მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და მუხლებში ჩაუვარდა, ხელ–ფეხზე ემთხვია და თეთრი ხალათის კალთები დაუკოცნა.
She fell at his knees, kissed his hands and feet and then the hem of his gown.
79722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი თავიანთ მოძღვარს შემოესივნენ. ზოგნი ფეხქვეშ ჩაუვარდნენ, ზოგნი ხელებსა და სხეულს უკოცნიდნენ.
Everyone rushed round their confessor: some fell at his feet, some kissed his hands and body.
79723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ ყველანი დაძმურად ჩაიკონა და დალოშნა და მერმე ღვთისმშობელს მიჰყვა მაგიდასთან. ღვთისმშობელმა საგალობელი დაიწყო.
Rasputin gave everyone a brotherly hug and a slobbery kiss and then followed the "Virgin" to the table. The "Virgin" began to sing a hymn.
79724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ყველანი აჰყვნენ და ადიდეს უფალი ღმერთი და სული წმინდა, რომელიც, მათი რწმენით, იმ დროს იმ დარბაზში იმყოფებოდა.
Everyone joined in magnifying the Lord God and the Holy Ghost, who, they believed, was now present in the room.
79725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ერთად სთქვეს მრავალი სხვა საგალობელი და ბოლოს „ქრისტე აღსდგა“ დაიწყეს.
They sang many more hymns and finally began to announce "Christ has risen!"
79726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მწყობრად, აღტაცებით და სასოებით გალობდნენ, თანდათან ხმას უმატებდნენ, ყელის ძარღვებს იჭიმავდნენ და მისტიურ აღგზნებაში შედიოდნენ.
They sang harmoniously, ecstatically, and reverently, raising their voices ever higher, straining their vocal chords, and working themselves into a mystic exaltation.
79727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ლოცვა რომ გაათავეს, მათმა მოძღვარმა და ძე ღვთისამ ქადაგება დაიწყო.
When they finished praying, their leader and son of God began preaching.
79728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
კვაჭი კუთხეში იდგა და გრიშკას გულმოდგინედ უგდებდა ყურს.
Kvachi was standing in a corner listening attentively to Rasputin.
79729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდანის ენის გაგებას კვაჭი ძლივს შეეჩვია, ზოგჯერ კი არაფერი არ ესმოდა.
Kvachi had trouble understanding the holy man's language. Sometimes it was quite beyond him.
79730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
რასპუტინის რუსული უხვად მეტად ბუნდოვანი მუჟიკურ სლავიანურ სიტყვებით იყო აფერადებული.
Rasputin colored his Russian with a mass of obscure peasant and Church Slavonic words.
79731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
გრიშკამ იმ ეკლესიის შვილებს ჯერ თავიანთი მოძღვრების თორმეტი მცნება მოაგონა.
Rasputin now reminded his flock of their leader's twelve commandments.
79732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„მე ვარ ძე ღვთისა, კაცთა შორის მოვლენილი, მისატევებლად ცოდვათა და არა არს სხვა ღმერთი გარდა ჩემისა“.
"I am the son of God, sent among men to redeem their sins, and there is no other God than mine".
79733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„რაზედაც ერთხელ შესდექით, აღარა დასტოვოთ იგი“.
"Whatever you have once set out to do, you may not abandon".
79734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„დასათრობი არ დალიოთ, ხორცეული ცოდვა არ ჩაიდინოთ, არა იმრუშოთ“.
"Do not drink intoxicating liquor, commit no carnal sins, do not fornicate".
79735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
,,ცოლს ნუ შეირთავთ, ცოლებიანი განქორწინდით. ვისაც ცოლი ჰყავს, ისე იცხოვროს მასთან, ვითარცა დასთან“.
"Do not marry; if you have a wife, divorce her. If you have a wife, live with her as with a sister".
79736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„ნუ ილანძღებით და ნუ ჰქურდობთ, ვინაიდან ქურდს იმქვეყნად სპილენძის შაურიანს დაადებენ კეფაზე და მხოლოდ მაშინ შეუნდობენ, როცა ის შაურიანი დადნება“.
"Do not curse or steal, for in the next world a copper coin will be placed on a thief's skull and he will not be forgiven until the coin melts".
79737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ის მცნება მერმე ჩიქორთულად განმარტა, უფრო კი იმ მცნებას დააწვა, რომელიც ცოლქმრობასა და სქესობრივ ურთიერთობას შეეხებოდა.
He then made gibberish of this commandment, or rather annulled it as far as conjugal or sexual relations were concerned.
79738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სული კეთილია, ხორცი კი ბოროტი, ამიტომ იგი ბოროტი ხორცი უნდა ვსტანჯოთ, დავასუსტოთ და ჩავკლათ.
"The soul is good, the flesh is bad, so we must torment, weaken, and beat down the evil flesh".
79739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ამისთვის მარხვა უნდა შევინახოთ, ხორცეული არა ვჭამოთ, დასათრობი არ დავლიოთ, თამბაქო არ მოვწიოთ, ქაღალდი არ ვითამაშოთ, არ ვიცეკვოთ და არც ვიმრუშოთ.
"For that reason we must observe fasts, not eat meat, not drink intoxicating liquor, not smoke tobacco, not play cards, not dance, and not lust".
79740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ცოლქმრობა ცოდვაა, გარნა ჟამსა და დღევანდელ ლოცვისასა სული წმინდა ყველას მისცემს სულიერ მეუღლეს.
"Marital relations are a sin. Through the mass and praying every day the Holy Ghost will give everyone a spiritual spouse".