.
"It's still early days, you'll grow up and understand everything".
79639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– დღეს კი მხოლოდ ერთს გეტყვი: ჩემისთანა ცოდვილი ეშმაკიც არ მოიპოვება.
"Today I'll just tell you one thing: there's no devil in the world as sinful as me".
79640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შვიდი დღე ლოცვაზე დგომა არაფერია.
"Spending seven days on my feet praying is nothing".