მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79641.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მახსოვს, პირველად რომ ჩემს ოჯახს გამოვექეცი, ერთ გორაკში ღვიმე გამოვთხარე და სამი თვე იმ ღვიმედან არ გამოვსულვარ.
"I remember the first time I ran away from my family, I dug myself a cave in a hillside and I didn't leave that cave for three days".
79642.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხმელი პურისა და წყლის გარდა ჩემს პირში არაფერი არ ჩასულა.
"I didn't touch anything except dry bread and water".
79643.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ქეცი შემეყარა, მუნმა შემჭამა. გაუხდელი და დაუბანელი ვეგდე ხატის წინაშე.
"I had scabies; I was itching with mange. I stood in front of the icon without changing my clothes or washing".
79644.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ერთხელ, მეტისმეტად რომ დავსუსტდი, თვალი ღვთისმშობლის ხატს მივაპყარი და ცხადად დავინახე: ღვთისმშობელი ცხარე ცრემლით სტიროდა.
"Once I was so weak I nearly passed out, I fixed my eyes on the icon of the Virgin and I clearly saw: the Virgin was weeping bitter tears".
79645.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მერე მითხრა: „გრიგოლ! გრიგოლ! განწმენდილი ხარ ცოდვათაგან.
"Then she told me: Grigory, Grigory! You are cleansed of your sins'.
79646.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ქვეყანა იღუპება ეშმაკის კლანჭებში.
"The world is perishing in the devil's clutches".
79647.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აღსდეგ და წარვედ ხალხისა ხსნად და განსაკურნავად.
'Arise and go to save and heal your people'.
79648.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მეც წამოვედი. მას აქეთ დავდივარ და ქრისტესა უფალსა ჩვენსა ვემსახურები.
"So I went. Since then I have walked about serving Christ our Lord".
79649.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვინ იცის, რამდენჯერ გავშორებივარ ამ ცოდვილ ქვეყანას ორი–სამი თვით!
"Who knows how many times I have distanced myself from this sinful world for two or three months?"
79650.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლაც დადგა დრო ჩვენი განშორებისა, ჩემო აპოლონჩიკ!
"Now the time has come for us to distance ourselves, my Apollonchik".
79651.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭს გული გადაუბრუნდა: – საით, წმინდაო მამაო? სად მიბრძანდებით?
Kvachi was so shocked that his heart missed a beat: "Where to, Holy Father? Where are you going to go?"
79652.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შორს, ძალიან შორს, იერუსალემს. უნდა თაყვანი ვსცე წმინდა ადგილებს, უფლის საფლავს ვემთხვიო.
"A long way away, very far, to Jerusalem. I have to pay my respects to the holy places, prostrate myself at the Lord's grave".
79653.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– საბოლოოდ განვიბანო და მოვინანიო ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი.
"Finally, I have to bathe myself clean and repent my countless sins".
79654.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წმინდაო მამაო, მე რაღას მიშვრები? მე ვიღასი იმედით მტოვებ?..
"Holy Father, what are you doing to me? Who's going to help me when you leave?"
79655.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რაო? მეც წამოვიდე? მზადა ვარ ასეთი მგზავრობისათვის.
"What? I'm to come too? I'm ready for the journey".
79656.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მაინც მოვიფიქრებ. მამაო წმინდაო! ორი–სამი თვით მაინც გადასდეთ ეგ საშინელი მგზავრობა.
"But I need to think about it. Holy Father, put off this terrible journey at least for two or three months".
79657.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– წუხელის ხატმა გამომიცხადა: „გრიგოლ, სამ დღეში წარვედ აქედან იერუსალემს, ვინაიდან განუზომელ არიან ცოდვანნი შენნი“.
"The icon announced to me last night: 'Grigory, in three days' time leave here for Jerusalem, because your sins are beyond counting.'
79658.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ეხლა წადი, ჩემო აპოლონჩიკ, ელენე ან ტანია გამომიგზავნე.
"Now go, my Apollonchik, and send Elena or Tania to see me".
79659.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხვალ ღამის ათ საათზე აქ იყავით. ერთ ალაგას უნდა წავიდეთ.
"Tomorrow at ten in the evening be here, there's somewhere we've got to go to".
79660.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ისეთ რამეს გაჩვენებთ, რომ სიზმარშიც არ გენახოსთ.
"I'll show you something that you could never even dream of".