მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დაღვრემილ კვაჭს შინ რამდენიმე უსიამოვნო ამბავი დაუხვდა.
When Kvachi got home, already downcast and in a very bad mood, he had to deal with a number of unpleasant events.
79662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ცარსკოე სელოდან დაბრუნების დღიდან კვაჭს თავის თავი უბედნიერეს ადამიანად მიაჩნდა.
Since he returned from Tsarskoye Selo, Kvachi had felt he was the happiest of men.
79663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რადგან იმ დღეს ყველაფერს მიაღწია: თავადობას, კარისკაცობას, უდიდეს გავლენას, ხელისუფლებას და სიმდიდრეს.
Because that day he had achieved everything: princely rank, a place at court, wide–ranging influence, power and wealth.
79664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
დღეს თუ ხვალ იმის ჯიბეში უნდა ჩაცურებულიყო.
It would any day now find its way into his pocket.
79665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთი ნაწილი ამ სიმდიდრისა უკვე გაინაღდა და მაშინვე ონკალს და ბირჟას დაეტაკა.
A part of that wealth he had already realized, and he had made his mark on the stock exchange.
79666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
უკანასკნელ ხანს კვაჭის პირიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ისმოდა: ონკალი... ობლიგაციები... კუპონები...
Recently Kvachi's mouth had uttered a limited range of words: "money on call, promissory notes, coupons"
79667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
აქციები პუტილოვისა... ლენისა... სალამანდრასი... ლაჟი... გავყიდე... ვიყიდე!!! წავაგე... მოვიგე – და ამგვარი.
"Shares in Putilov steelworks, Lena gold mines, Salamander … exchange premium, I sold, I bought, I lost, I won," and so on.
79668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მაგრამ საქმე ის იყო, რომ კვაჭი უფრო ხშირად „წავაგე“–ს ჰხმარობდა და ეს იყო მიზეზი მისი დაღვრემილობისა.
But the fact is that Kvachi said "I lost" more often, and that was why he was downcast.
79669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბესომ და მაკლერმა ხაინშტაინმა ეხლაც მეტად მწარე და სახიფათო ამბები დაუხვედრეს.
Beso and the broker Chainstein now had more bitter and hazardous news for him.
79670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ასოცი ათასი ონკალის ანგარიშის შესავსებათ შევიტანე აზოვის ბანკში, – უთხრა მაკლერმა.
The broker told him: "I've deposited 120 thousand on call in your current account at the Azov Bank".
79671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ლენის აქციები თითქმის განახევრდა. „ანგლოროსი“ განუწყვეტლივ ქვეით მიდის. „როსპერსი“ იღუპება.
"The Lena shares have lost almost half their value. Anglo–Russe keeps falling. RussePerse is going bust".
79672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გუშინ „ურალოპლატინა“ ოთხასად გამაყიდვინეთ, დღეს კი ისევ ხუთასამდე ავიდა.
"Yesterday you told me to sell Uralplatinum at four hundred, today it's gone up to five hundred".
79673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამ აქციების დასაწევად თითქმის სამასი ათასი წავაგეთ, ხოლო ასიოდე ათასი დავიბრუნეთ.
"We've lost almost three hundred thousand trying to get the price of these shares down, and we've only recuperated one hundred thousand or so".
79674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
თუ ხვალ ნახევარი მილიონი არ შევიტანეთ, დაგირავებული აქციები ჩალის ფასად გაგვეყიდება.
"If we don't invest half a million tomorrow, our mortgaged shares will be sold for peanuts".
79675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს ძლივს შეამჩნია კვაჭმა, რომ იმ თამაშის დროს ვიღაც უცნობი იხედებოდა იმის ქაღალდში. .
Kvachi finally realized that someone was looking at his cards when he was playing.
79676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ძლივს დაინახა და გაიგო, რომ ბირჟის ჩარხის დასატრიალებლად მას ძალა არ შესწევდა.
And he saw that he lacked the power to turn back the wheel of fortune at the stock exchange.
79677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
პირიქით, თვითონ კვაჭი გადაიქცა სხვის სათამაშოდ და მსხვერპლად, მაგრამ გვიანღა იყო თითზე კბენანი.
In fact, Kvachi had ended up becoming someone else's plaything and victim. But it was too late to bite his nails about it.
79678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მას არ ჰყოფნიდა უკან დახევის ძალა, სიფხიზლე, სიფრთხილე, ნებისყოფა.
He didn't have the strength, the alertness, the caution, the willpower to retreat.
79679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ამიტომ, რაკი ერთხელ შესტოპა ბირჟის ჭაობში, კიდევაც გაჰყვა და შუაგულ მორევში შესცურა.
Once he had waded into the quagmire of the stock exchange, he went on doing so and ended up swimming into the heart of the whirlpool.
79680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მას ან სრული გაკოტრება, ან დიდი სიმდიდრე მოელოდა.
It would bring him either complete bankruptcy or enormous wealth.